1. 1) აცდენა, დაცილება; ten hits and one miss ათი მოხვედრება და ერთი აცდენა;
2) გადატ. მარცხი, წარუმატებლობა; we don't know whether this venture will be a hit or a miss არ ვიცით, წარმატებული აღმოჩნდება ეს წამოწყება, თუ არა;
2. : he is no great miss მისი აქ არყოფნით დიდად არავის არაფერი დაჰკლებია;
3. 1) წარუმატებელი / არაზუსტი დარტყმა (ბილიარდი);
2) სწორად შესრულებული დარტყმა (ბურთულის ლუზაში ჩაგდების გარეშე და მისთ.; ბილიარდი); to give a miss (in bauk) ბურთულის განზრახ უსაფრთხო ადგილას მიგორება (მოწინააღმდეგისათვის დარტყმის შესრულების გასართულებლად) [იხ. აგრ. give¹ II IIIა 3)];
4. მოძვ. შეცდომა;
◇ a lucky miss იღბლიანი შემთხვევის წყალობით გადარჩენა / თავის დაღწევა; it was a lucky miss! ბედმა გაგვიღიმა! გაგვიმართლა! to give smb. a miss ვინმესთან შეხვედრისათვის თავის არიდება; ʘ ვინმეს გვერდით ჩაუარა; to give smth. a miss ა) რისამე გაცდენა / გამოტოვება; I gave the meeting a miss კრებაზე არ წავედი; ბ) რაიმესთვის თავის დანებება; რისამე არგაკეთება; I'll give the wine a miss this evening ამ საღამოს ღვინოს არ დავლევ; a miss is as good as a mile ანდ. თუ ააცდენ, გინდ მილით ააცდინეო; ≅ მარცხი მარცხია (რა ახლოსაც არ უნდა იყო წარმატებასთან ).