სანსკრ. 
1. კარმა; ადამიანის კეთილი და ბოროტი საქმეების, ფიქრების და ა.შ. ჯამი, რომელიც განსაზღვრავს მის ბედს შემდგომი გარდასახვის / ინკარნაციის დროს (ინდუისტური, ბუდისტური და სხვ. წარმოდგენების მიხედვით); 
2. საუბ. ბედი, ბედისწერა, ხვედრი (რომელიც თავად ამა თუ იმ პიროვნების მოქმედების შედეგია); 
3. საუბ. 1) ემოციური გარემო, ატმოსფერო, საერთო სულისკვეთება (ადგილისა, სიტუაციისა და ა.შ.);
2) აურა, იდუმალი ხიბლი (პიროვნებისა).