1. სიცილი (იცინის); to laugh at a joke ხუმრობაზე / ოხუნჯობაზე გაცინება; to laugh at smb. in trouble გაჭირვებაში მყოფზე სიცილი, გაჭირვებაში მყოფის დაცინვა; to laugh at smth. რაიმეზე სიცილი, რისამე დაცინვა / არად ჩაგდება; to laugh at difficulties [at threats, at danger, at misfortunes] ʘ სიძნელეები [მუქარა, საფრთხე, უიღბლობა / წარუმატებლობა] სასაცილოდ არ ჰყოფნის, არად მიაჩნია; to laugh to scorn წიგნ. დაცინვა, სასაცილოდ აგდება; ʘ აგდებულად / ზიზღით ეკიდება; to laugh oneself helpless [into convulsions, into fits] სიცილისაგან ჩაბჟირება, ისტერიკულად ხარხარი; to laugh in smb.'s face ა) დაუფარავად გაცინება / გადახარხარება (ვისიმე თხოვნის, შენიშვნის და ა.შ. პასუხად); ბ) ვისიმე პირში დაცინვა; to laugh over a letter წერილის კითხვისას სიცილი;
2. სიცილით წარმოთქმა (წარმოთქვამს), თქმა ან გამოხატვა; to laugh a reply პასუხის სიცილით გაცემა; to laugh one's consent სიცილით დათანხმება; to laugh one's pleasure სიამოვნების სიცილით გამოხატვა, სიამოვნებისაგან გაცინება;
▭ to laugh down 1) სიცილით გაჩუმება (˂გა˃აჩუმებს) ან გაჩერება;
2) სიცილით მოხიბვლა (˂მო˃ხიბლავს) ან დამორჩილება;
to laugh off უმნიშვნელოდ / არასერიოზულად მიჩნევა (მიიჩნევს), სასაცილოდ აგდება; სიცილით, დაცინვით უარყოფა, თავიდან მოცილება ან გაფანტვა (არგუმენტისა, ეჭვისა, ცუდი წინათგრძნობისა და ა.შ.); officials laugh off these reports as nonsense ოფიციალურ პირებს ეს ცნობები სისულელედ მიაჩნიათ და სასაცილოდაც არ ჰყოფნით; laugh that off ხუმრ. ყურადღებას ნუ მიაქცევ, სერიოზულად ნუ აღიქვამ, თავიდან ამოიგდე;
to laugh out 1) დაცინვით რაიმეზე ხელის აღებინება (ააღებინებს) / რისამე გაკეთებაში ხელის შეშლა; to laugh smb. out of a habit ვინმესთვის დაცინვით ჩვევისათვის თავის დანებებინება;
2) იხ. to laugh off;
◇ to laugh in / up / one's sleeve გულში / ჩუმად სიცილი, ფარული სიხარულის განცდა (ვისიმე წარუმატებლობის გამო და ა.შ.); to laugh on the wrong / other / side of one's mouth / face / სიცილის ან მხიარულების შემდეგ ატირება ან დამწუხრება; he laughs best who laughs last ანდ. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის; კარგად ის იცინის, ვინც ბოლოს გაიცინებსო [შდრ. აგრ. laugh I ◇]; enough to make a cat laugh ≅ ძალიან სასაცილო; laugh before breakfast you'll cry before supper ანდ. ვინც საუზმემდე იცინის, ვახშმამდე იტირებსო; ≅ ადრე მოფრენილ მერცხალსა სუსხი სცემს და ყინვა აზრობსო; to laugh out of court დაცინვა, სასაცილოდ აგდება, არასერიოზულად / უმნიშვნელოდ მიჩნევა.