1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რისამე ფარგლებში ან შიგნით ყოფნას: -ში, -ზე; in a box ყუთში; in the house სახლში; in a picture სურათზე; to drive in a motor car ʘ მანქანაში ზის, მანქანით სადმე მიემგზავრება;
2) ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ გეოგრაფიულ წერტილში ყოფნას: -ში, -ზე; in the street ქუჩაში; in the sky ცაზე, ცაში; in town [in the country] ქალაქში [სოფელში / სოფლად]; in the British Isles ბრიტანეთის კუნძულებზე; in the North ჩრდილოეთში; in the South სამხრეთში; in the distance შორს, მოშორებით; in such and such a latitude ამა და ამ განედზე; birds twittered in the trees ხეებზე ჩიტები ჭიკჭიკებდნენ; her eyes were serious in her smiling face თვალებს მის მოღიმარ სახეზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდათ; in the firing-line სამხ. ცეცხლის ხაზზე; he had a stick in his hand ხელში ჯოხი ეჭირა; she held a child in her hands ქალს ხელში ბავშვი ეჭირა / ბავშვი ჰყავდა აყვანილი; he sat motionless, cigar in mouth იგი გაუნძრევლად იჯდა, პირში სიგარა ჰქონდა გაჩრილი;
3) ამა თუ იმ მიმართულებას ან მოძრაობას რისამე შიგნით, რაიმეში: საუბ. -ში; to put smth. in one's pocket ჯიბეში რისამე ჩადება; dip your pen in the ink ჩააწეთ კალამი მელანში; put it in water წყალში ჩადეთ ეს; to insert a key in the lock საკეტში გასაღების შეყოფა; in which direction did he go? რა მიმართულებით / საითკენ წავიდა იგი?
4) სადმე მისვლას, ჩასვლას: -ში; to arrive in a country [in a city] ქვეყანაში [ამა თუ იმ ქალაქში] ჩასვლა; they landed in Africa გემიდან აფრიკაში გადმოსხდნენ;
5) ამა თუ იმ ადგილას ყოფნასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან მდგომარეობას: -ში; in hospital საავადმყოფოში; in school სკოლაში; in bed ლოგინში;
2. მიუთითებს 1) ამა თუ იმ ნაწარმოებში, ამა თუ იმ ავტორთან და ა.შ. არსებობას: -ში, ‑თან; in the second chapter, in chapter two მეორე თავში; in Shakespeare შექსპირთან / შექსპირის ნაწარმოებში; I read it in the newspaper მე ეს გაზეთში წავიკითხე; in his speech [letter] მის სიტყვაში [წერილში];
2) რაიმეში შეტანას, ჩართვას ან სადმე შესვლას: -ში; to include smth. in the list სიაში რისამე შეტანა; to include smb. in the list სიაში ვისიმე შეყვანა; to enlist as a volunteer in the army ჯარში მოხალისედ წასვლა;
3. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) დღე-ღამის ან წელიწადის დროს, წელს, საუკუნეს და ა.შ.: -ში; არსებით სახელებთან ერთად გადმოიცემა შესაბამისი ზმნისართებითაც; in the morning [afternoon, evening] დილას, დილით [დღისით / ნაშუადღევს, საღამოს / საღამოთი]; in the day, in the day-time დღისით; in summer ზაფხულში; in winter ზამთარში; in January იანვარში; in May მაისში; in (the year) 1960 ათას ცხრაას სამოც წელს; in the 19th century XIX საუკუნეში; in those times იმ დროს, მაშინ; in my time ჩემს დროს, ჩემსობას; in (the) future მომავალში; in the past წარსულში; in due time თავის დროზე; in time დროზე, დროულად; in good time წინასწარ, წინდაწინ; in the meantime ამასობაში, ამ დროს; in the fifties ორმოცდაათიან წლებში (საუკუნისა); she is in her thirties იგი ოცდაათ წელს გადასცილდა;
2) პერიოდს, დროის მონაკვეთს, რომლის შემდეგაც რაიმე ხდება: -ში, შემდეგ; I shall be ready in an hour ერთ საათში / ერთი საათის შემდეგ მზად ვიქნები; in a minute ამ წუთში, ახლავე, იმ წუთში, მაშინვე; in no time მყისვე, დაუყოვნებლივ, იმავე წამს; in a little while მალე; ცოტა ხნის შემდეგ;
3) პერიოდს, დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოქმედება ხდება: -ში, განმავლობაში; he finished his work in an hour მან სამუშაო ერთ საათში დაამთავრა; he did it in less than seven days მან ამის გაკეთებას შვიდ დღეზე ნაკლები დრო მოანდომა;
4) განმავლობაში, მანძილზე; გადმოიცემა მიცემითი ბრუნვითაც; they did not come back in some days უკან რამდენიმე დღის განმავლობაში / რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულან; I have not been there in some months რამდენიმე თვეა იქ არ ვყოფილვარ; in a hot day ცხელ დღეს;
4. მიუთითებს 1)
ატმოსფერულ პირობებს, ამინდს და სხვ. გარეშე პირობებს: -ში, -ზე; in good [bad] weather კარგ [ცუდ] ამინდში; to go out in the rain [in the storm] წვიმაში [ქარიშხლის დროს]
სახლიდან გარეთ გასვლა; in the cold [in the wind] სიცივეში [ქარში]; in the dark სიბნელეში; to sit in the sun მზეზე ჯდომა;
2) (თანმხლებ) გარემოებებს, პირობებს: -ში; გადმოიცემა დროის გარემოებითაც; in the circumstances მოცემულ პირობებში, არსებულ ვითარებაში; in his absence მის არყოფნაში, მისი არყოფნის დროს; in crossing the street ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის დროს / გადასვლისას; in power, in office ხელისუფლების სათავეში; in danger საფრთხეში, განსაცდელში; in a friendly atmosphere მეგობრულ გარემოში / ატმოსფეროში;
3) ვისიმე სულიერ ან ფიზიკურ მდგომარეობას; საგნის მდგომარეობას და ა.შ.: -ში; he is in good [in bad] health ჯანმრთელადაა [სუსტი ჯანმრთელობა აქვს]; to be in good [in bad] condition / state / კარგ [ცუდ] მდგომარეობაში ყოფნა; in tears თვალზე ცრემლით; in despair სასოწარკვეთილებაში; any man in his senses ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ადამიანი; to be in love ʘ შეყვარებულია; to be in a rage ʘ განრისხებულია; in order წესრიგში; in repair რემონტში, შესაკეთებლად; in good [in bad] repair კარგ [ცუდ] მდგომარეობაში; cow in calf მაკე ფური;
4) გარეგნობას, ტანსაცმელს, გარსს, შემოსაკრავს და ა.შ.: -ში; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; in white თეთრებში / თეთრი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი; in silk აბრეშუმის კაბაში / სამოსში გამოწყობილი; in rags კონკებში გამოხვეული, ჩამოკონკილი; in a felt hat ფეტრის ქუდით; in brown shoes ყავისფერი ფეხსაცმელებით, ყავისფერი ფეხსაცმელი რომ აცვია; in mourning შავებში / სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილი; in uniform უნიფორმით; what shall I go in? რა ჩავიცვა? რითი წავიდე? a sofa upholstered in leather ტყავგადაკრული ტახტი;
5) მიზეზს ან მიზანს: -გან, გამო, -თვის; გადმოიცემა ვითარებითი ბრუნვითაც; to cry out in alarm [in surprise] შიშისაგან [გაკვირვებისაგან] დაყვირება / წამოყვირება; in answer, in reply პასუხად, საპასუხოდ; in smb.'s behalf ვისიმე სასარგებლოდ / სასიკეთოდ; in behalf of smb. ვინმესთვის, ვისიმე გულისთვის; in honour პატივსაცემად; in memory of სამახსოვროდ, მოსაგონებლად; in protest პროტესტის ნიშნად; to act in self-defence თავდასაცავად მოქმედება;
6) საშუალებას, მანერას, სტილს და ა.შ.: -ში; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც, არსებით სახელებთან ერთად კი — ზმნისართებითაც; in haste სიჩქარეში, აჩქარებით; in a few words ორიოდ სიტყვით; in detail დეტალურად, დაწვრილებით; to speak in a low [in a loud] voice ჩუმად [ხმამაღლა] ლაპარაკი; to talk in whispers / in a whisper / ჩურჩულით ლაპარაკი; in a certain manner გარკვეულ ყაიდაზე, გარკვეული მანერით; in the Chinese style ჩინურ სტილში, ჩინური სტილით; in confidence, in secret საიდუმლოდ, კონფიდენციალურად; in barrels კასრებით, კასრობით; in cases ყუთებით; in turn რიგრიგობით; in succession თანამიმდევრობით, თანამიმდევრულად; მიყოლებით; in bulk იხ. bulk¹ I 1 2);
7) პირთა, საგანთა განლაგების ყაიდას: -˂ებ˃ად; არსებით სახელებთან ერთად გადმოიცემა ზმნისართებითაც; in rows რიგებად, რიგ-რიგად; in groups ჯგუფებად, ჯგუფ-ჯგუფად; in columns სვეტებად; in pairs წყვილებად, წყვილ-წყვილად; in alphabetical order ანბანის რიგზე, ანბანურად;
5. მიუთითებს 1) თვისების გამოვლინების ან მოქმედების განვითარების სფეროს, შედარების ან შეპირისპირების არეს: -ში; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; broad in the shoulders მხრებში განიერი, მხარბეჭიანი; black in the face იხ. black II ◇; blind in one eye ცალი თვალით ბრმა; she was a child in nature though not in years იგი ბუნებით ბავშვი იყო, თუმცა ასაკით ბავშვი აღარ ეთქმოდა; rich in oil ნავთობით მდიდარი; he is weak in physics [in English] იგი ფიზიკაში [ინგლისურში] სუსტია; he was unfortunate in his friends მეგობრებში ბედი არა სწყალობდა; she is superior to him in knowledge ქალი მას ცოდნით აღემატება; he is advanced in years იგი უკვე ასაკშია შესული / მოხუცებულია; to vary in size [in colour] ʘ ზომით [ფერით] განსხვავდება; these words differ / are different / in meaning ეს სიტყვები მნიშვნელობით განსხვავდება ერთმანეთისაგან; they are equal in strength ისინი თანაბარი ძალისანი არიან; a foot in length [in width] ერთი ფუტის სიგრძისა [სიგანისა]; to surpass / to exceed / in smth. ʘ რითიმე აღემატება / სჯობნის; what is the new style in hats? საუბ. როგორი ქუდებია ახლა მოდაში?
2) წიგნის, ლექციის და ა.შ. თემას, სპეციალიზაციის დარგს: -ში; გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვითაც; a book in mathematics მათემატიკის / მათემატიკისადმი მიძღვნილი წიგნი; a lecture [an examination] in mathematics ლექცია [გამოცდა] მათემატიკაში; he is a specialist in history იგი ისტორიის სპეციალისტია;
6. მიუთითებს 1) რაიმეში მონაწილეობას: -ში; to take part in smth. რაიმეში მონაწილეობის მიღება; to help / to assist / in smth. რაიმეში დახმარება; to interfere / to meddle / in smth. რაიმეში ჩარევა; to join in smth. ʘ რაიმეს შეუერთდა / მიუერთდა;
2) ვისიმე ან რისამე რწმენას, ნდობას: მიმართ, -ში; გადმოიცემა ნათესაობითი და მიცემითი ბრუნვითაც; to believe / to place faith / in smb., smth. ʘ ვისიმე / რისამე რწმენა აქვს / სჯერა; to have trust in smb. ʘ ვინმეს ენდობა; to confide in smb. ვისიმე მიმართ ნდობის ქონა; ʘ ვინმეს ენდობა; to have strong belief in smb.'s innocence ʘ ღრმადაა დარწმუნებული ვისიმე უდანაშაულობაში;
3) მოქმედების დასასრულს, შედეგს: -ით, -ში; to end / to finish, to terminate, to culminate / in smth. რითიმე დასრულება / დამთავრება; their policy resulted in war მათ პოლიტიკას შედეგად ომი მოჰყვა; to succeed in smth. რაიმეში წარმატების მიღწევა; to fail in smth. რაიმეში წარუმატებლობის / მარცხის განცდა;
7. მიუთითებს 1) სამსახურის ადგილს, პროფესიას, მოღვაწეობის სფეროს, ამა თუ იმ ჯგუფის წევრობას: -ში; to be in the army ჯარში ყოფნა, ჯარში სამსახური; to work in an office დაწესებულებაში / ოფისში მუშაობა; to be in a club ʘ კლუბის წევრია; to be engaged in trade ʘ ვაჭრობას ეწევა;
2) საქმიანობის ხასიათს: -ში; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; to spend one's time in reading ʘ დროს კითხვაში ატარებს; to be engaged in smth. ʘ რითიმეა დაკავებული;
8. მიუთითებს 1) მასალას, რომლისგანაც საგანია დამზადებული: გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვითაც; a statue in marble [in wood] მარმარილოს [ხის] ქანდაკება;
2) მუშაობის დროს გამოყენებულ მასალას: გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვით; to paint in oil ზეთის საღებავებით ხატვა; to write in pencil [in ink] ფანქრით [მელნით] წერა;
3) ლაპარაკისას ან წერისას გამოყენებულ ენას, დიალექტს ან აქცენტს: -ზე; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც, არსებით სახელებთან ერთად კი — ზმნისართებით; in English ინგლისურად, ინგლისურ ენაზე; in Georgian ქართულად, ქართულ ენაზე; she wrote in French იგი ფრანგულად წერდა; books in different languages სხვადასხვა ენებზე დაწერილი წიგნები; he spoke in a strong French accent იგი ძლიერი ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა;
9. მიუთითებს რაიმესთან შესატყვისობას: -თან, -ით; in my opinion ჩემი აზრით; in justice სამართლიანად, სამართლიანობის თანახმად;
10. მიუთითებს რიცხობრივ შეფარდებას, პროპორციას: -ში, -დან; one in every ten ათიდან ერთი, ათში ერთი; one chance in five ერთი შანსი ხუთიდან; once in ten years ათ წელიწადში ერთხელ;
11. მიუთითებს ნაწილებად დაყოფას: -˂ებ˃ად; to cut in pieces ნაწილებად დაჭრა; cut the loaf in two პური ორად / ორ ნაწილად გაჭერით; to break in pieces ნატეხებად დამტვრევა;
12. იხმ. ხასიათის თვისებების, ამა თუ იმ უნარის მითითებისას: -ში; გადმოიცემა აღწერითაც; I did not know he had it in him; ა) არ ვიცოდი, ასეთი თვისებების პატრონი თუ იყო; ბ) არ ვიცოდი, ამისი უნარი თუ შესწევდა; a peculiarity in young people ახალგაზრდების თავისებურება;
13. იხმ. სიტყვის გრამატიკული ფორმის მითითებისას: -ში; in the singular მხოლოობით რიცხვში; in the nominative [in the ergative] case სახელობით [მოთხრობით] ბრუნვაში;
14. შესიტყვებებში: in case იმ შემთხვევაში, თუ; in case I am late, wait for me on the platform თუ დამაგვიანდეს, ბაქანზე დამელოდე; in case of იმ შემთხვევაში, თუ; რისამე შემთხვევაში; in case of my not being there, ask him ჩემი არყოფნის შემთხვევაში მას შეეკითხეთ; in front of რისამე წინ; ვისიმე წინაშე; he stood in front of a grocer's window იგი საბაკალეო საქონლის მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა; in lieu of რისამე ნაცვლად / მაგივრად; in order იმისთვის, რომ; იმისთვის, რათა; I came all the way just in order to see you მთელი ეს გზა მხოლოდ იმისთვის გამოვიარე, რომ თქვენ მენახეთ; in so far as იმდენად, რამდენადაც; in so far as it concerns me რამდენადაც ეს მე მეხება; in spite of რისამე მიუხედავად; in spite of all მიუხედავად ყველაფრისა; in spite of that I believe him მიუხედავად ამისა, მე მისი მჯერა; in that იმით, რომ; იმდენად, რამდენადაც; რადგანაც; this decision did more harm than good in that it made the procedure still more complicated ამ გადაწყვეტილებამ ზიანი მეტი მოიტანა ვიდრე სარგებელი, რამდენადაც პროცედურა კიდევ უფრო გაართულა; in virtue of = by virtue of [იხ. by² II 13]; in fact, in point of fact სინამდვილეში, რეალურად, ფაქტობრივად; I think so, in fact I am sure მე ასე ვფიქრობ, ფაქტობრივად დარწმუნებულიც ვარ; in general საზოგადოდ, საერთოდ; they liked everything in general, but the pictures in particular მათ საერთოდ ყველაფერი მოეწონათ, მაგრამ განსაკუთრებით — სურათები; in himself / in herself, in itself / თავისთავად, თავად (ითქმის შესაბამისად მამრობითი, მდედრობითი და საშუალი სქესის არსებითი სახელების შესახებ); this stuff is not a poison in itself თავისთავად ეს ნივთიერება შხამი არ არის; in question განსახილველი, მოცემული; the problem in question განსახილველი პრობლემა; პრობლემა, რომელიც მხედველობაში აქვთ; in the end ბოლოს და ბოლოს, საბოლოო ჯამში; in use ხმარებაში; in fashion მოდაში; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.