1. 1) მოძრაობა; მდგომარეობის / პოზის შეცვლა; გადაადგილება; to make a move ა) ადგილიდან დაძვრა, ამოძრავება; გასვლა, წასვლა; ბ) მაგიდიდან / სუფრიდან ადგომა [იხ. აგრ. 2 და 3 1)]; (it's) time to make a move უკვე წასვლის / გასვლის დროა; to be on the move ʘ მოძრაობაშია; ადგილს იცვლის; ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის [იხ. აგრ. 2) და ◇]; to get a move on საუბ. ა) ადგილიდან დაძვრა, ამოძრავება, გადაადგილება; გასვლა, წასვლა; ბ) აჩქარება; get a move on, you two! თქვენ ორმა, იჩქარეთ! / გაინძერით!
2) სამხ. გადასროლა, გადაყვანა; გადაადგილება, გადასვლა; moves of large [of small] bodies of troops მსხვილი შენაერთების [მცირე ქვედანაყოფების] გადასროლა / გადაადგილება; to be on the move ʘ ლაშქრობაშია [იხ. აგრ. 1) და ◇];
2. სვლა (თამაშში); the move გადამწყვეტი სვლა; mate in four moves ჭადრ. შამათი ოთხ სვლაში; to make a move სვლის გაკეთება [იხ. აგრ. 1 1) და 3 1)]; to take the move back გაკეთებული სვლის დაბრუნება; to know all the moves სვლების / თამაშის ცოდნა; whose move is it? ვისი სვლაა? it's your move თქვენი სვლაა;
3. 1) რაიმე მიზნის მისაღწევად გათვლილი ნაბიჯი / სვლა / საქციელი; ხერხი; good [bad] move მარჯვე / გონივრული [სულელური / უჭკუო] სვლა / ნაბიჯი; to make a move რისამე გაკეთების დაწყება, მოქმედების დაწყება [იხ. აგრ. 1 1) და 2]; he made a clever move that outwitted the rival ჭკვიანური სვლა გააკეთა და ხერხით აჯობა მეტოქეს; to make the first move (towards peace) პირველი ნაბიჯის გადადგმა (მშვიდობის დასამყარებლად, შესარიგებლად); what's the next move? ახლა რა უნდა გაკეთდეს?
2) პოლიტ. აქცია; a new move on the part of France საფრანგეთის ახალი აქცია;
4. საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ადგილსამყოფლის შეცვლა;
5. იშვ. შეთავაზება, წინადადება;
◇ to be up to every move (on the board, in the game) ა) ʘ საქმეში ნაცადია / ჩახედულია; მოხერხებულია; ბ) ʘ მუდამ ფხიზლადაა, არაფერი შეეშლება / გამოეპარება; to be on the move ა) ʘ წინ მიდის, პროგრესის გზაზეა; civilization is always on the move ცივილიზაცია მუდმივ პროგრესს განიცდის / სულ წინ მიდის; ბ) ʘ აქტიურია, საქმეშია ჩართული; he was not content to twiddle his thumbs but wanted to be on the move ვერ ეგუებოდა მუქთად ყოფნას და სულ საქმისაკენ მიუწევდა გული [იხ. აგრ. 1 1) და 2)].