1. ˂გა˃ზომვა (˂გა˃ზომავს); to measure a piece of cloth ქსოვილის გადაზომვა; to measure a piece of ground მიწის ნაკვეთის ფართობის გაზომვა; to measure land მიწის გამიჯვნა; a thermometer measures temperature თერმომეტრი ტემპერატურას ზომავს;
2. 1) ზომ˂ებ˃ის აღება (აიღებს, აუღებს); to measure smb. for clothes ვინმესთვის ზომების აღება ტანსაცმლის შესაკერად; I am going to be measured for an overcoat პალტოს შესაკერად ზომები უნდა ამიღონ;
2) პიროვნების, სიტუაციის, პრობლემისა და ა.შ. შეფასება (˂შე˃აფასებს); to measure the gravity of the situation სიტუაციის სერიოზულობის შეფასება; to measure a person with one's eye ვისიმე შეთვალიერება / ახედ-დახედვა; to measure smb. from head to foot ვინმეს თავიდან ფეხებამდე შეთვალიერება; he measured his foe ცდილობდა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები / ძალები სათანადოდ შეეფასებინა;
3. ʘ ამა თუ იმ ზომისაა; this room measures 30 feet across ამ ოთახის სიგანე ოცდაათი ფუტია;
4. გაჯიბრება (
˂გა
˃ეჯიბრება); to measure one's strength with smb. ვინმესთან შებმა / ღონეში გაჯიბრება; I'll measure my strength against his მზად ვარ, მას ღონეში გავეჯიბრო;
5. შეფარდება (˂შე˃უფარდებს); შეთანხმება; მისადაგება; to measure one's desires by one's means საკუთარი სურვილების შესაძლებლობებთან მისადაგება; measure your speech by your listeners სიტყვით როცა გამოხვალთ, აუდიტორიის დონეც გაითვალისწინეთ;
6. პოეტ. ამა თუ იმ მანძილის დაფარვა (˂და˃ფარავს) / გავლა;
7. პოეტ. საზღვრების დადგენა (˂და˃ადგენს); გამიჯვნა, მიჯნის გავლება (ჩვეულ. to measure out);
▭ to measure off გადაზომვა (˂გადა˃ზომავს); to measure off a metre of cloth ერთი მეტრი ქსოვილის გადაზომვა;
to measure out გადაზომვა (˂გადა˃უზომავს), გარკვეული რაოდენობით მიცემა; განაწილება; to measure out a spoonful of medicine ერთი კოვზი წამლის აწყვა; he measured out a tot of rum to each of us თითო ყლუპი რომი ყველას შეგვახვედრა;
to measure up 1) ამა თუ იმ დონის, სტანდარტისა და ა.შ. მიღწევა (˂მი˃აღწევს); she measures up with me სიმაღლეში დამეწია; ჩემი სიმაღლისაა;
2) ʘ შეესაბამება, პასუხობს (მოთხოვნას, სტანდარტს და ა.შ.); he measures up to his task ამ საქმისათვის თავის გართმევა შეუძლია; to measure up to smb. ʘ ვინმეს ტოლს არ უდებს / არაფრით არ ჩამოუვარდება;
◇ to measure one's length გაშხლართვა; to measure swords with smb. ხმალდახმალ შებმა, ღონეში გაჯიბრება; to measure one's cloth by another's yard ≅ ʘ თავისი არშინით / ადლით ზომავს.