1. 1) ასვლა (ადის); აღწევა (ხშ. to mount up); to mount a hill [a ladder, a pulpit] მთაზე [მისადგმელ კიბეზე, კათედრაზე] ასვლა; to mount the stairs კიბეზე ასვლა; to mount the throne სამეფო ტახტზე ასვლა;
2) : his colour mounted, a blush mounted to his face სახეზე ალმური მოედო, სახე შეეფაკლა; the / his / blood mounted to his head სისხლი თავში მოაწვა;
2. (on, upon) აღმართვა (აღმართავს), ამაღლებულ ადგილზე დადგმა; to mount a statue on a pedestal ძეგლის კვარცხლბეკზე დადგმა;
3. 1) დადგმა (˂და˃დგამს), დაყენება; დამონტაჟება; to mount a gun სამხ. ქვემეხის ლაფეტზე დადგმა;
2) ჩასმა (˂ჩა˃სვამს), ჩადება, მოთავსება (ჩარჩოში და ა.შ.); to mount pictures სურათების მუყაოზე ან პასპარტუზე დაწებება / დაკვრა; to mount jewels (in gold) ძვირფასი ქვების (ოქროს) ბუდეში ჩასმა; to mount insects მწერების მიბნევა / მიმაგრება (კოლექციისათვის);
3) : to mount animals ცხოველების ფიტულების გამოტენა (˂გამო˃ტენის);
4) სპეც. მოთავსება (˂მო˃ათავსებს), დამაგრება (ნიმუშებისა); to mount specimens ანათალების სასაგნო მინაზე მოთავსება (მიკროსკოპული გამოკვლევისათვის);
4. 1) მოწყობა (
˂მო
˃აწყობს), ორგანიზება; დაწყება; to mount an exhibition გამოფენის მოწყობა / ორგანიზება; to mount a protest campaign საპროტესტო კამპანიის დაწყება / წამოწყება;
2) სამხ. ოპერაციის განხორციელება (˂გან˃ახორციელებს); შეტევის დაწყება, იერიშის მიტანა;
5. ˂მო˃მატება (˂მო˃იმატებს), ˂გა˃ზრდა (ითქმის ფასის, შემოსავლისა და ა.შ. შესახებ); his profits are constantly mounting მისი მოგება მუდმივად იზრდება; the bill mounted to £ 1000 ანგარიში ათას გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა;
6. 1) დაჯდომა (˂და˃ჯდება) ცხენზე, ველოსიპედზე, ეკიპაჟში; to mount a horse ცხენზე შეჯდომა / ამხედრება; mount! ცხენებზე! (ბრძანება);
2) დასმა (დასვამს) ცხენზე, ველოსიპედზე, ეკიპაჟში;
3) საჯდომი ცხენებით მომარაგება (˂მო˃ამარაგებს) / უზრუნველყოფა;
7. სამხ. ʘ შეიარაღებულია, აღჭურვილია / ეკიპირებულია; a fort mounting 80 guns ოთხმოცი ქვემეხით შეიარაღებული ციხესიმაგრე; this ship mounts six cannon ეს გემი შეიარაღებულია ექვსი ქვემეხით;
8. თეატრ. 1) სპექტაკლის გაფორმება (˂გა˃აფორმებს), 2) პიესის დადგმა (˂და˃დგამს), ინსცენირება;
9. ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს), ტანსაცმლის დემონსტრირება;
10. მოძვ. ამაღლება (აღამაღლებს); what power is it, which mounts my love so high რა ძალაა, ჩემს სიყვარულს ასე რომ აღამაღლებს;
▭ to mount up დაგროვება (˂და˃გროვდება); his bills at the hotel mounted up მისი დავალიანება სასტუმროში იზრდებოდა;
◇ to mount an attack [an offensive] იერიშის [შეტევის] დაწყება / წამოწყება; I am mounting a devastating attack on the book ეს წიგნი სასტიკად უნდა გავაკრიტიკო; to mount guard საყარაულოდ / სადარაჯოდ დადგომა; დაცვა; დარაჯობა; he has been asked to mount guard over the wounded იგი დაჭრილებს მიუჩინეს დარაჯად, მას სთხოვეს დაჭრილებისათვის ედარაჯა.