ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

invite II verb
[ɪnʹvaɪt]
ბეჭდვა

1. მოწვევა (˂მო˃იწვევს), მიწვევა, დაპატიჟება; to invite a person to dinner [to one's house, to a wedding] სადილად [სახლში / სტუმრად, ქორწილზე] ვისიმე დაპატიჟება; she didn't invite me in მან (შიგნით) არ შემიპატიჟა; to be invited to a public reception ʘ ოფიციალურ მიღებაზეა მიწვეული;

2. 1) რისამე თხოვნა (სთხოვს); რისამე გაკეთების შეთავაზება; to invite questions [opinions] შეკითხვების დასმის [აზრის გამოთქმის] თხოვნა [შდრ. აგრ. 2)]; to invite smb. to reconsider his decision ვინმესთვის საკუთარი გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნა / შეთავაზება; to invite smb. to be chief executive ვინმესთვის მთავარი ადმინისტრატორის პოსტის შეთავაზება;

2) გამოწვევა (˂გამო˃იწვევს), ხელის შეწყობა, პროვოცირება; to invite interest ინტერესის გამოწვევა / აღძვრა; the letter invited some questions [remarks] წერილმა ზოგიერთი შეკითხვა [შენიშვნა] გამოიწვია [შდრ. აგრ. 1)]; the quiet invites sleep სიჩუმე ძილის მომგვრელია; to invite disaster უბედურების გამოწვევა / პროვოცირება;

3) რაიმეზე ბიძგება (უბიძგებს) / წაქეზება / შეგულიანება; some shops invite people to steal by making it too easy to take things ზოგ მაღაზიაში ნივთის უჩუმრად აღება ისე ადვილია, რომ ხალხს ეს ქურდობისაკენ უბიძგებს;

3. მიზიდვა (˂მი˃იზიდავს), მოხიბვლა; the rockstrewn streams invite the fisherman მეთევზეს ქვიანი მდინარეები იზიდავს; the swimming pool invites us აუზი საბანაოდ გვიზიდავს, გული აუზში საცურაოდ მიგვიწევს.

invite I invited paper

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0276