1. ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა (˂მო˃ახდენს); to impress smb. ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა; to impress smb. favourably [unfavourably] ვინმეზე დადებითი [უარყოფითი] შთაბეჭდილების მოხდენა; to be deeply / profoundly / impressed ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა; he did not impress me at all მან ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა; to be impressed by a book [by a letter, by a speech, by a sight] წიგნის [წერილის, წარმოთქმული სიტყვის, ნანახის] შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა; he was deeply impressed with what he had heard იგი გაოგნებული იყო გაგონილისაგან;
2. (on, upon) ჩაგონება (˂ჩა˃აგონებს), ვისიმე გონებაში აღბეჭდვა; to impress one's beliefs [views] on / upon / others სხვებისათვის საკუთარი მრწამსის [შეხედულებების] ჩაგონება / თავს მოხვევა; let me impress this on you ნება მომეცით განგიმარტოთ ეს; I want to impress upon you the necessity of hard work მინდა დაძაბული მუშაობის აუცილებლობა შეგაგნებინოთ; the scenes of our childhood rest deeply impressed upon us all our life ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ჩვენს გონებაში; to impress smth. in one's mind საკუთარ მეხსიერებაში რისამე აღბეჭდვა;
3. 1) ანაბეჭდის / ნატვიფრის გაკეთება (˂გა˃აკეთებს); შტემპელის დასმა; დამღის ან დაღის დასმა; to impress wax with a seal ლუქზე ბეჭდის დასმა; to impress a mark upon a surface, to impress a surface with a mark რისამე ზედაპირზე ნიშნის დასმა;
2) ამოტვიფვრა (˂ამო˃ტვიფრავს); to impress a design on metal ლითონზე ორნამენტის ამოტვიფვრა;
3) ˂და˃ბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს).