I
1. მოწონება (მოსწონს, მოიწონებს), კარგად / სასიამოვნოდ მიჩნევა, სიყვარული; to like dancing [dogs, fruit] ʘ ცეკვა [ძაღლები, ხილი] უყვარს; she likes him but doesn't love him ქალს იგი მოსწონს, მაგრამ არ უყვარს; I like that! საუბ. ირონ. აი, ეს მომწონს! რა კარგია! (უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილი); how do you like it? როგორ მოგწონთ ეს? do as you like ისე მოიქეცით, როგორც თქვენ მოგეწონებათ / როგორც გსურთ;
2. 1) მჯობინება (ამჯობინებს), რჩევა, არჩევნის გაკეთება; ʘ ურჩევნია; how do you like your tea? — I don't like it too strong ჩაი როგორი გნებავთ / როგორი მოგართვათ? — მირჩევნია, ძალიან მუქი არ იყოს; I like people to tell the truth სიმართლის მთქმელი ხალხი მირჩევნია; cases in which the doctor likes to give an injection შემთხვევები, როდესაც ექიმი ინიექციის გაკეთებას არჩევს ხოლმე;
2) საუბ. ხუმრ. მოხდენა (˂მო˃უხდება); ʘ სასარგებლოა, შესაფერისია; I like wine but it does not like me ღვინო კი მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ღვინის დალევა არ შეიძლება;
3. არქ., დიალ. მოწონება (ვინმეს მოსწონს, მოეწონება), ვინმესთვის სიამოვნების მოგვრა, ვინმეში კეთილი გრძნობების ან სიმპათიის აღძვრა; it likes me well ეს მე ძალიან მომწონს / მსიამოვნებს; it liked me not ეს მე არ მომეწონა;
II ბ
1. უარყოფით კონსტრუქციებში გამოხატავს სურვილის უქონლობას, არნდომას: I didn't like to interrupt him არ მინდოდა / არ ვისურვებდი მისთვის შემეწყვეტინებინა; I don't like to disturb you არ მინდა თქვენი შეწუხება;
2. should-თან და would-თან ერთად გამოხატავს სურვილს: I should / would / like მინდა, ვისურვებდი; I should like to go there იქ წასვლა მინდა, იქ წავიდოდი; I should like to see [to know] ნეტავ მანახვა [ვიცოდე / გამაგებინა] (აგრ. ირონ.).