(lay;
lain;
pres.p. lying)
1. 1) წოლა (წევს); to lie still წყნარად წოლა; to lie in peace and take one's rest მშვიდად წოლა და დასვენება;
2) დება (დევს); the book lies on the table წიგნი მაგიდაზე დევს; let it lie იდოს, ხელს ნუ ახლებთ;
3) იშვ. დაწოლა (˂და˃წვება); to lie flat ს.-მ. ჩაწოლა (ითქმის ყანის შესახებ);
4) განლაგება (განლაგდება), ჩაწოლა, ჩამალვა; to lie for the night სამხ. ღამის გასათევად განლაგება / დაბანაკება; to lie in ambush სამხ. საფარში ყოფნა, ჩასაფრება; to lie under cover საფარში / სამალავში ყოფნა; to lie in wait for smb. ʘ ვინმეს ˂ჩა˃უსაფრდება / დაუდარაჯდება;
5) ʘ ასვენია, განისვენებს; სადმე დაკრძალულია / მარხია; here lies … აქ განისვენებს, აქ დაკრძალულია …;
2. 1) ʘ განლაგებულია; Ireland lies to the west of England ირლანდია ინგლისის დასავლეთით მდებარეობს;
2) ʘ გადაჭიმულია, გადაშლილია, განფენილია; the valley lay at our feet ჩვენ ფეხქვეშ ხეობა გადაშლილიყო; life lies in front of you ცხოვრება ჯერ წინა გაქვთ;
3) ʘ საითკენმე მიემართება, ესა თუ ის მიმართულება აქვს; the counties through which the road to London lay საგრაფოები, რომლებზედაც ლონდონისკენ მიმავალი შარაგზა გადიოდა; the way lying in windings გზა, რომელიც მთის კალთებზე მიიკლაკნება;
3. ʘ ამა თუ იმ მდგომარეობაში იმყოფება / რჩება; to lie sick ʘ ავად არის; წევს; the money lay idle in the bank ბანკში ფული უმოძრაოდ / გამოუყენებლად იდო; the book lies open წიგნი გადაშლილია; the town lay in ruins after the earthquake მიწისძვრის შემდეგ ქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული; to lie at anchor ზღვ. ღუზაზე დგომა; to lie close ʘ იმალება, სამალავშია;
4. 1)
ʘ რაიმეში მდგომარეობს / არის; the trouble lies in the engine ყველაფერი ძრავას ბრალია, საქმე ძრავაშია; it lies with you to decide this question ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტია; he knows where his interest lies
მან იცის, რა არის მისთვის ხელსაყრელი; the choice lies between the two ამ ორიდან ერთია ამოსარჩევი;
2) (in) ʘ დამოკიდებულია; შესაძლებლობათა ფარგლებშია; as far as in me lies რამდენადაც ეს ჩემზეა დამოკიდებული; I will do all that lies in my power ყველაფერს გავაკეთებ, რისი ძალაც შემწევს;
5. მოძვ. სადმე დროებით შეჩერება (˂შე˃ჩერდება) / დაბინავება / ღამის გათევა;
6. 1) იურ. ʘ დასაშვებია, კანონიერია, დასაშვებად / კანონიერად მიიჩნევა; the appeal will not lie აპელაცია მიღებული არ იქნება; an appeal lies in this case ამ საქმესთან დაკავშირებით აპელაციის შეტანა შესაძლებელია; no appeal lies against the decision სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
2) ʘ რაიმეს ექვემდებარება, რისამე ზემოქმედების ქვეშ იმყოფება; to lie under an obligation ʘ ვალდებულია, მოვალეობა აკისრია; to lie under an imputation ʘ რაიმეში ბრალი ედება;
7. ზღვ. ʘ საითკენმე მიცურავს / მიემართება, კურსი უჭირავს (ითქმის გემის შესახებ; აგრ. to lie the course);
▭ to lie about 1) ʘ უწესრიგოდ ყრია / მიყრილ-მოყრილია; გდია, დევს, დაუდევრად მიგდებულია;
2) საუბ. ზარმაცობა (ზარმაცობს), უსაქმურობა [იხ. აგრ. layabout];
to lie along 1) არქ. ʘ (მიწაზე) მთელი სიგრძით გაწოლილია / ძირს გართხმულია;
2) ʘ ამა თუ იმ ზედაპირზე გა˂და˃შლილია / განფენილია;
3) ზღვ. ქარისაგან გვერდზე დახრა (˂და˃იხრება);
to lie around იხ. to lie about 2);
to lie back 1) უკან გადაწოლა (˂გადა˃წვება) / გადახრა, რაიმეს მიყრდნობა / მიყუდება;
2) ამერ. მოსვენება (˂მო˃ისვენებს), დასვენება, აქტიური მოღვაწეობისთვის თავის დანებება;
to lie by 1) ʘ გამოუყენებელია, არ გამოიყენება, არ იხმარება;
2) უმოქმედოდ ყოფნა (არის); ʘ არ მოქმედებს;
3) დასვენება (˂და˃ისვენებს);
4) იხ. to lie to;
to lie down 1) დაწოლა (˂და˃წვება); დასასვენებლად მიწოლა / წამოწოლა;
2) მორჩილების გამოვლენა (˂გამო˃ავლენს), შეუწინააღმდეგებლად დამორჩილება, მორჩილად რისამე ატანა; to lie down under an insult შეურაცხყოფის მოთმენა / უპასუხოდ დატოვება; to take punishment [an insult, a defeat] lying down სასჯელის [შეურაცხყოფის, დამარცხების] მორჩილად / უდრტვინველად მიღება;
3) უგულისყურობის ან სიზარმაცის გამოვლენა (˂გამო˃ავლენს); to lie down on the job უგულოდ / უხალისოდ / მონდომების გარეშე მუშაობა, საქმის დაუდევრად ˂გა˃კეთება;
to lie in 1) დილით ლოგინში ჩვეულებრივზე დიდხანს / გვიანობამდე წოლა (წევს), ლოგინიდან გვიან ადგომა;
2) ლოგინობა (ლოგინობს), მშობიარობა; the time had come for her to lie in მისი მოლოგინების / მშობიარობის დრო იყო მოსული;
to lie off 1) ზღვ. ნაპირიდან ან სხვა გემიდან ამა თუ იმ მანძილის მოშორებით დგომა (დგას);
2) მუშაობის დროებით შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); შესვენება, დასვენება;
to lie out 1) მოძვ. სახლის გარეთ დაძინება (˂და˃იძინებს) / ძილი;
2) დიალ. ღამით გარეთ დარჩენა (˂და˃რჩება), ღამის ღია ცის ქვეშ გატარება (ითქმის საქონლის შესახებ);
3) შოტლ. დაყოვნება (˂და˃აყოვნებს), დახანება (განსაკ. სამკვიდროს მფლობელობაში შესვლისა);
4) მოძვ. ʘ საითკენმე გაშლილია / გაწვდილია / გაშვერილია;
to lie over 1) ʘ გადადებულია, გადატანილია (სამომავლოდ, უფრო ხელსაყრელი დროისათვის); let the matter lie over until the next committee meeting ეს საკითხი კომიტეტის შემდეგ სხდომამდე ღია დარჩეს;
2) ʘ ვადის გასვლის შემდეგ გადაუხდელია / გადაუხდელი რჩება (ითქმის გადასახადის შესახებ);
3) იხ. to lie along 3);
4) ამერ. შეჩერება (˂შე˃ჩერდება), გაჩერება (მოგზაურობისას, მგზავრობისას);
to lie to ზღვ. დრეიფზე დგომა (დგას); ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით დგომა;
to lie up 1) ლოგინში წოლა (წევს) განსაკ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში; სახლში ყოფნა, სახლიდან ვერგასვლა (ავადმყოფობის და მისთ. გამო);
2) დოკში დადგომა (˂და˃დგება) ან დგომა (ითქმის გემის შესახებ);
3) საქმეებისაგან და მისთ. გვერდზე დგომა (დგას); ʘ უმოქმედოდაა, აქტიურობას გაურბის; ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს / ყურადღება არ მიიპყროს;
4) ბუნაგში, სოროში და მისთ. ჩაწოლა (˂ჩა˃წვება) / წოლა / ˂და˃მალვა (ითქმის ცხოველის შესახებ);
◇ to lie at smb.'s door / at the door of smb. / ʘ ვისიმე სინდისზეა; ვისიმე ბრალია; to lie on one's oars ნიჩბების წყლიდან ამოღება, ნიჩბების მოსმის შეწყვეტა [იხ. აგრ. oar I ◇]; how the land lies ა) როგორია საქმის ვითარება / მდგომარეობა; to see / to find out / how the land lies საქმის ვითარების გარკვევა / გაგება, მდგომარეობაში / სიტუაციაში გარკვევა; ბ) ზღვ. სად / რომელ მხარეს არის ხმელეთი; to lie low ა) ʘ მიწაზე გართხმულია / წევს; ბ) ʘ უსულოდ აგდია, მკვდარია; დამარხულია, საფლავში ასვენია; გ) ʘ დამცირებულია, დამდაბლებულია; დამხობილია, დამარცხებულია; დ) სლ. მიმალვა, გატვრენა; ʘ ცდილობს ყურადღება არ მიიპყროს; მარჯვე / ხელსაყრელ შემთხვევას ელოდება; დადარაჯებულია, ჩასაფრებულია; to lie out of one's money კუთვნილი ფულის ვერმიღება, უფულოდ დარჩენა; ʘ ფული არ გადაუხადეს; to lie in prison ციხეში / პატიმრობაში ყოფნა; let sleeping dogs lie ანდ. მძინარე ძაღლებს ნუ გააღვიძებო; ≅ აუტკივარ თავს ნუ აიტკივებ; ეცადე უსიამოვნო ან საჩოთირო საკითხებს, ხიფათს და მისთ. თავი აარიდო; to lie in / on / the bed one has made საკუთარი მოქმედების ან საქციელის შედეგების მომკა [იხ. აგრ. bed I ◇].