1. ყბა; the top / upper / [bottom / lower /] jaw ზედა [ქვედა] ყბა; to set one's jaw კბილის კბილზე დაჭერა, პირის მაგრად მოკუმვა;
2. ნიკაპი, ქვედა ყბის ფორმა; a man with a strong [weak] jaw ძლიერი / ნებისყოფის გამომხატველი [სუსტი / უნებისყოფო] ნიკაპის მქონე ადამიანი; a square jaw კვადრატული / მასიური ნიკაპი / ქვედა ყბა;
3. pl პირი, ხახა; to escape the crocodile's jaws ʘ ნიანგის ხახაში არ აღმოჩნდა, ნიანგის ყბებს გადაურჩა;
4. pl ვიწრო შესასვლელი / გამოსასვლელი (
ხეობისა, ზღვის ყურისა, არხისა და მისთ.);
5. საუბ. 1) უხამსი ყბედობა; უხეში / თავხედური ლაპარაკი, თავხედობა;
2) ხანგრძლივი საუბარი; გაუთავებელი ლაპარაკი;
3) მეგობრული საუბარი, მუსაიფი;
6. საუბ. ჭკუის დარიგება, ნოტაცია; საყვედური;
7. ტექ. 1) მომჭერი სამარჯვი; გირაგი; მარწუხი, გაზი და მისთ.;
2) გირაგის, მარწუხის და მისთ. მომჭერი ტუჩი / ლოყა;
3) მუშტა (ვაზნისა);
4) ყბა (სამსხვრეველასი);
5) ფეხი (შტანგენფარგლისა, კალიბრ-კავისა და მისთ.);
8. pl ზღვ. გაფელის ან გიკის წვეტები;
⌇ jaw opening ტექ. ხახა (გირაგისა, ქანჩის გასაღებისა და მისთ.); jaw clutch, jaw coupling ტექ. მუშტებიანი ქურო;
◇ in the jaws of death სიკვდილის კლანჭებში, სასიკვდილო განსაცდელში; to wagg one's jaw დიდხანს საუბარი / ლაპარაკი; ლაქლაქი, ყბედობა; smb.'s jaw dropped / fell, sagged / ყბა ჩამოუვარდა (განცვიფრებისაგან, შოკისაგან და ა.შ.); hold / stop / your jaw! ვულგ. ენას კბილი დააჭირე! ხმა ჩაიკმინდე! გაჩუმდი! a glass jaw ა) სუსტი / "შუშის" ყბა (კრივი); ბ) სისუსტე, ვისიმე სუსტი მხარე.