ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

know¹ verb
[nəʊ]
ბეჭდვა
(knew; known)

1. რისამე ცოდნა (იცის), რისამე შესახებ წარმოდგენის ქონა; to know smb.'s peculiarities [habits, character] ვისიმე დამახასიათებელი თვისებების [ჩვევების, ხასიათის] ცოდნა; to know oneself ʘ საკუთარ თავს კარგად იცნობს, იცის რას წარმოადგენს; to know the way გზის ცოდნა; to know precisely ზუსტად ცოდნა; to know positively that … დანამდვილებით / ზუსტად ცოდნა იმისა, რომ …; to know the facts of the case საქმის გარემოებათა ცოდნა; to know smb.'s decision ვისიმე გადაწყვეტილების ცოდნა; to know all about smth. ყველაფრის ცოდნა რისამე შესახებ; to know smth. against smb. ვისიმე მამხილებელი / მაკომპრომეტირებელი ფაქტების ცოდნა; I do not know how it was done წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაკეთდა ეს; the place is known to me alone ეს ადგილი მხოლოდ მე ვიცი; I know it to be true დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მართალია / მართლაც ასეა; how do I know აბა, მე რა ვიცი? how do you know that he will come? რა იცი, რომ მოვა? as far as I know რამდენადაც ვიცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია; as everyone knows როგორც ყველასათვის ცნობილია, როგორც ყველამ იცის; as is generally known როგორც საყოველთაოდ ცნობილია; to get to know the details დეტალების გაგება / გარკვევა; everything gets known ყველაფერი ცნობილი ხდება / ირკვევა; to make smth. known to smb. ვინმესთვის რისამე გაგებინება / შეტყობინება; be it known to you იცოდეთ, რომ …; let me know მაცნობეთ, შემატყობინეთ; let me know when [where, how] it happened შემატყობინეთ როდის [სად, როგორ] მოხდა ეს; this is the best method I know of ჩემთვის ცნობილ მეთოდთაგან ეს საუკეთესოა; not that I know of it არაფერი ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი;

2. ამა თუ იმ დარგის ცოდნა (იცის); ʘ ერკვევა, ესმის; to know smth. thoroughly [superficially, insufficiently] რისამე სრულყოფილად [ზედაპირულად, არასაკმარისად] ცოდნა; to know one's lesson [one's part, the multiplication tables, the ABC] გაკვეთილის [საკუთარი როლის, გამრავლების ცხრილის, რისამე "ანბანის" / საფუძვლების] ცოდნა; to know a foreign language უცხო ენის ცოდნა; to know the law კანონების ცოდნა; ʘ კანონმდებლობაში ჩახედულია / ერკვევა; to know banking საბანკო საქმის ცოდნა; to know music [poetry] ʘ მუსიკა [პოეზია] ესმის, მუსიკაში [პოეზიაში] ერკვევა; to know smth. by heart რისამე ზეპირად ცოდნა; to know smth. by / from / experience [hearsay] რისამე გამოცდილებით [ყურმოკვრით] ცოდნა; a man who knows მცოდნე ადამიანი; I am not guessing, I know ვარაუდით კი არა, დანამდვილებით ვიცი;

3. რისამე ცოდნა (იცის), შეძლება; to know how to play chess [to read, to swim, to behave] ჭადრაკის თამაშის [კითხვის, ცურვის, საზოგადოებაში ˂მო˃ქცევის] ცოდნა; he would do it if he knew how იგი გააკეთებდა ამას, რომ იცოდეს როგორ გააკეთოს; all one knows ყველაფერი, რისი გაკეთებაც ვინმემ იცის / რისი გაკეთებაც ვინმეს შეუძლია [იხ. აგრ. ];

knotwork know²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0531