1. დაზიანება (˂და˃აზიანებს), დაშავება, ტკენა, გაჭრა; ტრავმირება; to injure one's knee [one's leg] with smth. ʘ მუხლი [ფეხი] დაიზიანა / იტკინა / გაიჭრა რითიმე; to injure oneself ʘ რაიმე იტკინა / გაიჭრა; he was injured playing football ფეხბურთის თამაშისას დაშავდა / ტრავმა მიიღო; to be injured in an accident ავარიისას დაშავება / ტრავმ˂ებ˃ის მიღება; fortunately, no one was seriously injured საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა;
2. წყენინება (აწყენინებს), გულის ტკენა, ტკივილის მიყენება, შეურაცხყოფა; უსამართლოდ მოპყრობა; to injure smb.'s feelings / sensibilities / ვისიმე წყენინება, ვისიმე გრძნობების შეურაცხყოფა; to injure smb.'s pride ვისიმე თავმოყვარეობის / ღირსების შელახვა; he is in no way injured იგი სულაც არ არის ნაწყენი / სულაც არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად;
3. დაზიანება (˂და˃აზიანებს), ზიანის / ვნების მიყენება, გაფუჭება; ზარალის მიყენება; to injure smb.'s health ვისიმე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, ვისიმე ჯანმრთელობის ვნება; crops injured by hail დასეტყვილი / სეტყვისაგან დაზიანებული პურის ყანები; many houses were injured by the storm ქარიშხალმა მრავალი სახლი დააზიანა; to injure smb.'s reputation ვისიმე რეპუტაციის შელახვა, ვინმესთვის სახელის გატეხა; to injure one's reputation ʘ რეპუტაცია შეილახა, სახელი გაიტეხა; to injure smb.'s prospects ვისიმე გეგმების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; this tax will injure all business ეს გადასახადი მთელ ბიზნესს / კომერციულ საქმიანობას დააზარალებს.