ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია ძველი დიზაინი
Margaliti
Dictionary.ge
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

morale noun
[mɒʹrɑ:l, mɔral]
ბეჭდვა
ფრანგ.

1. 1) საბრძოლო სულისკვეთება / შემართება, სულიერი მხნეობა, დისციპლინა (ჯარისა); ამა თუ იმ ჯგუფის, ორგანიზაციისა და ა.შ. წევრთა საერთო სულის­კვეთება, საერთო საქმისათვის თავდადება, საერთო მიზნის ერთგულება; the army recovered its morale and fighting power ჯარს დაუბრუნდა მებრძოლი სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა; excellent [high, low, flagging] morale (of the troops) (ჯარების) შესანიშნავი [მაღალი, დაბალი, მერყევი] მორალური / საბრძოლო სულისკვეთება; the morale of the reform group suffered a severe blow when their candidate was defeated რეფორმისტთა ჯგუფის სულიერ შემართებას სასტიკი დარტყმა მიაყენა მათი კანდიდატის დამარცხებამ;

2) პიროვნების ამაღლებული / ჯანსაღი განწყობილება; a long period of unemployment had weakened his morale ხანგრძლივმა უმუშევრობამ იგი სულიერად გატეხა / დათრგუნა / წაახდინა; the failure of his play did not affect his morale at all პიესის წარუმატებლობას სრულიად / სულაც არ უმოქმედია მის შემართებაზე; to keep up one's morale მხნეობის შენარჩუნება; ʘ სულიერად არ გატეხილა; to undermine / to shatter / the morale სულისკვეთების შერყევა; დემორალიზება; loss of morale დემორალიზაცია;

2. იშვ. = moral I 2;

morale activities სამხ. ღონისძიებები მორალური / საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად; morale effect სამხ. მორალური ეფექტი; მორალური ზემოქმედება; morale operations სამხ. პროპაგანდის წარმოება, პროპაგანდისტული საქმიანობა.

moral II moralism

მეზობელი სიტყვები
უკანასკნელი დამატებები
სხვა ლექსიკონები