ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

light¹ I noun
[laɪt]
ბეჭდვა

1. 1) სინათლე, შუქი; განათება; the light of the sun [of the moon, of a candle] მზის [მთვარის, სანთლის] შუქი; to stand in smb.'s light ʘ ვინმეს სინათლეზე ეფარება / სინათლეს უჩრდილავს [იხ. აგრ. ]; to stand in one's own light ʘ საკუთარ თავს სინათლეს უფარავს / სინათლეს იჩრდილავს [იხ. აგრ. ];

2) განათებულობა, ხილვადობა; in a good light კარგად განათებული, კარგად რომ მოჩანს; კარგი განათებულობის პირობებში მყოფი; hang the picture in a good light სურათი ისე დაკიდეთ, რომ კარგად ჩანდეს / კარგად იყოს განათებული; in a bad light ცუდად განათებული, ცუდად / არასაკმარისად განათებულ ადგილას მყოფი;

3) (ჩვეულ. the light) დღის სინათლე, დღე; as soon as there was light როგორც კი ინათა, გათენებისთანავე; to rise with the light გამთენიისას ადგომა; the light began to fail შებინდება დაიწყო; before the light fails დაღამებამდე, სანამ სინათლეა;

4) ხელოვნ. შუქი, სურათის ნათელი ნაწილი, განათებული ზედაპირი; light and shade ა) შუქი და ჩრდილები, შუქჩრდილი (სურათზე); ბ) გადატ. მკვეთრი კონტრასტები, შუქჩრდილები;

2. 1) სინათლის წყარო; ცეცხლი, სანთელი, ნათურა და ა.შ.; lights were burning in every room ყველა ოთახში სინათლე ენთო; the greater light and the lesser light ბიბლ. დიდი და მცირე მნათობი, მზე და მთვარე;

2) სამხ. პროჟექტორი;

3) pl შუქნიშანი; to stop for the lights შუქნიშანზე გაჩერება; to cross [to drive] against the lights წითელ შუქზე ქუჩის გადაკვეთა [მანქანით გავლა];

4) შუქურა; floating light მოტივტივე / მცურავი შუქურა [იხ. აგრ. floating light];

5) pl თეატრ. რამპა; before the lights რამპასთან, სცენაზე;

3. 1) ცეცხლი, ალი, ნაპერწკალი; to strike a light ასანთის გაკვრით, კაჟზე კვესის ჩამოკვრით ცეცხლის დანთება; can you give me a light, please? სიგარეტს ცეცხლი მომიკიდეთ, თუ შეიძლება; to put a light to the lamp ლამპის დანთება;

2) ამა თუ იმ გრძნობის გამომხატველი ელვარება, ბრწყინვა (თვალებისა); თვალების, სახის გამომეტყველება;

liger light¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0428