(might) I
გამოხატავს
1. 1) ვარაუდს, ალბათობას, შესაძლებლობას: it may rain შეიძლება იწვიმოს; he may miss the train შეიძლება მატარებელზე დააგვიანდეს; she may have lost the bag შეიძლება ჩანთა დაკარგა; how old may she be? რა ხნისა / რამდენი წლისა შეიძლება იყოს? how far may the village be from here? რა მანძილი შეიძლება იყოს აქედან სოფლამდე? who might he be? ვინ უნდა ყოფილიყო? he may have forgotten his promise ალბათ დაპირება დაავიწყდა; he may have fallen ill ალბათ ავად გახდა; he may have lost his way ალბათ გზა აებნა; it might be about midnight when I came home ალბათ შუაღამე იქნებოდა, შინ რომ დავბრუნდი; he might have arrived in time if he had run quicker ის ალბათ დროზე მოვიდოდა, უფრო სწრაფად რომ ერბინა;
2) ეჭვს, დაურწმუნებლობას: who may you be? ვინ უნდა იყოთ? it may be true შეიძლება / შესაძლოა ეს სიმართლე იყოს; it may not be true შეიძლება ეს არც კი იყოს სიმართლე; it may have been true შეიძლება ეს ასეც იყო / ასეც მომხდარიყო; it may not change anything ამან შეიძლება არც არაფერი შეცვალოს;
2. 1) თხოვნას — კითხვით წინადადებაში: may I ask you a question? შეიძლება შეკითხვა დაგისვათ? may I come in? შეიძლება შემოვიდე? may he go? შეიძლება წავიდეს?
2) ნებართვას — მტკიცებით წინადადებაში: I shall call to-morrow if I may თუ შეიძლება / თუ ნებას დამრთავთ, ხვალ შემოვივლი; you may stay if you choose თუ გნებავთ, შეგიძლიათ დარჩეთ; if I may say so თუ შეიძლება ასე ითქვას; he was told that he might take the book with him მას უთხრეს, რომ შეეძლო წიგნის თან წაღება; მას ნება დართეს, თან წაეღო წიგნი;
3. სურვებას — ძახილის წინადადებაში: may he be happy! (დაე) ბედნიერი იყოს! long may he live! (დაე) დიდხანს იცოცხლოს! may he rest in peace! (დაე) მშვიდად განისვენოს! / სასუფეველი დაემკვიდროს! may damnation take him! წყეულიმც იყოს!
4. ვალდებულებას, მოვალეობას (საკანონმდებლო ტექსტებში): no replacement may take place during a trial სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს არავითარი ცვლილებები არ დაიშვება;
III ა იხმ. როგორც კავშირებითი კილოს მაწარმოებელი მეშველი ზმნა 1) შიშის, იმედისა, და ა.შ. გამომხატველი ზმნების შემდეგ: I hope [hoped] he may [might] succeed იმედი მაქვს [მქონდა], რომ იგი მოახერხებს [მოახერხებდა] ამის გაკეთებას; they hope he may soon recover იმედი აქვთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება; she was afraid he might catch cold ეშინოდა, არ გაცივდესო;
2) კავშირების that, so that-ის შემდეგ: he wrote the address down (so) that he might not forget it მისამართი ჩაიწერა, რომ არ დავიწყებოდა;
3) whatever, however და მისთ. შემდეგ: whatever he may say I shall not believe him რაც არ უნდა თქვას, არ დავუჯერებ;
4) as-ის შემდეგ: be that as it may ა) მოხდეს, რაც მოსახდენია! ბ) როგორც არ უნდა იყოს; როგორიც არ უნდა იყოს საქმის ვითარება.