(left)
1. 1) საიდანმე წასვლა (წავა) / გასვლა / გამგზავრება; to leave the room ოთახიდან გასვლა; to leave London ლონდონიდან წასვლა, ლონდონის დატოვება; when does the train leave? როდის გადის მატარებელი?
2) (for) სადმე წასვლა (წავა) / გამგზავრება; to leave for London ლონდონში წასვლა, ლონდონს გამგზავრება;
2. 1) დატოვება (˂და˃ტოვებს); to leave one's coat [one's hat] in the hall პალტოს [ქუდის] ვესტიბიულში დატოვება / დაკიდება; to leave smth. for smb. to eat ვინმესთვის საჭმლის დატოვება; we left room in the car for your sister თქვენ დას მანქანაში ადგილი დავუტოვეთ;
2) (გულმავიწყობით) სადმე დატოვება (˂და˃ტოვებს), დავიწყება; I've left my notebook at home რვეული სახლში დამრჩა;
3. მიტოვება (მიატოვებს), დატოვება; to leave one's job სამსახურის მიტოვება, სამსახურიდან წასვლა; to leave school ა) სკოლის მიტოვება; ბ) სკოლის დამთავრება; to leave a society საზოგადოების დატოვება, საზოგადოებიდან წასვლა; I leave in a week სამსახურიდან და მისთ. ერთ კვირაში მივდივარ; to leave one's wife ცოლის მიტოვება; to leave smb., smth. at the mercy of the enemy ვისიმე / რისამე მტრის მოწყალების ანაბარა მიტოვება / მტრის ხელში ჩაგდება; to leave the track / the rails / ლიანდაგს აცდენა, ლიანდაგიდან გადავარდნა; his cold did not leave him for weeks გაცივებამ / სურდომ დიდხანს არ გაუარა;
4. ამა თუ იმ მდგომარეობაში დატოვება (
˂და
˃ტოვებს); to leave the door open [fastened] კარის ღიად [ჩაკეტილის] დატოვება; to leave smth. undone [unsaid] გაუკეთებლად [უთქმელად] რისამე დატოვება; some things are better left unsaid ზოგი რამ ჯობია უთქმელი დარჩეს / არ ითქვას; to leave smb. cool / cold, unmoved / ვინმეზე შთაბეჭდილების ვერმოხდენა; his illness has left him weak იგი ავადმყოფობისაგან არის დასუსტებული; her words left him furious ქალის სიტყვებმა
იგი განარისხა;
5. გადადება (˂გადა˃დებს); გადატანა; to leave smth. until tomorrow ხვალისთვის რისამე გადადება / გასაკეთებლად დატოვება;
6. 1) ანდერძით დატოვება (˂და˃ტოვებს, ˂და˃უტოვებს); to leave smb. £ 1000 ვინმესთვის ანდერძით ათასი გირვანქის დატოვება; to be badly / poorly / [well] left მცირე [კარგი] მემკვიდრეობის მიღება;
2) სიკვდილის შემდეგ დატოვება (˂და˃ტოვებს); he left a widow and two children სიკვდილის შემდეგ მას ქვრივი და ორი შვილი დარჩა; he left many water-colour sketches მან მრავალი აკვარელი დაგვიტოვა;
7. გამოუყენებლად, მოუხმარებლად და მისთ. დატოვება (˂და˃ტოვებს); give what is left to the dog ნარჩენები ძაღლს მიეცი;
8. ʘ ამა თუ იმ შედეგს / ნაშთს იძლევა; seven from ten leaves three ათს გამოვაკლოთ შვიდი უდრის სამს;
9. 1) მინდობა (˂მი˃ანდობს), მიბარება, ჩაბარება; children left in charge of a nurse ძიძისთვის ჩაბარებული ბავშვები [შდრ. აგრ. 2)]; leave it to me ეს საქმე მე მომანდვეთ; to leave smth. to chance / to accident / შემთხვევისთვის რისამე მინდობა, ბედის ანაბარა რისამე მიტოვება, მოვლენათა მსვლელობაში არჩარევა; to leave the matter in smb.'s hands საქმის ვინმესთვის გადაცემა / გადაბარება;
2) ვისიმე დატოვება (˂და˃ტოვებს) ვისიმე ან რისამე მომვლელად, ზედამხედველად და მისთ.; he left his relative in charge of the house მან თავის ნათესავს სახლის მოვლა დაავალა / სთხოვა [შდრ. აგრ. 1)];
10. გადაცემა (გადასცემს), დატოვება; რისამე დაბარება; to leave a card on smb. ვინმესთვის სადარბაზო / სავიზიტო ბარათის დატოვება; to leave word for smb. (that) ვინმესთვის დაბარება (რომ); he left word that he would soon be home მან დაიბარა, მალე შინ ვიქნებიო; did he leave any message for me? ჩემთვის წერილი ხომ არ დაუტოვებია? ჩემთვის რაიმე ხომ არ დაუბარებია?
11. უპირატ. ამერ. საუბ. ნების დართვა (˂და˃რთავს), რისამე გაკეთების უფლების ან საშუალების მიცემა; to leave smb. do smth. ვინმესთვის რისამე გაკეთების უფლების / საშუალების მიცემა; leave him do it! მიეცით მას ამის გაკეთების ნება / საშუალება! to leave smb. go ა) ვისიმე გაშვება; ბ) ვინმესთვის თავის დანებება;
12. გვერდით ჩავლა (ჩაუვლის), ამა თუ იმ მხარეს მოტოვება; to leave the church on the left ეკლესიის ხელმარცხნივ მოტოვება, ეკლესიისთვის მარჯვენა მხრიდან გვერდის ავლა; we steered, leaving those islands on the east ჩვენ ცურვა განვაგრძეთ და ის კუნძულები ჩვენგან აღმოსავლეთით მოვიტოვეთ;
▭ to leave behind 1) (გულმავიწყობით, დაუდევრობით) სადმე დატოვება (˂და˃ტოვებს) / დავიწყება; to leave the luggage behind ʘ ბარგი სადმე დატოვა / დარჩა, ბარგის წაღება დაავიწყდა;
2) რისამე / ვისიმე უკან მოტოვება (მოიტოვებს) / ჩამოტოვება / გასწრება / ჯობნა; to leave behind the leading bunch ლიდერთა ჯგუფის გასწრება / უკან ჩამოტოვება (ველოსპორტი);
to leave off 1) რისამე კეთების შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს), რაიმესთვის თავის დანებება; to leave off work at 5 o'clock მუშაობის ხუთ საათზე დამთავრება; to leave off a habit ჩვევისთვის თავის დანებება, ჩვევის მიტოვება; to leave off smoking თამბაქოს წევისთვის თავის დანებება;
2) მუშაობისას გაჩერება (˂გა˃ჩერდება) / შეჩერება; we left off in the middle of chapter two ჩვენ მეორე თავის შუაში შევჩერდით;
3) შეწყდომა (˂შე˃წყდება), გაჩერება, დასრულება; the rain finally left off at noon შუადღისას წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო; here the narrative leaves off აქ მთავრდება მოთხრობა;
to leave out 1) გამოტოვება (˂გამო˃ტოვებს); სიაში და მისთ. არჩართვა / არშეტანა; to leave out a letter [a word] ასოს [სიტყვის] გამოტოვება;
2) მხედველობაში არმიღება (არ ˂მი˃იღებს), არგათვალისწინება; to leave out a probability ʘ რისამე შესაძლებლობას არ ითვალისწინებს; to leave smth. out of account / out of consideration / რისამე მხედველობაში არმიღება / არგათვალისწინება; ʘ მხედველობიდან რჩება რაიმე;
to leave over გადადება (˂გადა˃დებს), დატოვება, სამომავლოდ შემონახვა / გადანახვა; leave it over for subsequent consideration ეს შემდგომში განსახილველად გადადეთ; leave this pie over for tomorrow ეს ღვეზელი ხვალისათვის შემოინახეთ / დატოვეთ;
◇ to leave smb., smth. alone ვინმესთვის / რაიმესთვის თავის დანებება / განებება; ʘ ვინმეს, რაიმეს დაეხსნება; I should leave that question alone if I were you თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამ საკითხს არ შევეხებოდი; to leave well (enough) alone რისამე შეცვლის ან გაუმჯობესების მცდელობისგან თავის შეკავება; რაიმესთვის თავის დანებება; რაიმეში ჩარევისგან / რისამე გაკეთებისგან თავის შეკავება; to leave go / hold / of smth. რაიმესთვის ხელის გაშვება; to be / to get / (nicely) left საუბ. ა) ʘ მიატოვეს, მოატყუეს; მოტყუებული / გასულელებული დარჩა; ბ) წარუმატებლობის / მარცხის განცდა; to leave smb. (out) in the cold ვისიმე იგნორირება / უგულებელყოფა [იხ. აგრ. cold I ◇]; to leave it at that არსებული მდგომარეობით დაკმაყოფილება, მიღწეულს / გაკეთებულს დაჯერება; რაიმეზე ლაპარაკის, მსჯელობის, კამათის და მისთ. შეწყვეტა; let's leave it at that ამაზე გავჩერდეთ, ამით დავკმაყოფილდეთ; ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ; to leave much to be desired ʘ უკეთესს ისურვებდა კაცი, უკეთესიც შეიძლება იყოს; არასრულყოფილია, არადამაკმაყოფილებელია; his behaviour leaves much to be desired მის ქცევას უმწიკვლო ნამდვილად არ ეთქმის; to leave no stone unturned ყველაფრის გაკეთება, ძალ-ღონის არდაშურება, ყოველგვარი ხერხის ხმარება [იხ. აგრ. stone I ◇]; to leave open გადაუჭრელად / ღიად დატოვება (საკითხისა და მისთ.); to leave smb. to himself / to one's own devices / ვისიმე ბედის ანაბარა ან უყურადღებოდ მიტოვება; ვისიმე დატოვება / მიტოვება; თავის ნებაზე ვისიმე მიშვება; to leave smb. to shift for himself ვისიმე იძულება ან ვინმესთვის საშუალების მიცემა თავად იზრუნოს საკუთარ თავზე / სხვისი დახმარების გარეშე გავიდეს იოლად; to leave smb. in the lurch გასაჭირში / მძიმე მდგომარეობაში ვისიმე მიტოვება; ბედის ანაბარა ვისიმე მიტოვება; to leave oneself (wide) open ა) გახსნა, დაუცველად დარჩენა (კრივი, ფარიკაობა და მისთ.); ბ) გაუფრთხილებლად მოქმედება ან ლაპარაკი, საკუთარი მოქმედებით თავის ვისიმე კრიტიკის, დაცინვის და მისთ. იოლ სამიზნედ ქცევა.