1. 1) რისამე შიგნითა / შიდა სივრცე; რისამე შიგნითა / შიდა ნაწილი; the inside of a room ოთახის შიდა ნაწილი / შიდა მოწყობილობა; have you seen the inside of the house? შიგნიდან სახლი ნანახი გაქვთ?
2) რისამე შიგნითა / შიდა მხარე ან ზედაპირი; რისამე შიდა / უკუღმა პირი; the inside of a box კოლოფის შიდა ზედაპირი; the inside of an envelope კონვერტის შიგნითა მხარე / შიგნითა პირი; the inside of a hat ქუდის შიდა მხარე; on the inside of smth. რისამე შიგნითა მხარეზე / შიდა პირზე;
3) ტროტუარის მხარე, რომელიც სახლებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქუჩის სავალ ნაწილთან;
2. 1) ხშ. pl შიგნეულობა, შინაგანი ორგანოები (განსაკ. კუჭი და ნაწლავები); the insides of a fowl ფრინველის შიგნეულობა / კუჭმაჭი;
2) საუბ. შინაგანი არსი / ბუნება, სული; ფარული ფიქრები ან გრძნობები; to have a good inside ʘ კარგი გულის ადამიანია; to feel smth. with one's inside გუმანით რისამე გრძნობა; one cannot know the inside of a man's mind შეუძლებელია სხვისი ფარული აზრების / გულისნადების გაგება; to speak one's inside freely საკუთარი აზრის გულახდილად / დაუფარავად გამოთქმა;
3. საუბ. დროის ამა თუ იმ მონაკვეთის შუა ან უდიდესი ნაწილი; the inside of a week შუა კვირა; დრო ორშაბათიდან პარასკევამდე; to come home for the inside of a fortnight თითქმის ორი კვირით შინ ჩამოსვლა;
4. საუბ. მგზავრი, რომელსაც დილიჟანსის, საფოსტო კარეტის
და ა.შ. შიგნითა ადგილი უკავია (
იმპერიალზე მჯდომი მგზავრისაგან განსხვავებით);
5. საუბ. 1) საიდუმლო / კონფიდენციალური ინფორმაცია;
2) მდგომარეობა ან სიტუაცია, რომელიც საიდუმლო / კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა; to be on the inside რისამე შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის ფლობა; ʘ რაიმეში ჩახედულია / გათვითცნობიერებულია;
3) საიდუმლო / კონფიდენციალური ინფორმაციის მქონე პირი;
6. სპორტ. ინსაიდი, შუამარბი; inside left [right] მარცხენა [მარჯვენა] ინსაიდი / შუამარბი;
7. pl შიდა ფურცლები (ქაღალდის დასტაში).