1. 1) late I-ის superl ;
2) ბოლო, უკანასკნელი; the last page in / of / a book წიგნის ბოლო გვერდი; the last carriage of a train მატარებლის ბოლო ვაგონი; the last chair in the row ბოლო / განაპირა სკამი რიგში;
3) უკანასკნელი (დროის მიხედვით); the last day of the year წლის უკანასკნელი დღე; to see smb. for the last time უკანასკნელად ვისიმე ნახვა; the last words he uttered მის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები; last will იურ. ანდერძი;
4) ერთადერთი, უკანასკნელი; to give one's last shilling უკანასკნელი შილინგის სხვისთვის მიცემა; to say good-bye to one's last hope ʘ უკანასკნელ იმედს გამოეთხოვა; last remedy / resource / ერთადერთი დარჩენილი / უკანასკნელი საშუალება;
2. გასული, წინამავალი; last year [month, week] გასული წელი [თვე, კვირა]; გასულ წელს [თვეს, კვირას]; last summer გასული ზაფხული; გასულ ზაფხულს; last Wednesday გასული ოთხშაბათი; გასულ ოთხშაბათს; last night ა) გუშინდელი ღამე; გუშინ ღამით; ბ) გუშინდელი საღამო; გუშინ საღამოს; in the last chapter წინა თავში; the year before last შარშანწინდელი წელი; შარშანწინ;
3. უახლესი, ყველაზე ბოლო, უკანასკნელი; the last news we received ჩვენ მიერ მიღებული უახლესი / სულ უკანასკნელი ცნობა; the last word in science მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა / უახლესი მიღწევა; the last thing in motor-cars ავტომანქანის ყველაზე ბოლო / უახლესი მოდელი;
4. ყველაზე უფრო შეუფერებელი, ყველაზე უფრო არასასურველი; მოულოდნელი; the last man we wanted to see ადამიანი, რომლის ნახვაც ყველაზე ნაკლებად გვინდოდა; that is the last thing we should do ასეთ რამეს ნამდვილად არ გავაკეთებდით; he is the last man to consult in such matters იგი ყველაზე უფრო შეუფერებელი კაცია ამგვარ საქმეებში რჩევის საკითხავად; the last person to be accused პიროვნება, რომლისთვისაც ბრალის დადება ყოვლად წარმოუდგენელია;
5. საბოლოო, დასკვნითი; he has said his last word on the matter მან ამ საკითხზე თავისი საბოლოო / ბოლო სიტყვა უკვე თქვა;
6. უაღრესი, უკიდურესი; of the last importance უაღრესად მნიშვნელოვანი;
◇ last but one ბოლოდან მეორე, უკანასკნელისწინა; last but two ბოლოდან მესამე; last but not least ა) ბოლო, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო; უკანასკნელი რიგით, მაგრამ არა თავისი მნიშვნელობით; ბ) ბოლო, მაგრამ არცთუ სხვაზე უარესი; the last day რელიგ. უკანასკნელი განკითხვის დღე, ქვეყნიერების აღსასრული; the Last Supper იხ. supper I ◇; the last great change ევფ. გარდაცვალება, სიკვდილი; on one's last legs უკანასკნელ დღეში მყოფი; ძალაგამოლეული, ღონეგამოცლილი; to be on its last legs ა) ʘ დანგრევის / დაშლის / მწყობრიდან გამოსვლის პირასაა მისული; არსებობის უკანასკნელ საათებს ითვლის; ბ) ʘ დასასრულს უახლოვდება.