1. შეჭრა (˂შე˃იჭრება); უნებართვოდ / დაუპატიჟებლად მისვლა ან ჩარევა; to intrude upon smb.'s hospitality ვისიმე სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება; to intrude upon smb.'s leisure [smb.'s privacy] ვინმესთვის თავისუფალი დროის მშვიდად გატარებაში [განმარტოებით ყოფნაში] ხელის შეშლა; to intrude upon smb.'s time ვინმესთვის დროის დაკარგვინება; I hope I am not intruding იმედია, ხელს არ გიშლით;
2. 1) თავს მოხვევა (˂მო˃ახვევს), დაძალება; ვისიმე რითიმე შეწუხება; to intrude one's views [opinions] upon smb. საკუთარი შეხედულებების [აზრების] ვინმესთვის თავს მოხვევა; to intrude oneself upon smb. ვინმესთვის საკუთარი პიროვნების / საკუთარი საზოგადოების თავს მოხვევა; to intrude oneself into smb.'s company ვინმესთვის საკუთარი საზოგადოების თავს მოხვევა / დაძალება; to intrude one's presence თავისი იქ ყოფნით ვისიმე შეწუხება;
2) საკუთარი საზოგადოების თავს მოხვევა (˂მო˃ახვევს), თავის მობეზრება; I don't wish to intrude upon you არ მინდა ჩემი საზოგადოება თავს მოგახვიოთ / თავი მოგაბეზროთ;
3. 1) რაიმეში ჩასობა (˂ჩა˃ასობს) / ჩარჭობა / ჩაჭედვა; ძალით რაიმეში შეყვანა / რისამე შემადგენლობაში ჩართვა;
2) გეოლ. ქანში და ა.შ. ჩართვა (˂ჩა˃რთავს), ინტრუზიის მოხდენა;
3) გეოლ. ქანში და ა.შ. შეჭრა (˂შე˃იჭრება);