ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

message I noun
[ʹmɛsɪdʒ]
ბეჭდვა

1. შეტყობინება; ცნობა, ინფორმაცია; წერილი; a telephoned message ტელეფონოგრამა; telegraph message ტელეგრამა; wireless message რადიოგრამა; plain-text message სამხ. შეტყობინება, რომელიც ღია ტექსტით გადაიცემა; არასაიდუმლო შეტყობინება; to send a message შეტყობინების / ცნობის / წერილის გაგზავნა; (ვინმესთვის) რისამე ცნობება / შეტყობინება; to send a message in clear [in code] სამხ. შეტყობინების ღია ტექსტით / დაუშიფრავად [კოდირებული ტექსტით / დაშიფრულად] გაგზავნა; to code [to decipher, to intercept / to pick up /, to relay, to get through] a message სამხ. შეტყობინების დაშიფვრა [გაშიფვრა, ხელში ჩაგდება, გადაცემა, მიტანა]; to deliver a message შეტყობინების / ცნობის / წერილის გადაცემა; I delivered to him your message yesterday გუშინ მას გადავეცი, რაც მთხოვეთ; to leave a message შეტყობინების / ცნობის / წერილის დაბარება / დატოვება; did he leave any message? წერილი ხომ არ დაუტოვებია? რაიმე ხომ არ დაუბარებია? did you get my message? გადმოგცეს ჩემი დანაბარები? to get the message საუბ. რისამე მნიშვნელობის და ა.შ. გაგება / მიხვედრა;

2. მთავრობის ოფიციალური მიმართვა / წერილი; a message to Parliament მიმართვა პარლამენტისადმი; the message of the Sovereign მეფის უსტარი / წერილი; the President's message to Congress პრეზიდენტის მიმართვა კონგრესისადმი; State of the Union Message ამერ. პრეზიდენტის მიმართვა "ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ" (რომელსაც იგი ყოველწლიურად აკეთებს კონგრესისათვის); final message ამერ. პრეზიდენტის საბოლოო / გამოსათხოვარი მიმართვა კონგრესისადმი (მისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ);

3. დავალება; to go on a message ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად წასვლა; to run messages მორბედობა;

mess² II message II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0531