1. 1) გონება; presence of mind სრული სიმშვიდე, თავის ხელში აყვანის უნარი; to enter / to cross, to come into / one's mind ʘ რაიმე აზრი დაებადა, რაიმე აზრი / იდეა მოუვიდა თავში; his mind was filled with sad thoughts თავში სევდიანი ფიქრები უტრიალებდა; on one's mind ვისიმე გონებაში / თავში / გულში; she has smth. on her mind რაიმეზე ფიქრობს, რაღაც აწუხებს; what have you in mind? ა) რა გაქვს (გაქვთ) ჩაფიქრებული? რის გაკეთებას აპირებ(თ)? ბ) რა გაქვს (გაქვთ) მხედველობაში? it preys on my mind ეს მე მაწუხებს / მთრგუნავს; to get smth. into one's mind ა) რისამე თავში ჩადება / დაჩემება; ბ) რისამე შეგნება / გაგება / მიხვედრა; to get smth. out of one's mind რისამე თავიდან ამოგდება / დავიწყება [შდრ. აგრ. 2 1)]; to have / to get / smth. off one's mind ʘ აღარ ფიქრობს რაიმეზე, მოეშვა რაიმეზე ფიქრს / წუხილს; to poison smb.'s mind against smb. ვინმეს ვისიმე წინააღმდეგ განწყობა;
2) გონება, ჭკუა, ინტელექტი, გონებრივი შესაძლებლობები; to possess unusual powers of mind ʘ არაჩვეულებრივი / განსაკუთრებული ჭკუის / ნიჭის პატრონია; the great minds of our age ჩვენი დროის უდიდესი მოაზროვნეები / ეპოქის "ტვინები";
3) საღი აზროვნების უნარი, ჭკუა; to be of sound mind, to be sound in mind, to be in one's right mind ʘ საღ ჭკუაზეა, საღად აზროვნებს; to be out of one's (right) mind ʘ ა) ჭკუაზე აღარ არის, გაგიჟდა; ბ) ჭკუაზე აღარ არის, გაგიჟებულია, შეშფოთებულია, აღელვებულია რისამე გამო; she was out of her mind with grief [fear] მწუხარებისაგან [შიშისაგან] ჭკუაზე აღარ იყო; to go out of one's mind ა) ჭკუაზე შეშლა / შერყევა, გაგიჟება; ბ) ʘ ბრაზისაგან და მისთ. ჭკუაზე აღარ არის; to drive / to send / smb. out of his mind ვინმეს გაგიჟება / ჭკუიდან გადაყვანა / სიგიჟემდე მიყვანა;
2. 1) მეხსიერება, ხსოვნა; absence of mind გულმავიწყობა, დაბნეულობა, გაფანტულობა; to bear / to keep / in mind ʘ ახსოვს, არ ავიწყდება; მეხსიერებაში აქვს აღბეჭდილი; მხედველობაში აქვს; bear that in mind! დაიმახსოვრე(თ) / მხედველობაში იქონიე(თ) / გაითვალისწინე(თ) ეს! to bring / to call / to mind ʘ ა) ვინმეს ან რაიმეს გაიხსენებს / მოიგონებს; ბ) ვინმეს ან რაიმეს გაახსენებს / მოაგონებს; this brings to mind another story ეს მე კიდევ ერთ ამბავს მაგონებს; to put smb. in mind of smth. ʘ ვინმეს რაიმეს აგონებს; he puts me in mind of his father იგი მამამისს მაგონებს; to cast one's mind back წარსულის გახსენება / მოგონება; to go / to pass / out of (one's) mind, to slip one's mind ʘ რაიმე თავიდან / მეხსიერებიდან ამოუვარდა, დაავიწყდა; it went clean out of my mind საუბ. ეს სულ მთლად ამომივარდა თავიდან / მეხსიერებიდან, სულ დამავიწყდა / გადამავიწყდა; to put / to get / smth. out of (one's) mind ʘ თავიდან ამოიგდო / დაივიწყა რაიმე [შდრ. აგრ. 1 1)];
2) მოძვ. სულის მოხსენიება; სულის მოსახსენიებელი წირვა;
3. 1) გუნება, სულიერი განწყობა, ხასიათი; cheerful mind მხიარული განწყობილება; peace of mind სულიერი სიმშვიდე; I was easy [uneasy] in my mind გული მშვიდად [მოუსვენრად] მქონდა, გულდამშვიდებული / დაწყნარებული [აფორიაქებული / შეშფოთებული] ვიყავი; to be in a good [bad] state / frame / of mind კარგ [ცუდ] გუნებაზე / ხასიათზე ყოფნა;
2) აზროვნების ყაიდა; reactionary mind რეაქციული / კონსერვატიული შეხედულებები;
4. გულახდილად / დაუფარავად გამოთქმული აზრი / შეხედულება; to speak one's mind (out) აზრის / შეხედულების დაუფარავად / მოურიდებლად გამოთქმა; to tell smb. one's mind, to let smb. know one's mind ვინმესთვის საკუთარი აზრის / შეხედულების დაუფარავად / გულახდილად თქმა; to be of smb.'s mind, to be of the same mind as smb.
ʘ ვინმეს აზრს იზიარებს / ეთანხმება; they were all of one mind ყველანი ერთნაირი აზრისანი იყვნენ; ყველამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება; with one mind ერთსულოვნად; to be of the same mind ა) ერთსულოვნების გამოჩენა; ერთნაირი შეხედულების / აზრის ქონა; ბ)
ʘ აზრი / შეხედულება / გადაწყვეტილება არ შეუცვლია; იმავე აზრისაა (
როგორც უწინ ); to keep an open mind on smth.
ʘ მიუკერძოებელია, ობიექტურობას ინარჩუნებს
ამა თუ იმ საკითხის, საქმისა და ა.შ. განხილვისას; to have an open mind
ʘ მიუკერძოებელია, პირუთვნელია; meeting of minds
ამერ. თანხმობა, კონსენსუსი; to smb.'s mind ვისიმე აზრით / გაგებით [
იხ. აგრ. 5 1)]; to my mind you are right ჩემი აზრით, მართალი ბრძანდებით;
5. 1) განზრახვა, სურვილი; to have a mind to do smth. ʘ რისამე გაკეთების სურვილი აქვს, რისამე გაკეთება გადაწყვეტილი / განზრახული აქვს; to have a great / a good / mind to do smth. ʘ რისამე გაკეთების დიდი სურვილი აქვს; I have a great mind to speak to him დიდი სურვილი მაქვს დაველაპარაკო მას; to have half a mind to do smth. ʘ რისამე გაკეთების გარკვეული სურვილი აქვს, თითქმის გადაწყვეტილი აქვს რისამე გაკეთება; to know one's own mind ʘ საქმეში და ა.შ. მერყეობა არ სჩვევია; იცის, რაც უნდა; მიზანდასახულად მოქმედებს, პირდაპირ მიდის დასახული მიზნისაკენ; to change / to alter / one's mind გადაფიქრება, აზრის / გადაწყვეტილების შეცვლა; to be in / of / two minds ʘ მერყეობს, ორჭოფობს; ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს / რა ქნას და ა.შ.; to smb.'s mind ვისიმე სურვილისამებრ; ვისიმე გემოვნებით [იხ. აგრ. 4];
2) აზრები, ფიქრები; ზრახვები; to set one's mind on smth. ʘ ძლიერ სურს რაიმე; მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რისამე გაკეთება ან მოპოვება; he has set his mind on becoming an engineer მტკიცედ გადაწყვიტა ინჟინერი გამხდარიყო; to keep one's mind on smth. სულ / ერთთავად რაიმეზე ფიქრი; მთელი ყურადღების რაიმესკენ მიმართვა; you must keep your mind on your work სულ შენს (თქვენს) სამუშაოზე უნდა იფიქრო(თ); to read smb.'s mind ვისიმე აზრების წაკითხვა; to be on smb.'s mind ʘ სულ ვინმეზე ფიქრობს / წუხს; to take one's mind off smth. ʘ რაიმე დაივიწყა, რაიმეზე აღარ ფიქრობს; to take smb.'s mind off smth. ʘ დაავიწყებს ვინმეს რაიმეს; ვისიმე ყურადღებას სხვა რაიმეზე გადაიტანს; to bring one's mind to bear on smth. მთელი ყურადღების / გულისყურის რაიმეზე მიმართვა / კონცენტრირება;
6. სული; mind and body სული და სხეული; the mind's eye წარმოდგენა, წარმოსახვა;
◇ to make up one's mind რისამე გადაწყვეტა, რაიმე გადაწყვეტილების მიღება; to make up one's mind to smth. შეგუება / შერიგება რაიმესთან (რაც გარდაუვალია); (so) many men, (so) many minds ანდ. რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია; ყველას თავისი აზრი აქვსო; a sound mind in a sound body ანდ. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო; out of sight, out of mind ანდ. ≅ თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო.