1. 1) ნახვრეტი; ხვრელი, ღიობი; a hole in a roof ნახვრეტი / ხვრელი სახურავში; holes in one's clothes ტანსაცმლის დაგლეჯილი / გამოხეული ადგილები; to wear into holes ხმარებისაგან მთლიანად გაცვეთა (ტანსაცმლისა და ა.შ.); hole in clouds მეტეორ. ნათელი ცის სივრცე ღრუბლებს შორის;
2) განაჭერი; საძრომი, გასაძრომი; a hole in the fence ღობეში გასაძრომი;
3) ზღვ. ნახვრეტი / რღვია გემის კორპუსში;
4) pl ჭიების მიერ გაკეთებული ხვრელები (ხის მერქანში და ა.შ.);
2. პატარა ორმო; meteorite hole მეტეორიტული კრატერი; roads full of holes ოღროჩოღრო გზები;
3. ჩაღრმავება რისამე ზედაპირზე; ღრმული, ფოსო; a hole in a tooth კბილის კარიესული ღრუ;
4. სორო; ბუნაგი; a mouse's hole ა) თაგვის სორო; ბ)
გადატ. მცირე ზომის ოთახი
ან ბინა;
5. მცირე ზომის ან უბადრუკი საცხოვრებელი;
6. საეჭვო რეპუტაციის მქონე ან მივარდნილი სახლი, ქალაქის რაიონი და ა.შ.;
7. მძიმე / გამოუვალი მდგომარეობა; ფინანსური გასაჭირი; in the hole ა) მძიმე / გამოუვალ მდგომარეობაში; ბ) ამერ. ფინანსურ გასაჭირში, ვალებში; I am fifty dollars in the hole this month ამ თვეში ორმოცდაათი დოლარი ვალი ავიღე;
8. ნაკლი, ზადი, ხარვეზი; შეუსაბამობა; to find holes in the argument ვისიმე მსჯელობაში შეუსაბამობის / არათანამიმდევრობის შემჩნევა;
9. ამერ. დიალ. 1) პატარა ყურე / უბე;
2) მდინარის, ტბის და ა.შ. ღრმა ადგილი;
10. 1) მიწისქვეშა საპყრობილე / დილეგი;
2) ციხის საკანი (განსაკ. ცალკე პატიმრობისთვის);
11. 1) სავენტილაციო ხვრელი, სასულე; საჰაერო არხი;
2) სპეც. არხი; beam hole გამოსხივების გამოსაშვები არხი;
12. = arm-hole;
13. = buttonhole I 1;
14. 1) სამხ. საუბ. თავშესაფარი; თხრილი; სანგარი;
2) = foxhole;
3) სამხ. ნახვრეტი ტანკის და ა.შ. ჯავშანში; ჭურვის აფეთქების ძაბრი;
15. სპეც. ყუნწი, თოკსამართი;
16. მეტალ. ფუჭვილა ან ბუშტი (სხმულში);
17. სამთ. 1) მცირე კვეთის გვირაბი;
2) შურფი; შპური;
3) ჭაბურღილი;
18. რად. მკვდარი ზონა;
19. ავ., მეტეორ. ჰაერის ორმო (აგრ. air hole);
20. ს.-მ. პატარა ორმო, ბუდე (მცენარის დასათესად ან ჩასარგავად);
21. ნასვრეტი, ფორი (ყველისა);
22. 1) ბურთის ჩასაგდები ფოსო (გოლფი);
2) თამაშის მონაკვეთი ბურთის თამაშში შეყვანიდან ფოსოში ჩაგდებამდე (გოლფი); hole in one ბურთის ფოსოში ერთი დარტყმით ჩაგდება;
23. ლუზა (ბილიარდი);
24. ფიზ. ელექტრონული ხვრელი (აგრ. electron hole);
25. რკ.-გზ. სლ. გვირაბი;
26. სლ. შილინგი;
⌇ hole digger ტექ. ბურღი; hole planting ს.-მ. ბუდობრივი თესვა;
◇ to make a hole in smth. რისამე რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება; რისამე გამოცარიელება, გაჩანაგება; the hospital bills have made a large hole in my savings საავადმყოფოში მკურნალობისთვის ფულის გადახდას ჩემი დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეწირა; money bur ns a hole in his pocket ფულს სწრაფად ხარჯავს, ფული ჯიბეში არ უჩერდება; to pick holes ნაკლის პოვნა / გამონახვა; დაუმსახურებლად გაკრიტიკება, შარის მოდება; to make a hole in the water თავის დახრჩობა; hole in the wall ა) პატარა, ბნელი ოთახი ან ბინა; ბ) ამერ. მაღაზია, კაფე და ა.შ., სადაც არალეგალურად იყიდება ალკოჰოლიანი სასმელები; the foxes have holes ა) ბიბლ. მელიებს სოროები აქვთ; ბ) ≅ ყველას აქვს თავის კუთხე / საცხოვრებელი.