1. ცხელი; hot water ცხელი წყალი [შდრ. აგრ. ◇]; hot weather ცხელი ამინდი; hot poker გავარვარებული ცეცხლის საჩხრეკი; hot asphalt სიცხისგან გავარვარებული ასფალტი; hot spring ცხელი წყარო; hot spell სიცხის / ცხელი ამინდის პერიოდი; hot iron თხევადი თუჯი; hot test გახურებაზე გამოცდა; hot work / working / ტექ. ცხელი დამუშავება; hot blast მეტალ. ცხელი ბერვა; hot storage სპეც. ა) მასალების შენახვა ცხელ მდგომარეობაში; ბ) რისამე შენახვა გათბობის მქონე საწყობში; hot ductility მეტალ. ჭედადობა / ჭიმვადობა / პლასტიკურობა გახურებისას; hot snare მედ. მარყუჟი (მოსაწვავი ინსტრუმენტი); hot to the touch ხელის შეხებისას სიცხის შეგრძნებას რომ იწვევს; I like my tea hot ჩაი ცხელი მიყვარს; I am hot მცხელა; to make hot გაცხელება, გახურება; გათბობა; running made me hot სირბილმა გამახურა; hot and hot ცხელ-ცხელი (ითქმის საჭმლის შესახებ);
2. ტექ. გადამეტხურებული, გავარვარებული; hot spot გადამეტხურების ადგილი (შიგაწვის ძრავას საკისრისა);
3. 1) მხურვალე, მგზნებარე; ფიცხი, ცხარე; hot anger მრისხანება, ბრაზისგან გაშმაგება; hot temper ფიცხი ხასიათი, სიფიცხე; hot at work გამალებით / გულმოდგინედ მომუშავე; hot gospeller იხ. gospeller 2;
2) გაბრაზებული, ბრაზიანი; გაცხარებული, აღელვებული; გაღიზიანებული; hot words ბრაზიანი სიტყვები; hot with rage განრისხებული, ბრაზისგან გააფთრებული; to get hot over an argument კამათისას გაცხარება; to grow hot over smth. რისამე გამო გაცხარება / აღშფოთება;
3) მოწადინებული, ენთუზიაზმით აღსავსე; რითიმე ძლიერ გატაცებული ან დაინტერესებული (ხშ. on, upon); hot fisherman თავგამოდებული მეთევზე; hot on playing cricket კრიკეტის თამაშით ძლიერ გატაცებული; to be hot upon a topic ამა თუ იმ თემაზე გატაცებით საუბარი; hot upon the cause ამა თუ იმ საქმით გულმხურვალედ დაინტერესებული; I'm not so hot on it საუბ. მე ამას მაინცდამაინც დიდად მოწადინებული არა ვარ;
4) შემაწუხებელი, არასასიამოვნო; სახიფათო;
5) ბედი რომ უღიმის, იღბლიანი; წარმატებას რომ აღწევს; კარგ ფორმაში მყოფი; hot favourite შეჯიბრების ფავორიტი, სავარაუდო გამარჯვებული;
4. 1) ცხარე, გაცხარებული, დაძაბული; hot contest ცხარე / დაძაბული პაექრობა (
შეჯიბრებისას და ა.შ.); hot battle ცხარე / სასტიკი ბრძოლა; in the hottest part of the battle შუაგულ ომში; a hot time დაძაბული / "ცხელი" დღეები; in hot haste აჩქარებით,
საშინელ სიჩქარეში, ფაციფუცით;
2) საუბ. სწრაფი, ჩქარი; a hot new jet plane ახალი ჩქაროსნული რეაქტიული თვითმფრინავი;
5. 1) ახალი, დაუძველებელი; hot scent ნადირის ახალი / ცხელი კვალი; hot chase ცხელ კვალზე დევნა; hot pursuit იურ. ცხელ კვალზე დევნა; to be hot on the track of smb. ვისიმე ცხელ კვალზე / კვალდაკვალ დევნა; hot from the press ახალდაბეჭდილი, ახალი (ითქმის გაზეთის ნომრის და ა.შ. შესახებ); hot treasury bills ფინ. ახალგამოშვებული მოკლევადიანი სახაზინო თამასუქები;
2) ახალი, ცხელ-ცხელი; სენსაციური (ითქმის ინფორმაციის და ა.შ. შესახებ); hot news უახლესი / ცხელ-ცხელი ამბები; სენსაციური ახალი ამბები; hot tip საუბ. უახლესი ინფორმაცია;
3) საუბ. თანამედროვე;
6. საუბ. მიზნის მიღწევასთან, პასუხის პოვნასთან და ა.შ. ახლოს მყოფი; guess again, you are getting hotter ერთხელაც სცადეთ, გამოცნობას / პასუხის პოვნას ცოტაღა გიკლიათ;
7. ცხარე, ცხარე გემოს მქონე; წიწაკიანი; the mustard is too hot მდოგვი მეტისმეტად ცხარეა; this sauce is too hot ეს საწებელი ძალიან ცხარეა / წიწაკიანია;
8. ნათელი, მკვეთრი, ინტენსიური (ითქმის ფერის შესახებ);
9. სადავო; საჭირბოროტო; hot issue მწვავე საკითხი;
10. 1) სქესობრივად აგზნებული; ავხორცი;
2) სექსუალურად მიმზიდველი, სექსუალური;
3) უხამსი, სკაბრეზული;
4) არსებ. მნიშვნ. pl სლ. ძლიერი სქესობრივი ლტოლვა / ჟინი;
11. 1) მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფი; hot wire ა) ელექტრ. მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფი ხაზი; ბ) ≅ ფრთხილად, მაღალი ძაბვაა! (წარწერა);
2) ფიზ. (მაღალ)რადიოაქტიური; hot chemistry "ცხელი" ატომების ქიმია, მაღალი ენერგიის ქიმია; hot laboratory (მაღალ)რადიოაქტიურ ნივთიერებათა კვლევის ლაბორატორია; hot material (მაღალ)რადიოაქტიური ნივთიერება; hot atom "ცხელი" ატომი, უკუცემის დიდი ენერგიის მქონე ატომი;
12. სლ. 1) ახლად მოპარული; უკანონოდ შეძენილი, უკანონოდ რომ ინახება; კონტრაბანდული; hot goods ნაპარავი ან კონტრაბანდული საქონელი; hot oil ნაპარავი, კონტრაბანდული ან უკანონოდ მოპოვებული ნავთობი; hot check სლ. ყალბი ჩეკი;
2) პოლიციის მიერ ძებნილი;
13. 1) საუბ. შესანიშნავი, არაჩვეულებრივი; not so hot არც მაინცდამაინც კარგი, დიდი ვერაფერი;
2) სლ. პოპულარული;
3) სლ. კარგად რომ იყიდება, დიდი მოთხოვნილებით რომ სარგებლობს;
14. სლ. სულელური, აბსურდული; დაუჯერებელი; that's a hot one! რა სისულელეა! ეს უბრალოდ დაუჯერებელია! სასაცილოა!
◇ hot war "ცხელი" ომი, ნამდვილი ომი (ცივი ომისაგან განსხვავებით); the hot place სლ. ჯოჯოხეთი; hot chair ამერ. სლ. ელექტრული სკამი; hot seat სლ. ა) იხ. hot chair; ბ) მძიმე მდგომარეობა; ძნელი ან საპასუხისმგებლო სიტუაცია; გ) ავ. სლ. საკატაპულტირებელი სკამი ან სავარძელი; hot cor ner მძიმე / გამოუვალი მდგომარეობა; hot with ალკოჰოლიანი სასმელი ცხელი წყლითა და შაქრით; hot jazz კლასიკური ჯაზის ერთ-ერთი მიმართულება; hot potato საუბ. სადავო საკითხი; რთული პრობლემა; to drop smth. like a hot potato რაიმეზე სასწრაფოდ უარის თქმა / ხელის აღება; hot stuff სლ. ა) შესანიშნავი / არაჩვეულებრივი ვინმე ან რამე; ბ) სექსუალურად მიმზიდველი ადამიანი; გ) შორისდ. მნიშვნ. შესანიშნავია! საუცხოოა! მაგარია! hot pants საუბ. ა) ქალის მოკლე შორტები; ბ) სექსუალური ახალგაზრდა ქალი; გ) ძლიერი სქესობრივი ლტოლვა / ჟინი; to get hot pants სქესობრივად აგზნება / აღელვება; hot money ფინ. "ცხელი" ფული (კაპიტალი, რომელიც საზღვარგარეთ გააქვთ გაუფასურების საშიშროების გამო); hot under the collar გაბრაზებული, აღშფოთებული, აღელვებული; to get into hot water გასაჭირში / სახიფათო მდგომარეობაში მოხვედრა [შდრ. აგრ. 1]; to make it / things / too hot for smb. ვინმესთვის აუტანელი პირობების შექმნა; the place is getting too hot to hold him მისთვის აქ დარჩენა სახიფათოა / აღარ შეიძლება; don't make it too hot! ზედმეტად ნუ ცხარობ! ნუ ღელავ! ნუ აზვიადებ!