1. 1) ჭკუა, გონება, ინტელექტი; გონებრივი შესაძლებლობები; a person of good [of ordinary] intelligence კარგი [საშუალო] გონებრივი მონაცემების ადამიანი; a man of no small intelligence ჭკვიანი / ნიჭიერი ადამიანი; a high order of intelligence მაღალგანვითარებული ინტელექტი; to be defective in intelligence ʘ მიუხვედრელია, გონება არ უჭრის; to be of quick intelligence ʘ გამჭრიახი გონება აქვს, საზრიანია; to have / to possess / much intelligence ʘ ძალზე ჭკვიანია / ნიჭიერია;
2) საზრიანობა, ალღოიანობა (ცხოველებისა);
2. 1) ახალი ამბავი, ცნობა; ინფორმაცია, შეტყობინება; according to intelligence from N. ... N.-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად ...;
2) სამხ. დაზვერვის მონაცემები; დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალა;
3. დაზვერვა;
4. ინფორმაციის გაცვლა, კომუნიკაცია; კავშირი; she accused him of maintaining intelligence with the enemy მან მტერთან კავშირში დაადანაშაულა იგი;
⌇ intelligence test ინტელექტის / გონებრივი განვითარების გაზომვის ტესტი; intelligence quotient ინტელექტის / გონებრივი განვითარების კოეფიციენტი, აი ქიუ (გამოიყენება აშშ‑ს არმიასა და სკოლებში; აბრევ. IQ); intelligence report სამხ. დაზვერვის მონაცემების კრებსი; intelligence officer სამხ. დაზვერვის უფროსი; შტაბის სადაზვერვო განყოფილების უფროსი; Intelligence division ამერ. სამხ. სადაზვერვო განყოფილება / სამმართველო; intelligence service სახელმწიფო სადაზვერვო / დაზვერვის სამსახური; Intelligence Service ინტელიჯენს სერვისი (დიდ ბრიტანეთში); intelligence branch სამხ. სადაზვერვო / დაზვერვის სამსახური; intelligence police კონტრდაზვერვა.