1. 1) ინტერესი; დაინტერესებულობა; with a keen [intense] interest in smb., smth. მძაფრი [გაძლიერებული] ინტერესით ვისიმე, რისამე მიმართ; mutual / common / interests საერთო ინტერესები; an unusual degree of interest უჩვეულოდ დიდი ინტერესი / დაინტერესებულობა; to show [to lose] interest in smb., smth. ინტერესის გამოჩენა [დაკარგვა] ვისიმე, რისამე მიმართ; to arouse / to excite, to awake / smb.'s interest ვისიმე ინტერესის აღძვრა / გაღვიძება / გამოწვევა; to take (an) interest in smb., smth. ვინმეთი / რითიმე დაინტერესება, ინტერესის გამოჩენა ვისიმე / რისამე მიმართ; to have / to take / (an) interest in a person [in an event, in sports] ამა თუ იმ პიროვნებით [ამა თუ იმ მოვლენით, სპორტით] დაინტერესება; to feel / to take / no interest in smb., smth. ʘ არავითარ ინტერესს არ იჩენს ვისიმე, რისამე მიმართ; public interest in smth. საზოგადოების ინტერესი რაიმესადმი, საზოგადოების დაინტერესება რითიმე; to be an object of intense interest ʘ გაძლიერებული ინტერესის ობიექტია / საგანია; the play held our interest პიესას შეუნელებელი ინტერესით ვუყურებდით; this is of no interest to me ეს მე სრულიად არ მაინტერესებს; the book lacks interest ამ წიგნში საინტერესო არაფერია;
2) ინტერესი, სულიერი მოთხოვნილება, სწრაფვა, მისწრაფება; a man of wide interests ფართო ინტერესების მქონე ადამიანი; his two great interests are music and painting მას ორი დიდი გატაცება აქვს — მუსიკა და მხატვრობა;
3) მნიშვნელობა, მნიშვნელოვნობა; an article of interest საინტერესო / საყურადღებო სტატია; questions of great interest ძალიან მნიშვნელოვანი / დიდმნიშვნელოვანი საკითხები; a work of great interest მეტად საყურადღებო / საგულისხმო ნაშრომი; a matter of considerable interest ფრიად მნიშვნელოვანი საქმე; another fact of interest კიდევ ერთი საყურადღებო / საგულისხმო ფაქტი;
2. ჩვეულ. pl 1) ინტერესები, სასიკეთო / სასარგებლო რამ; public [private] interests საზოგადოებრივი / საზოგადოების [პირადი] ინტერესები; to act for the public interests ʘ საზოგადოების ინტერესებისათვის იღვწის; to protect one's interests საკუთარი ინტერესების დაცვა; in the interests of truth [justice] ჭეშმარიტების [სამართლიანობის] გულისათვის / სასარგებლოდ; to work in the interests of humanity კაცობრიობის საკეთილდღეოდ მოღვაწეობა; party of interest იურ. საქმეში დაინტერესებული მხარე;
2) პირადი სარგებელი / ინტერესი; to do smth. in one's interests ანგარებით / პირადი სარგებლობის მიზნით რისამე ˂გა˃კეთება; to look after one's own interests მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე / გამორჩენაზე ფიქრი; it is to his interest to do so მისთვის ხელსაყრელია, მის ინტერესებშია ასე მოიქცეს;
3. 1) წილი (ამა თუ იმ საქმეში და ა.შ.); to have an interest in a business ამა თუ იმ საქმეში წილის ქონა; he has a half interest in the farm ფერმიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი მას ეკუთვნის;
2) ქონებრივი უფლება; vested interests ა) კანონით განმტკიცებული ქონებრივი უფლებები; ბ) კაპიტალდაბანდებები; გ) მსხვილი მეწარმეები; კორპორაციები, მონოპოლიები;
4. წიგნ. გავლენა, ზემოქმედების უნარი / ძალა, ავტორიტეტი; to have interest with smb. ვისიმე ავტორიტეტით / პატივისცემით სარგებლობა; he has interest with the administration ადმინისტრაცია მას ანგარიშს უწევს; to make interest with smb. ვისიმე ნდობის / პატივისცემის მოპოვება; to obtain smth. through interest with smb. ვინმეზე გავლენის წყალობით რისამე მიღწევა / მოპოვება;
5. ჩვეულ. pl სპეც. 1) საერთო (პროფესიული, რელიგიური, პოლიტიკური და ა.შ.) ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი; წრეები; ორგანიზაციები; the landed interest მიწათმფლობელები; the business interests კომერსანტები, მეწარმეები, საქმიანი წრეები; financial interests ფინანსური წრეები; outside interests უცხოური მონოპოლიები;
2) (the interests) მსხვილი მეწარმეები; კორპორაციები, მონოპოლიები;
6. 1) პროცენტები (კაპიტალიდან ); შემოსავალი კაპიტალის პროცენტებიდან; simple interest მარტივი პროცენტები; compound interest, interest on interest რთული პროცენტები, პროცენტები პროცენტებზე; rate of interest საპროცენტო განაკვეთი, პროცენტის ნორმა (სასესხო კაპიტალისა); to pay interest on a loan სესხზე პროცენტების გადახდა; to live on the interest received from one's capital კაპიტალის პროცენტებიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრება; to lend (out) money on interest ფულის გასესხება პროცენტებით; interest at 3 per cent სამპროცენტიანი მოგება;
2) : with interest ერთიორად, ათკეცად, ათმაგად; she returned our favour with interest პატივისცემა / სიკეთე ერთიორად გადაგვიხადა; to repay smb. with interest ვინმესთვის ათკეცად გადახდა / მიზღვა (სიკეთისათვის, ბოროტებისათვის და ა.შ.).