1. 1) შიგა, შიდა, შიგნითა, შინაგანი; the inward parts of the body შინაგანი ორგანოები; შიგნეულობა; inward nature შინაგანი არსი / ბუნება;
2) შიგა, შიდა, ქვეყნის სიღრმეში განლაგებული, საზღვრებისგან დაშორებული; the inward parts of the country ქვეყნის შიდა რეგიონები; inward wharfage შიგა ნავმისადგომები; inward Africa შიგა აფრიკა;
2. შინაგანი, სულიერი; inward peace სულიერი სიმშვიდე; in one's inward soul სულის სიღრმეში;
3. შიგნითკენ მიმართული; inward direction [curve] შიგნითკენ მიმართული მოძრაობა [ნაღუნი]; inward traffic გარეუბნებიდან ცენტრისკენ მიმავალი ტრანსპორტის ნაკადი; an inward slant of the eyes თვალების ირიბი ჭრილი;
4. არსებ. მნიშვნ. 1)
რისამე შიგა / შიდა ნაწილი
ან მხარე;
2) pl შიგნეულობა, მუცლის ღრუში მოთავსებული ორგანოები; ნაწლავები;
3) იშვ. ადამიანის შინაგანი / სულიერი თვისებები ან ხასიათი, სულიერი სამყარო; რისამე შინაგანი არსი / ბუნება;
4) მოძვ. ახლო გულითადი მეგობარი; I was an inward of his მე მისი ახლო მეგობარი ვიყავი;
5) pl შე˂მო˃სატანი საქონელი;
6) pl ბაჟი შე˂მო˃სატან საქონელზე;
◇ the inward man არქ. ადამიანის შინაგანი / სულიერი სამყარო, სული.