ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

impose verb
[ɪmʹpəʊz]
ბეჭდვა

1. (on, upon) დადება (˂და˃ადებს), დაკისრება (სასჯელისა, ვალდებულებისა, ხარკისა და ა.შ.); დაწესება, შემოღება (გადასახადისა, სანქციებისა, ჩვეულებისა და ა.შ.); მიყენება (ტანჯვისა, ტკივილისა და ა.შ.); to impose a tribute [a penalty] on smb. ვინმესთვის ხარკის [სასჯელის] დადება; to impose a tax on all unmarried men ყველა უცოლო მამაკაცისთვის გადასახადის შეწერა / გადახდევინება; to impose a burden on smb. ვინმესთვის მძიმე ვალდებულების დაკისრება; to impose a duty [a task] on smb. ვინმესთვის მოვალეობის [საქმის] დაკისრება; the names, which the Phoenicians imposed on those places სახელები, რომლებიც იმ ადგილებს ფინიკიელებმა უწოდეს; to impose injuries upon smb. ვინმესთვის ტრავმების მიყენება; to impose silence upon smb. ვისიმე გაჩუმება;

2. (on, upon) თავს მოხვევა (˂მო˃ახვევს), დაძალება; რისამე შეტყუება / შეჩეჩება; to impose one's views on smb. ვინმესთვის საკუთარ შეხედულებათა თავს მოხვევა; to impose a lie upon smb. ვისიმე მოტყუება / გაცურება; to impose oneself where not invited დაუპატიჟებლად სადმე მისვლა;

3. (on, upon) 1) მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; to impose upon a simpleton გულუბრყვილო ადამიანის მოტყუება; to be easily imposed upon ʘ ადვილად ტყუვდება, ადვილი მოსატყუებელია; his disguise would impose upon even his closest friends ამგვარი ჩაცმულობა მის უახლოეს მეგობრებსაც კი შეიყვანდა შეცდომაში;

2) ბოროტად გამოყენება (˂გამო˃იყენებს); to impose on smb.'s good nature ვისიმე გულკეთილობის ბოროტად გამოყენება;

importunity imposing I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0314