1. 1) მოკვლა (˂მო˃კლავს), მოკვდინება; to kill a man [a fox, a rabbit] კაცის / ადამიანის [მელიის, ბოცვრის] მოკვლა; tuberculosis killed him იგი ტუბერკულოზმა მოკლა / ტუბერკულოზისაგან დაიღუპა; to be killed in a battle [in a motor accident] ბრძოლაში [საავტომობილო კატასტროფაში] დაღუპვა; thou shalt not kill ბიბლ. არა კაც-კლა; this poison kills rats ეს საწამლავი ვირთხებს ხოცავს;
2) საქონლის დაკვლა (˂და˃კლავს);
3) დაჭკნობა (˂და˃აჭკნობს), გახმობა, მოსპობა (მცენარისა); the frost killed the flowers ყინვამ ყვავილები დააზრო / დააჭკნო;
2. სასიცოცხლო ძალის დაკარგვინება (˂და˃აკარგვინებს) / წართმევა; ძალის / ღონის გამოცლა; გამოფიტვა; grief is killing her იგი დარდისაგან ილევა, მას მწუხარება კლავს; the disease [drink, hardships] slowly killed him ავადმყოფობა [ლოთობა, სიძნელეები / გასაჭირი] მას თანდათან აძაბუნებდა / ბოლოს უღებდა; the shock killed him მოულოდნელმა დარტყმამ იგი გაანადგურა; potatoes have quite killed the land კარტოფილმა მიწა სულ მთლად გამოფიტა;
3. 1) მოსპობა (˂მო˃სპობს), ლიკვიდირება (აგრ. to kill off ); to kill a disease [the infection] ავადმყოფობის დაძლევა [ინფექციის მოსპობა]; to kill an epidemic ეპიდემიის ლიკვიდირება; to kill the pain with drugs ტკივილის წამლებით გაყუჩება; to kill the ban on credits კრედიტების გაცემის აკრძალვის მოხსნა / გაუქმება;
2) ჩაკვლა (˂ჩა˃კლავს), ბოლოს მოღება; to kill smb.'s love [feelings] ვისიმე სიყვარულის [გრძნობების] ჩაკვლა; to kill hopes [ambitions] იმედებისათვის [პატივმოყვარული განზრახვებისათვის] ბოლოს მოღება; to kill enthusiasm ენთუზიაზმის ჩაკვლა / განელება;
4. რისამე წარმატებისათვის ხელის შეშლა (
˂შე
˃უშლის); ჩაგდება, დაღუპვა; to kill a bill კანონპროექტის უარყოფა / ჩაგდება; a motion to kill a bill რეზოლუციის პროექტი კანონპროექტის უარყოფის შესახებ; to kill a proposal
წამოყენებული წინადადების ჩაგდება; to kill a play [a novel] პიესის [რომანის] სასტიკად გაკრიტიკება;
5. ჩახშობა (˂ჩა˃ახშობს), განეიტრალება (ფერისა, ხმისა და ა.შ.); the violent vermilion kills the blue in the picture ამ სურათზე მკვეთრი წითელი ფერი ლურჯს ახშობს; the drums killed the strings დოლები სიმებიანი საკრავების ხმას ახშობდნენ;
6. საუბ. 1) ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა (˂მო˃ახდენს), აღფრთოვანება, გაოგნება; dressed / got up / to kill ძალზე ეფექტურად ჩაცმული;
2) სიცილით მოკვლა (˂მო˃კლავს), ძლიერ გამხიარულება; this joke will kill you ეს ანეკდოტი სიცილით მოგკლავს; a screamingly funny play; it nearly killed me ძალიან სასაცილო პიესაა; კინაღამ სიცილით მოვკვდი;
7. 1) სერიოზულად დაშავება (˂და˃აშავებს) / დაზიანება; ძლიერი ტკივილის მიყენება; my feet are killing me ვკვდები, ისე მტკივა ფეხები;
2) უპირატ. ირლ. დარტყმით და ა.შ. გონების დაკარგვინება (˂და˃აკარგვინებს) / დარეტიანება;
8. ს.-მ. ʘ ამა თუ იმდენ გამოსავალს იძლევა (ითქმის ნაკლავის შესახებ); these pigs do not kill well ამ ჯიშის ღორი ცოტა ხორცს იძლევა;
9. პოლიგრ. ამოშლა (˂ამო˃შლის), ამოღება, ამოგდება (კორექტურაში და ა.შ.);
10. პოლიგრ. ანაწყობის დაშლა (˂და˃შლის);
11. მეტალ. ფოლადის განჟანგვა (განჟანგავს); ფოლადის დამშვიდება;
12. 1) ელექტრ. ძაბვის მკვეთრად შემცირება (˂შე˃ამცირებს); გამორთვა, გაუდენურება;
2) გამორთვა (˂გამო˃რთავს), გაჩერება; to kill the engine ძრავას გამორთვა;
13. სამხ. მოწინააღმდეგის ხომალდის ჩაძირვა (˂ჩა˃ძირავს);
14. სლ. გამოცლა (˂გამო˃ცლის), დაცლა, ბოლომდე დალევა; to kill a bottle of whisky ერთი ბოთლი ვისკის გამოცლა / დალევა;
15. აუღებელი დარტყმის შესრულება (˂შე˃ასრულებს) ჩოგბურთი;
▭ to kill off დახოცვა (˂და˃ხოცავს), მოკვლა; მოსპობა, აღმოფხვრა, თავიდან მოშორება; to kill off flies ბუზების დახოცვა / მოსპობა;
to kill out დახოცვა (˂და˃ხოცავს), გაჟლეტა, მოკვლა; მთლიანად მოსპობა, ლიკვიდირება;
◇ to kill the ball ა) იხ. 15; ბ) ბურთის გაჩერება (ფეხბურთი); to kill time დროის მოკვლა, დროის გაყვანა; I have an hour to kill ერთი საათი მაქვს გასაყვანი; kill or cure ≅ ან ყველაფერი, ან არაფერი; to kill by inches ნელი სიკვდილით / წამებით მოკვლა; to kill with kindness ა) ზედმეტი სიკეთით ვისიმე დაღუპვა; ბ) მეტისმეტი სიკეთით ვისიმე უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება ან შერცხვენა; to kill the fatted calf ვისიმე დიდი პატივითა და სიხარულით მიღება (უძღები შვილის მსგავსად); to kill two birds with one stone ≅ ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერა.