1. ღირსება, პატიოსნება; professional / business / honour პროფესიული ღირსება / ეთიკა; on / upon / my honour, word of honour პატიოსან სიტყვას გაძლევ(თ); to pledge one's honour პატიოსანი სიტყვის მიცემა, სინდისის დაფიცება; to put smb. on his honour ა) ვისიმე ნდობა, ვისიმე სიტყვის დაჯერება; ბ) ვინმესთვის რისამე გაკეთებინება / რისამე გაკეთების თხოვნა მისი პატიოსნების, მოვალეობის გრძნობის და მისთ. ხათრით; point of honour ღირსების საკითხი / საქმე; an affair of honour ორთაბრძოლა, დუელი; a debt of honour ვალი, რომლის გადახდაც ღირსების საქმედაა მიჩნეული, განსაკ. ბანქოში წაგებული ვალი; code of honour ღირსების კოდექსი; a man of honour ღირსეული / კეთილშობილი ადამიანი; soul of honour უკეთილშობილესი ადამიანი, კეთილშობილების განსახიერება; to conduct oneself with honour ღირსეულად / კეთილშობილურად მოქცევა; to be bound in honour to do smth. ʘ რისამე გაკეთება თავის მოვალეობად მიაჩნია, თავს ვალდებულად თვლის რაიმე გააკეთოს;
2. 1) კარგი / პატიოსანი სახელი, კარგი რეპუტაცია; to defend one's honour საკუთარი ღირსების / რეპუტაციის დაცვა; to lose one's honour სახელის გატეხა, პატიოსანი სახელის / რეპუტაციის დაკარგვა, თავის შერცხვენა;
2) ხშ. ხუმრ. ქალის უმანკოება / უმწიკვლობა / პატიოსნება;
3. 1) პატივისცემა, პატივი, დიდი დაფასება; guard of honour საპატიო ყარაული; place / seat / of honour საპატიო ადგილი; maid of honour ფრეილინა (დედოფლისა და მისთ.); in honour of smb., smth. ვისიმე / რისამე პატივსაცემად; ვისიმე / რისამე სამახსოვროდ / მოსაგონებლად; dinner [reception] in honour of smb. ვისიმე პატივსაცემად გამართული სადილი [მიღება / დარბაზობა]; to have / to hold / in honour ვისიმე / რისამე პატივისცემა / დაფასება; to give / to pay / honour ა) პატივისცემის გამოხატვა; ბ) სათანადოდ / ჯეროვნად დაფასება (გმირებისა და მისთ.); to show honour to one's parents მშობლების პატივისცემა; I take your visit as a great honour თქვენი ვიზიტი / სტუმრობა ჩემთვის დიდი პატივია; to be an honour to one's school [to one's family] ʘ სკოლის [ოჯახის] სიამაყეა, სკოლას [ოჯახს] ასახელებს;
2) სახელი, პატივი, დიდება; to win honour in battle ბრძოლაში სახელის მოხვეჭა;
4. 1)
თავაზიანი მიმართვის ფორმებში: პატივი; I have the honour to inform you მაქვს პატივი, გაცნობოთ; may I have the honour ? პატივი დამდეთ (
საცეკვაოდ პარტნიორობის თხოვნისას); may I have the honour of your company at dinner? will you do me the honour of dining with me? დამდეთ პატივი და ერთად ვისადილოთ;
2) (Honour) : Your Honour თქვენო მოწყალებავ (მიმართვა მოსამართლისადმი, მერისადმი და მისთ.);
5. pl პატივი; სახელმწიფო ჯილდოები; ორდენები; military honours სამხედრო პატივი; the last / funeral / honours უკანასკნელი პატივის მიგება, სამგლოვიარო ცერემონია; Birthday Honours დაჯილდოება მეფის დაბადების დღესთან დაკავშირებით; to wear all one's honours ʘ ყველა ორდენი უკეთია; honours of war სამხ. დანებების საპატიო პირობები;
6. pl უნივ. სლ. უმაღლესი შეფასება, წარჩინება, ჯილდო (გამორჩეული სტუდენტისათვის მინიჭებული);
7. pl ბანქ. ოთხი უმაღლესი კოზირი ან ოთხი უმაღლესი კარტი (ზოგიერთ თამაშში);
8. მოძვ. რევერანსი, თავის დაკვრა;
⌇ honours degree უნივ. წარჩინების დიპლომი; honour system უნივ. ა) გამორჩეულად ნიჭიერი სტუდენტების მიერ წარჩინების დიპლომის მოსაპოვებლად საგანგებო პროგრამის მომზადება / დამატებითი გამოცდების ჩაბარება (ინგლისში); ბ) სტუდენტებისადმი ნდობაზე დაფუძნებული გამოცდების ჩატარების სისტემა ზედამხედველის გარეშე (აშშ-ში); გ) პატიმრებისათვის დაცვის მოხსნა; honours list დაჯილდოებულთა სია; honour lap სპორტ. საპატიო წრე;
◇ honour bright! პატიოსან სიტყვას ვიძლევი! ღმერთმანი! to do the honours of the house, table, etc სტუმრების მიღება, შექცევა; მასპინძლის მოვალეობის შესრულება; to meet due honour ფინ. ʘ აქცეპტი მიეცა / დაიფარა (ითქმის თამასუქის შესახებ); for (the) honour (of ) ფინ. კრედიტის გადასარჩენად (ითქმის ტრატის ან თამასუქის აქცეპტირების შესახებ); it's my [your] honour ახლა ჩემი [თქვენი] ჯერია (გოლფი).