1. მარყუჟის / ყულფის გაკეთება (˂გა˃აკეთებს, ˂გა˃უკეთებს);
2. მარყუჟით / ყულფით დამაგრება (˂და˃ამაგრებს), შეკვრა ან შეერთება;
3. 1) მარყუჟის / ყულფის წარმოქმნა (წარმოქმნის), მარყუჟის / ყულფის ფორმის მიღება;
2) წრიული ტრაექტორიით მოძრაობა (მოძრაობს); რკალის / მარყუჟის შემოწერა; the ball looped over the goalkeeper into the back of the net ბურთი მეკარეს თავს გადაევლო და კარის ბადეში გაეხვია;
4. ელექტრ. კონტურის წარმოქმნა (წარმოქმნის);
▭ to loop in ელექტრ. 1) წრედის შეკვრა (˂შე˃კრავს);
2) წრედში ჩართვა (˂ჩა˃რთავს), წრედისთვის მიერთება (ნათურისა, ელექტროხელსაწყოსი, ამომრთველისა და მისთ.);
◇ to loop the loop ა) ავ. ფრენისას მკვდარი მარყუჟის შესრულება; ბ) საზოგადოებრივი პარკის ატრაქციონის სპეციალურად მომზადებულ ლიანდაგზე მოძრავი ვაგონით მკვდარი მარყუჟის შესრულება.