ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

imitate verb
[ʹɪmɪteɪt]
ბეჭდვა

1. 1) მიბაძვა (˂მი˃ჰბაძავს), იმიტირება; მსგავსის გაკეთება, ასლის / პირის გადაღება; to imitate smb.'s movements [gestures] ვისიმე მოძრაობების [ჟესტების] მიბაძვა; to imitate a picture სურათის ასლის გადაღება; to imitate the classics [modern writers] კლასიკოსების [თანამედროვე მწერლების] მიბაძვა; small children learn by imitating their parents პატარები თავიანთი მშობლების მიბაძვით იძენენ ცოდნას;

2) დაცინვით / ხუმრობით მიბაძვა (˂მი˃ჰბაძავს) / იმიტირება, გამოჯავრება; to imitate one's acquaintances საკუთარი ნაცნობების გამოჯავრება;

2. ყალბის გაკეთება (˂გა˃აკეთებს), გაყალბება; to imitate gems ყალბი ძვირფასი ქვების გაკეთება; wood painted to imitate stone შეღებვით ქვას მიმსგავსებული ხე;

3. ბიოლ. სხვა ორგანიზმების შეფერილობის, ქცევის და ა.შ. მიბაძვა (˂მი˃ჰბაძავს); შეფერილობით, ქცევით და ა.შ. სხვა ორგანიზმებს დამსგავსება.

imitable imitation

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0280