1. 1) სახლით / საცხოვრებლით უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), დაბინავება;
2) შეფარება (˂შე˃იფარებს), თავშესაფრის მიცემა; the cave houses snakes ამ გამოქვაბულში გველები ბუდობენ;
3) : to house oneself თავისთვის სახლის, საცხოვრებლის ან თავშესაფრის პოვნა (იპოვის); სადმე დაბინავება;
4) სამხ. ჯარების დაბინავება (˂და˃აბინავებს);
2. ცხოვრება (ცხოვრობს), ბინადრობა; დასახლება; you and I can house together მე და შენ შეგვიძლია ერთად დავსახლდეთ;
3. 1) შენახვა (˂შე˃ინახავს); შესანახად / დასაცავად შენობაში, ოთახში და ა.შ. მოთავსება; to house one's spare books in an attic ზედმეტი წიგნების სხვენზე ატანა; to house garden tools in a shed მებაღეობისათვის საჭირო იარაღების ფარდულში შენახვა; to house the anchor ზღვ. ღუზის ამოღება და საიმედოდ / საიმედო ადგილას დამაგრება;
2) გადატ. მოთავსება (˂მო˃ათავსებს), ბინის მიჩენა; so timorous a soul housed in so impressive a body ესოდენ წარმოსადეგ სხეულში მოქცეული ესოდენ მფრთხალი სული;
4. დატევა (
˂და
˃იტევს);
ʘ შეიცავს; this cottage will never house us all ამ კოტეჯში ყველანი ვერაფრით ვერ დავეტევით; this building houses lawyers' offices ამ შენობაში ადვოკატთა ოფისებია განლაგებული; the library houses several thousand books
ამ ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათასი წიგნია;
5. მოძვ. ვისიმე იძულება (აიძულებს) სახლში ან შენობაში დაიმალოს / თავი შეაფაროს;
6. ტექ. 1) ჩასმა (˂ჩა˃სვამს), ჩადგმა (კორპუსში, ბუდეში და ა.შ.);
2) დაცვა (˂და˃იცავს), დაფარვა (გარსაცმით, დამცავი ნაგებობით და ა.შ.);
7. ს.-მ. 1) მარცვლეულის ბეღელში ჩაყრა (˂ჩა˃ყრის), შენახვა;
2) საქონლის ბოსელში და ა.შ. შერეკვა (˂შე˃რეკავს).