1. კანონი; in law კანონით, კანონის მიხედვით, კანონიერად; according to law კანონის თანახმად; force of law კანონის ძალა; კანონიერი ძალა; the law of the land ქვეყნის კანონი; to become law ʘ კანონად იქცა; to keep within the law კანონის არდარღვევა; კანონის ფარგლებში მოქმედება; to go beyond the law ა) კანონის ფარგლებს გაცდენა; უკანონობის ჩადენა; ბ) ʘ კანონისათვის / მართლმსაჯულებისათვის მიუწვდომელი გახდა; to break the law კანონის დარღვევა; to be equal before the law კანონის წინაშე თანაბარი უფლებების ქონა;
2. სამართალი; სამართალმცოდნეობა; penal / criminal / law სისხლის სამართალი [შდრ. აგრ. penal 1]; civil law ა) სამოქალაქო სამართალი; ბ) შინასახელმწიფოებრივი სამართალი; გ) რომის სამართალი; public [private] law საჯარო [კერძო] სამართალი; common law ა) საერთო სამართალი [შდრ. აგრ. statute law]; ბ) ჩვეულებითი სამართალი; statute law სტატუტური სამართალი, საკანონმდებლო აქტებში ასახული / "დაწერილი" სამართალი [შდრ. აგრ. common law ა)]; customary law ჩვეულებითი სამართალი; administrative law ადმინისტრაციული სამართალი; municipal law შინასახელმწიფოებრივი სამართალი; international law, the law of nations საერთაშორისო სამართალი; international private law საერთაშორისო კერძო სამართალი; public international law საჯარო საერთაშორისო სამართალი; unwritten law დაუწერელი სამართალი; პრეცედენტული სამართალი; substantive law მატერიალური სამართალი; commercial law იხ. commercial II 1; air law საჰაერო სამართალი; canon law კანონიკური / საეკლესიო სამართალი; martial law სამხედრო მდგომარეობა; natural law ბუნებითი სამართალი; law of treaties საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი; law of civil procedure სამოქალაქო საპროცესო სამართალი; law of criminal procedure სისხლის საპროცესო სამართალი; law of the sea საზღვაო სამართალი; judge-made law სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე შექმნილი სამართალი, პრეცედენტული სამართალი; question of law სამართლის საკითხი; doctor of / in / law იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი; the faculty of law იურიდიული ფაკულტეტი; to study / to read / law სამართლის შესწავლა;
3. იურისტის პროფესია; to follow / to go in for / the law ʘ იურისტია, იურისტი გახდა; to practise law ʘ საადვოკატო პრაქტიკას ეწევა;
4. სასამართლო, სასამართლო პროცესი; to go to law სასამართლოსთვის მიმართვა; სასამართლო პროცესის დაწყება; სასამართლოში ჩივილი; to be at law with smb. ვინმესთან სასამართლოში დავა; ვისიმე წინააღმდეგ პროცესის წარმოება; to take / to have / the law of smb. ვისიმე სამართალში მიცემა; ვინმესთვის სასამართლოში ჩივილი; to take the law into one's own hands
ვინმესთვის სასამართლოს გარეშე ანგარიშის გასწორება; თვითნებურად
ვისიმე დასჯა
ან ვინმეზე შურისძიება;
5. 1) კანონი (ბუნებისა, მეცნიერებისა); law of nature, physical law ბუნების კანონი; the laws of motion მოძრაობის კანონები; the law of gravity მიზიდულობის კანონი; the law of conservation of energy ენერგიის მუდმივობის კანონი; economic laws ეკონომიკური კანონები; the law of supply and demand მოთხოვნა-მიწოდების კანონი; law of self-preservation თავდაცვის ინსტინქტი; law of perdurability of matter ნივთიერების მუდმივობის კანონი; law of probability ალბათობის თეორია; Grimm's law გრიმის კანონი; the laws of perspective [of harmony, of painting] პერსპექტივის [ჰარმონიის, ფერწერის] კანონები;
2) მიღებული / დადგენილი ჩვეულება; law of honour ღირსების კოდექსი;
6. წესი (თამაშისა და მისთ.); the laws of golf [of tennis, of cricket] გოლფის [ჩოგბურთის, კრიკეტის] წესები;
7. 1) სპორტ. ჰანდიკაპი, ფორა, უპირატესობა (შეჯიბრების სუსტი მონაწილისათვის მიცემული);
2) იშვ. შეღავათი; შემწყნარებლური დამოკიდებულება; მოწყალება;
⌇ law language იურიდიული ენა, იურიდიული ტერმინოლოგია; law school იურიდიული სკოლა; იურიდიული ფაკულტეტი; law digest კანონების ან სასამართლოს დადგენილებათა კრებული;
◇ law and order კანონი და წესრიგი; კანონიერება, მართლწესრიგი; the law of the jungle იხ. jungle ◇; the law of the Medes and Persians "მიდიელთა და სპარსელთა კანონი", მარადიული / ურყევი კანონი; to lay down the law იხ. lay¹ II ▭; necessity knows / has / no law ანდ. გაჭირვებამ / აუცილებლობამ კანონი არ იცის; ≅ გაჭირვებული კაცი ზღვას გავაო; to be a law unto oneself ა) ბიბლ. ʘ თვითონვე არის თავისი თავის რჯული; ბ) კანონისა და მიღებული წესების არად ჩაგდება, საკუთარი პრინციპების ან საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოქმედება; to give (the) law to smb. ვინმეზე მბრძანებლობა, ვინმესთვის საკუთარი ნების კარნახი / საკუთარი ნების თავს მოხვევა; letter of the law კანონის სიტყვასიტყვითი / პირდაპირი მნიშვნელობით გაგება; since it was the first time he'd broken the rules, the school administration decided to ignore the letter of the law and just give him a warning რადგან ეს მისი პირველი გადაცდომა იყო, სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თვალი დაეხუჭა სკოლის შინაგანაწესის დარღვევაზე და უბრალო გაფრთხილება მიეცა მისთვის; spirit of the law კანონის ჭეშმარიტი აზრი / არსი; while technically acting legally, they have violated the spirit of the law in order to further their own profits მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კანონს იცავდნენ, პირადი გამორჩენის მიზნით მათ დაარღვიეს ამ კანონის ჭეშმარიტი არსი.