1. ნისლში და მისთ. ბუნდოვნად / გაურკვევლად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება, ჩანს); ʘ ილანდება (აგრ. loom up); a great ship loomed up out of the fog ნისლიდან უზარმაზარი გემის ბუნდოვანი სილუეტი გამოჩნდა / ამოიმართა; the mountain-tops loom through the clouds ღრუბლებში ბუნდოვნად მოჩანს / ილანდება მთის მწვერვალები;
2. ატმოსფერული პირობების შედეგად და მისთ. მეტისმეტად დიდად ან შიშის მომგვრელად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება, ჩანს) / მოჩვენება; men are magnified to giants and brigs loom up into ships of the line ნისლში ადამიანები გოლიათებს ემსგავსებიან, ბრიგები კი დიდი სახაზო ხომალდებისოდენანი ჩანან;
3. ʘ მოსალოდნელია, მოახლოებულია; რეალურად და სახიფათოდ გამოიყურება; ვინმეს, რაიმეს მოელის / ემუქრება (აგრ. loom large); there was a crisis looming კრიზისი მოახლოებული იყო; ჰორიზონტზე კრიზისის პერსპექტივები იკვეთებოდა; the threat of closure looms over the workforce მუშახელს საწარმოს დახურვის საფრთხე ემუქრება; his own private troubles loom very large just now სწორედ ახლა მისი პირადი პრობლემები მეტად სერიოზული ჩანს; the prospect of war loomed large ომის პერსპექტივა რეალურად გამოიყურებოდა;