ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

invest verb
[ɪnʹvest]
ბეჭდვა

1. 1) ფულის / კაპიტალის დაბანდება (˂და˃აბანდებს), ინვესტირება; to invest one's money in a business enterprise [in stocks, in bonds, in land] ფულის / კაპიტალის კომერციულ ფირმაში [აქციებში, ობლიგაციებში, მიწის საკუთრებაში] დაბანდება / ჩადება; to invest one's money in shares პაის / წილის შეტანა, მეპაიედ გახდომა; many firms have invested heavily in this project ამ პროექტში მრავალ ფირმას მსხვილი ინვესტიციები აქვს ჩადებული;

2) გადატ. მიძღვნა (˂მი˃უძღვნის), რაიმეში დახარჯვა (დროისა, ენერგიისა და ა.შ.); I have invested a lot of time and energy in this plan ამ გეგმას უამრავი დრო და ენერგია შევალიე;

3) საუბ. რისამე ყიდვა (იყიდის) / შეძენა; რაიმეში ფულის დახარჯვა; to invest in a new hat ახალი ქუდის ყიდვა / შეძენა;

2. 1) ამაღლ. ჩაცმა (˂ჩა˃აცმევს), შემოსვა; გამოწყობა; მორთვა, მოკაზმვა; დაფარვა; to invest smb. with a gown ვინმესთვის კაბის ჩაცმა, კაბაში ვისიმე გამოწყობა; to invest smb. with / in / a robe მანტიით ვისიმე შემოსვა; to invest smb. with glory ხატოვნ. დიდებით ვისიმე შემოსვა, ვისიმე განდიდება;

2) გადატ. გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს; გარს ˂შემო˃ერტყმის), მოცვა; to be invested with an air of mystery ʘ საიდუმლოების ატმოსფეროთია გარშემორტყმული, საიდუმლოებითაა მოცული; darkness invests the earth at night ღამით დედამიწას სიბნელე მოიცავს ხოლმე; bliss invested him იგი ნეტარებამ მოიცვა;

3. 1) უფლებამოსილებებით და ა.შ. (ოფიციალურად) აღჭურვა (აღჭურავს); რისამე მინიჭება / ბოძება, რითიმე დაჯილდოება;

2) თანამდებობაზე და ა.შ. (ოფიციალურად) დანიშვნა (˂და˃ნიშნავს); მფლობელობაში, მემკვიდრეობის უფლებებში და ა.შ. შეყვანა;

invertible investigate

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0333