1. ლედი, მანდილოსანი; ქალბატონი; great lady დიდგვაროვანი / მაღალი წრის მანდილოსანი; fine lady ა) დახვეწილი / მაღალი წრის მანდილოსანი, არისტოკრატი ქალი; ბ) ირონ. ქალი, რომელსაც თავი არისტოკრატად მოაქვს; young lady ახალგაზრდა მანდილოსანი, ახალგაზრდა ქალი; ქალიშვილი; not (quite) a lady, not a real lady არცთუ ჭეშმარიტი / არა ნამდვილი ლედი; lady of quality მაღალი წრის მანდილოსანი, არისტოკრატი ქალი; ladies and gentlemen! ქალბატონებო და ბატონებო! (მიმართვა); my dear / good / lady ქალბატონო (მიმართვა); my lady მილედი (ლედისადმი მიმართვის ან მისი მოხსენიების ფორმა; უპირატ. იხმ. საზოგადოებრივი მდგომარეობით უფრო დაბლა მდგომთა მიერ); ladies first! ჯერ მანდილოსნები მიბრძანდნენ ! მიბრძანდით, გეთაყვა;
2. (Lady) ლედი (ტიტული);
3. 1) რაინდის სათაყვანებელი მანდილოსანი / გულის მპყრობელი;
2) სატრფო, შეყვარებული;
4. ცოლი, მეუღლე; your good lady თქვენი სათნო მეუღლე; First Lady
ამერ. პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე;
5. 1) რისამე პატრონი / უფროსი ქალი; the lady of the house ოჯახის უფროსი ქალი, ოჯახის დიასახლისი; the lady of manor მამულის მფლობელი ქალი;
2) პოეტ. მეუფე / მბრძანებელი ქალი; our sovereign lady დედოფალი;
⌇ lady doctor ექიმი ქალი; lady secretary მდივანი ქალი; lady friend მეგობარი ქალი; lady help ეკონომი, მნე ქალი;
◇ the leading lady კინ., თეატრ. წამყვანი მსახიობი ქალი; მთავარი როლის შემსრულებელი ქალი; extra / walking / lady კინ., თეატრ. სტატისტი ქალი; Our Lady ქალწული მარიამი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; lady of easy virtue მსუბუქი ყოფაქცევის ქალი; Lady of pleasure კურტიზანი, მეძავი; Lady Luck ქალბატონი ფორტუნა, ბედი, იღბალი; Lady of the Lake ტბის მფლობელი ქალბატონი (მეფე ართურის ციკლის თქმულებების პერსონაჟი); lady of the frying pan ხუმრ. მზარეული ქალი; Lady of Babylon / of Rome / დამცრ. "ბაბილონელი მეძავი" (ითქმის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შესახებ); the Old Lady in / of / Threadneedle Street ხუმრ. ინგლისის ბანკი.