1. მსგავსი; in like manner მსგავსად, ამგვარადვე, მსგავსი მანერით; on this and the like subjects ამ და მსგავს / ანალოგიურ საკითხებზე; men of like dispositions მსგავსი ხასიათის ადამიანები; the two letters are very like ეს ორი ასო ძალიან ჰგავს ერთმანეთს;
2. ტოლი, ერთნაირი, იგივე; a like sum იგივე თანხა; like signs მათ. ერთნაირი ნიშნები; like quantities მათ. ტოლი / ტოლფასი სიდიდეები; like poles ფიზ. ერთსახელიანი პოლუსები;
3. : the rain looks like lasting ეტყობა, წვიმა გადაღებას არ აპირებს; I feel like stopping work now სურვილი მაქვს / მინდა ახლა შევწყვიტო მუშაობა; I don't feel like going there იქ წასვლა არ მინდა, იქ წასვლის გუნებაზე არა ვარ;
4. არსებ. მნიშვნ. მსგავსი ვინმე
ან რამე; we shall not see his like again მის მსგავსს / მისნაირს ვეღარასოდეს ვიხილავთ; did you ever see [hear] the like (of that)? ოდესმე გინახავთ [გსმენიათ] მსგავსი რამ? the likes of you
საუბ. თქვენნაირები, თქვენნაირი ხალხი; not for the likes of me
საუბ. ჩემნაირთათვის / ჩემნაირი ხალხისთვის არ; and the like და მისთანანი, და სხვა, და ასე შემდეგ; music, painting and the like მუსიკა, ფერწერა და სხვა / და ასე შემდეგ; or the like ან რაიმე ამდაგვარი; I will never do the like again ასეთ რამეს არასოდეს აღარ ვიზამ;
5. კავშირის მნიშვნ. თითქოს, ვითომ, როგორც; he looks like he is signalling to us იგი თითქოს რაღაცას გვანიშნებს; seemed like he'd come back from the long trip გეგონებოდათ, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დაბრუნებულაო; he acts like he's the boss თავი ისე უჭირავს, თითქოს / გეგონებათ, ის იყოს უფროსი; it was just like you said ზუსტად ისე იყო, როგორც თქვენ თქვით;
6. წინდებულის მნიშვნ. : like that ისე, იმგვარად; ასე, ამგვარად; do it like that ასე / ამნაირად გააკეთე ეს; ასე მოიქეცი; it was like this ეს ასე იყო / ასე მოხდა; to be / to look / like smb., smth. ʘ ვინმეს / რაიმეს ჰგავს; what is he like? ვინ არის? რას წარმოადგენს იგი? she looks very much like her mother იგი ძალიან ჰგავს თავის დედას; it looks like gold ეს ოქროს ჰგავს, ოქრო უნდა იყოს; people like that ამგვარი / ასეთი ხალხი; don't ask questions like that ასეთ შეკითხვებს ნუ იძლევი; like the stars in number ვარსკვლავებივით აურაცხელი; a voice like a trumpet საყვირივით ძლიერი ხმა; to swim like a duck იხვივით ცურვა; to climb like a monkey მაიმუნივით ძრომა / ცოცვა; it looks like rain [snow] ეტყობა, წვიმას [თოვას] აპირებს; it was just like him to do that მხოლოდ მას შეეძლო ამგვარი რამის გაკეთება; ეს სწორედ ისეთი რამ იყო, რის გაკეთებასაც მისგან შეიძლება მოელოდე; that's (just) like his impudence ეს მისი ჩვეული თავხედობაა; isn't that just like a boy! ≅ ასე პატარა ბიჭი თუ მოიქცევა!
7. შესიტყვებებში: something like დაახლოებით; something like 3 miles დაახლოებით სამი მილი; it costs something like £ 100 ეს დაახლოებით ასი გირვანქა ღირს [იხ. აგრ. ◇]; nothing like არაფერი რისამე დარი; ≅ ვერაფერი შეედრება; there is nothing like a good rest კარგ დასვენებას ვერაფერი შეედრება; there is nothing like a cup of hot tea when you are tired [for a headache] არაფერი სჯობს ერთ ფინჯან ცხელ ჩაის, როდესაც დაღლილი ხარ [თავი გტკივა];
◇ something like საუბ. რაიმე თითქმის ისეთივე კარგი, როგორიც უნდა იყოს [იხ. აგრ. 7]; that's something like! აი, ეს მესმის! ჩინებულია! this is something like a day! საუცხოო დღეა! like nothing on earth უცნაური, უჩვეულო, არაფერს რომ არ ჰგავს; nothing like as სულაც არ, სავსებით არ; nothing like as good არც ისეთი კარგი; she was nothing like as fragile as she seemed ქალი არც ისეთი სუსტი იყო, როგორიც ჩანდა; to return like for like ʘ იმითვე უპასუხა, იმითვე მიუზღო; to tell it like it is საუბ. რისამე როგორც არის ისე, შეულამაზებლად ან გულახდილად მოყოლა; like cures like ანდ. მსგავსი მსგავსით იკურნებაო; like enough, very like, (as) like as not საუბ. ადვილი შესაძლებელია, ეტყობა, ალბათ; like a shot სწრაფად, ტყვიასავით; დაუყოვნებლივ; ხალისით, სიხარულით; like anything / blazes, crazy, the devil, mad / საუბ. ძალიან, ძლიერ, საშინლად; სწრაფად, გამალებით; მთელი ძალით, დიდი ძალისხმევით; "გიჟივით"; he ran like mad იგი თავქუდმოგლეჯით / გიჟივით გარბოდა; like a bird ხალისით, სიამოვნებით; უყოყმანოდ; ადვილად, იოლად; I'll do it like a bird სიამოვნებით გავაკეთებ ამას; he had like to have done it საუბ. მან კინაღამ გააკეთა ეს, მას ცოტა დააკლდა ამის გაკეთებამდე; as like as two peas ≅ გაჭრილი ვაშლივით / ორი წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს; like father, like son ანდ. რაც მამაა, ის შვილია; ≅ დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო; like draws to like ანდ. მსგავსი მსგავსისაკენ მიილტვისო; ≅ გული გულს იცნობს და სული სულსაო.