1. მაღალი; high mountain [wall] მაღალი მთა [კედელი]; the highest point of the range მთაგრეხილის უმაღლესი წერტილი; high ground მაღლობი / შემაღლებული ადგილი;
2. 1) ამა თუ იმ სიმაღლისა; a tree thirty metres high ოცდაათი მეტრის სიმაღლის ხე; the snow was half-leg high თოვლი მუხლამდე აღწევდა; how high is the mountain? რა სიმაღლისაა ეს მთა?
2) მაღლა არსებული, მდებარე; მაღალი; high cloud მაღალი ღრუბელი; high table ა) შემაღლებულ ადგილზე დადგმული მაგიდა (საპატიო სტუმრებისათვის); ბ) სტუდ. სლ. მაგიდა პროფესორ-მასწავლებლებისათვის (უნივერსიტეტის სასადილოში); high trajectory სამხ. კიდული / ციცაბო ტრაექტორია; high burst სამხ. მაღალი სკდომა; high position ანატ. დიაფრაგმის მაღალი მდებარეობა (ამოსუნთქვისას); the sun was high მზე ზენიტში იყო; the highest floor ზედა / ბოლო სართული;
3. მაღალი, ნორმალურზე მეტი, დიდი; high temperature / fever / [pressure] მაღალი ტემპერატურა / სიცხე [წნევა]; high latitudes გეოგრ. მაღალი განედები; high speed დიდი / მაღალი სიჩქარე; high respiratory rate მედ. გახშირებული სუნთქვა; high pulse rate მედ. აჩქარებული პულსი; high insulation ფიზ. მაღალი იზოლაცია; to get one's horse into a good high trot ცხენის სწრაფი ჩორთით გაჭენება;
4. მაღალი, ძვირი; high price მაღალი ფასი; high rent ა) მაღალი საიჯარო
ან ბინის ქირა; ბ)
ამერ.. მაღალი გადასახადი / ქირა (
რითიმე დროებით სარგებლობისათვის); high money
ამერ. დიდი ფული; high rate of interest მაღალი პროცენტები; high bid მაღალი შეძლეული ფასი (
აუქციონზე, საჯარო ვაჭრობისას); high stake
ბანქ. მაღალი / დიდი ფსონი; to pay high taxes მაღალი გადასახადების გადახდა; living is high ცხოვრება ძვირია; to buy smth. at a high figure რისამე ძვირად ყიდვა, რაიმეში დიდი თანხის გადახდა;
5. დიდი, ძლიერი; ინტენსიური; high wind ძლიერი / მძაფრი ქარი; high heat დიდი სიცხე; high colour / complexion / სიწითლე, წითელი ფერი (სახისა); high colours კაშკაშა / ხასხასა ფერები; high dilution ფარმაკ. ძლიერ გაზავებული / სუსტი ხსნარი; high diet / feeding / ა) გაძლიერებული კვება; ბ) ნოყიერი საჭმელი; high farming ინტენსიური მიწათმოქმედება; სასუქების ინტენსიური გამოყენება;
6. 1) შუა; გაცხარებული; high summer შუა / შუაგული ზაფხული; at high noon ზუსტად შუადღეს; it was high day when this happened ეს მოხდა დღისით-მზისით; the Riviera during high season რივიერა გაცხარებული სეზონის დროს;
2) გვიანი ხანისა, სრულად ჩამოყალიბებული; high Gothic გვიანი გოტიკა;
7. მაღალი რანგისა, ჩინისა, საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ა.შ.; high caste უმაღლესი კასტა; high official მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელე; high rank მაღალი ჩინი / რანგი / საზოგადოებრივი მდგომარეობა; high society მაღალი საზოგადოება; high circles არისტოკრატიული / გავლენიანი წრეები; high office ა) მთავარი ოფისი; ბ) მაღალი თანამდებობა; high command უმაღლესი სარდლობა (ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა); higher commander სამხ. ზემდგომი მეთაური; higher echelon სამხ. ა) ზემდგომი შტაბი; ბ) ზემდგომი შენაერთი; high commissioner უმაღლესი კომისარი; persons in high position მაღალი თანამდებობის პირები; position of the highest importance ძალზე მაღალი / საპასუხისმგებლო თანამდებობა; to appoint smb. to a higher post ვისიმე უფრო მაღალ თანამდებობაზე / პოსტზე დანიშვნა;
8. საუკეთესო, ყველაზე კარგი; high quality მაღალი ხარისხი; high merit დიდი ღირსება; the highest efficiency ა) ყველაზე მაღალი მწარმოებლურობა; ბ) ყველაზე მაღალი კვალიფიკაცია; to hold smb. in high respect ვისიმე დიდად პატივისცემა; to have a high opinion of smb. ვინმეზე მაღალი აზრის / შეხედულების ქონა; to speak about smb. in high terms ვინმესთვის მაღალი შეფასების მიცემა, ვინმეზე კარგი აზრის გამოთქმა, ვისიმე კარგად მოხსენიება; in the highest sense of the word ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით / გაგებით; to deserve high praise [honour] ʘ დიდ ქებას [პატივს] იმსახურებს, დიდი ქების [პატივის] ღირსია;
9. ამაღლებული, კეთილშობილი; high spirit კეთილშობილი სული; high thoughts / thinking / [feelings] ამაღლებული აზრები [გრძნობები]; high ideals [aims] მაღალი / დიადი იდეალები [მიზნები]; high calling მაღალი მოწოდება / დანიშნულება; კეთილშობილური პროფესია / საქმიანობა; a man of high character კეთილშობილი კაცი;
10. მაღალი, მკვეთრი (ითქმის ბგერის შესახებ); high pitch / tone / მაღალი ტონი; high voice მაღალი ან მკვეთრი ხმა; the violin is not high enough ვიოლინო არასაკმარისად მაღლაა აწყობილი;
11. მხიარული, ხალისიანი; high spirits მხიარული / ხალისიანი გუნება-განწყობილება; a high (old) time, საუბ. high jinks მხიარული დროს ტარება, მხიარულება; to have a high (old) time დროის კარგად / მხიარულად გატარება;
12. საუბ. 1) მთვრალი, კარგად შეზარხოშებული; he was high and didn't know what he was saying იგი მთვრალი იყო და თვითონ არ იცოდა რას ლაპარაკობდა;
2) ნარკოტიკებით აგზნებული / გაბრუებული;
13. უკიდურესი (განსაკ. ითქმის რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების შესახებ); high Tory უკიდურესი კონსერვატორი;
14. მდიდრული; high living მდიდრული ცხოვრება, ფუფუნებაში ცხოვრება;
15. სუნი რომ დაჰკრავს (ითქმის ხორცის, უპირატ. ნანადირევის ხორცის შესახებ); this meat is rather high, this meat has rather a high flavour ამ ხორცს სუნი დაჰკრავს;
16. ფონეტ. მაღალი, მაღალი აწეულობისა (ითქმის ბგერის შესახებ);
◇ high antiquity ძველთაძველი დრო, შორეული წარსული; the high sea(s) ა) შუა / გაშლილი ზღვა; ბ) დიდი ღელვა ზღვაზე; high tea ჩაით გამასპინძლება, რომლის დროსაც ხორცის კერძებსაც მიართმევენ ხოლმე; high words გაბრაზებული / აწეული ტონით ნათქვამი სიტყვები; high life მაღალი საზოგადოება; მაღალი წრის ცხოვრება; the Most High რელიგ. უზენაესი არსება, ღმერთი; high and dry ა) ნაპირზე გამორიყული ან გამოთრეული (ითქმის გემის შესახებ); ბ) მიტოვებული, მიგდებული; გ) ცხოვრებას, თანამედროვეობას, პროგრესს და ა.შ. ჩამორჩენილი; დ) ქედმაღალი, ამპარტავანი; high and mighty ქედმაღალი, გოროზი, ამპარტავანი [შდრ. აგრ. high I ◇]; in the highest degree ძლიერ, უაღრესად; it is high time დიდი ხანია დროა ..., თითქმის დაგვიანდა; it is high time for us to go დიდი ხანია ჩვენი წასვლის დროა; with a high hand მბრძანებლურად, დესპოტურად; მკაცრად, სასტიკად; on the high ropes აგზნებული; განრისხებული; to ride / to mount, to be on / the high horse, ამერ. to get the high hat ქედმაღლობა, ამპარტავნობა; how is that for high? აბა რას იტყვით? ხომ კარგია? ხომ კარგადაა გაკეთებული / ნათქვამი?