1. 1) არასწორი, უმართებულო; ამ თუ იმ ნორმებს ან წესებს რომ არ შეესაბამება; უჩვეულო; irregular proceeding არასწორი / უჩვეულო მოქმედება; irregular behaviour უჩვეულო / უცნაური ქცევა; irregular process უჩვეულო პროცესი; irregular motion საპროცედურო წესების დაუცველად შეტანილი წინადადება; irregular marriage ქორწინება აუცილებელი იურიდიული ფორმალობების დაუცველად; irregular appetite უჩვეულო / უზომო მადა;
2) უკანონო; irregular child ქორწინებაგარეშე შვილი; irregular physician ექიმი, რომელიც საექიმო პრაქტიკას უკანონოდ ეწევა;
2. 1) არასწორი ფორმის მქონე, არასტანდარტული; არასიმეტრიული; irregular shape არასწორი ფორმა; irregular flower ასიმეტრიული ნაწილების მქონე / ზიგომორფული ყვავილი; irregular outline არასწორი მოხაზულობა / კონტური; irregular features სახის არასწორი ნაკვთები; an irregular group of buildings სხვადასხვანაირ შენობათა ჯგუფი;
2) უსწორმასწორო, არასწორი, არაგლუვი; irregular line არასწორი ხაზი; rough irregular terrain უსწორმასწორო ადგილი / ტერიტორია;
3. არარეგულარული, არათანაბარი, არათანაბარზომიერი; არამუდმივი; irregular visitor არარეგულარულად მომსვლელი მნახველი / სტუმარი; to be irregular in one's attendance at school სკოლაში გაკვეთილებზე არარეგულარულად დასწრება; irregular velocity [running] არათანაბარი სიჩქარე [მანქანის სვლა]; irregular breathing არათანაბარი / არითმიული სუნთქვა;
4. უწესრიგო; უწესო, უზნეო, თავაშვებული; a wild irregular man in his youth თავის ახალგაზრდობისას შმაგი და თავაშვებული ადამიანი; irregular conduct უწესო / უზნეო ქცევა; he has irregular habits მოუწესრიგებელი ადამიანია; ცუდი ჩვევები / მიდრეკილებები აქვს;
5. სამხ. არარეგულარული; irregular troops არარეგულარული ჯარი;
6. გრამ. არაწესიერი, არარეგულარული; irregular verbs არაწესიერი ზმნები; a few irregular plural forms are remnants of the strong declension of the Anglo-Saxon მრავლობითი რიცხვის რამდენიმე არარეგულარულად ნაწარმოები ფორმა ძველ ინგლისურ / ანგლოსაქსურ ენაში ოდესღაც არსებული ძლიერი ბრუნების ნაშთებს წარმოადგენს.