ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

money noun
[ʹmʌnɪ]
ბეჭდვა

1. მხოლოდ sing 1) ფული; paper / soft / money ქაღალდის ფული; ready money ნაღდი ფული; counterfeit / bad / money ყალბი ფული; hard money ა) ამერ. ნაღდი ფული; ბ) მოძვ. ლითონის ფული; a piece of money მონეტა; money of account კომერც. ანგარიშსწორების ფულადი ერთეული; to make money ფულის ˂გა˃კეთება / შოვნა; to coin money სწრაფად / იოლად გამდიდრება, "ფულის ჭრა"; to be in the money ა) ʘ მოგებულთა შორისაა, ფული / პრიზი მოიგო; ბ) ʘ სავსებით უზრუნველყოფილია, მდიდარია; გ) მოულოდნელად გამდიდრება / ფულის შოვნა; to be worth money ა) ʘ დიდი ფული ღირს, ძვირია; ბ) ʘ მდიდარია; to come into money მემკვიდრეობით ფულის მიღება; to put money into smth. ფულის / კაპიტალის რაიმეში დაბანდება / ჩადება; to put one's money on ვისიმე / რისამე სასარგებლოდ სანაძლეოს დადება / ფულის ჩამოსვლა; გადატ. აგრ. ვინმეზე / რაიმეზე იმედების დამყარება; to get one's money's worth ʘ რაიმეზე / ვინმეზე გაწეულმა ხარჯმა გაამართლა; არ წააგო; it is a bargain for / at / the money იაფია, ხელსაყრელია; მომგებიანი / ხელსაყრელი გარიგებაა; there is money in it მომგებიანი / სარფიანი საქმეა;

2) ბიბლ. ვერცხლი;

3) ეკონ. სესხი; value of money სესხის პროცენტი;

4) ხელფასი;

5) = prize money [იხ. prize¹ II 4]; first [second, third] money გათამაშების პირველი [მეორე, მესამე] საპრიზო თანხა;

2. (pl moneys [mʌnɪz]) ჩვეულ. pl ვალუტის მონეტარული სისტემა;

3. (pl აგრ. monies) pl იურ., მოძვ. ფულადი თანხები; public moneys სახელმწიფო ფულადი სახსრები / ფასიანი ქაღალდები;

money list გადახდის უწყისი; money matter ა) ფინანსური საკითხი; ბ) საქმის ფინანსური მხარე;

your money or your life! ან ფული, ან სული! money for jam / for old rope / ა) იოლად ნაშოვნი ფული; იოლად საშოვნელი ფული; ბ) ფულის იოლად შოვნის წყარო; for one's money ვისიმე აზრით / შეხედულებით; not everybody's / every man's / money ყველასათვის მოსაწონი არ არის; ამას ყველა საჭიროდ / სასარგებლოდ არ ჩათვლის; for love or money რადაც არ უნდა დაჯდეს, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გზით / საშუალებით (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში); to throw good money after bad ა) ფულის ფლანგვა; ბ) ფულის უიმედო საქმეში ჩადება (განწირული საქმის გამოსწორების მცდელობისას); to be rolling in money ʘ ძალზე მდიდარია; "ფულში ბანაობს"; to put one's money where one's mouth is ხშ. ირონ. სიტყვის საქმით განმტკიცება; money talks ფული ყველგან ჭრის; ფულით ყველაფერს გააკეთებ / მიაღწევ; money makes the world go round ქვეყანას ფული განაგებს / ამოძრავებს; time is money დრო ფულია; წუთი ფული ღირსო; money (is) no object ფასს / ხარჯებს მნიშვნელობა არა აქვს (რისამე ყიდვისას და ა.შ.); on the money ზუსტად, სიტუაციის შესაფერისად; (the love of) money is the root of all evil ბიბლ. ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა; money makes / begets / money ანდ. ფული ფულთან მივაო; money makes the mare to go ანდ. ფული კლდეს გაანგრევსო.

monetize money-bag

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0166