1. წკრიალი, წკარუნი, ჟღარუნი; ჩხარუნი, ჩხრიალი; the jingle of bells ზანზალაკების წკრიალი, ეჟვნების ჟღარუნი; the jingle of a teaspoon ჩაის კოვზის წკარუნი; the jingle of coins მონეტების ჩხრიალი; the jingle of keys გასაღებების ჩხარუნი;
2. წკრიალის, წკარუნის, ჟღარუნის გამომცემი რამ; ზანზალაკი, ეჟვანი;
3. უპირატ. აგდებ. 1) ალიტერაციების, რითმების ან სიტყვების მონოტონური გამეორება (ლექსში ან პროზაულ ტექსტში);
2) მოკლე ლექსი (განსაკ. ალიტერაციებისა და რითმების სიმრავლით გამორჩეული);
3) რად., ტელევ. მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი (ჩვეულ. მდარე ხარისხის) სიმღერა ან მელოდია (რომელიც სარეკლამო რგოლად გამოიყენება), "ჯინგლი".