ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

heart¹ noun
[hɑ:t]
ბეჭდვა

1. გული; to press smb. to one's heart ვისიმე გულში ჩაკვრა;

2. სული, გული; affectionate [kind, tender, noble, stony] heart მოსიყვარულე [კეთილი, ნაზი, კეთილშობილი, ქვის] გული; heart of oak გაბედული / მამაცი ადამიანი [იხ. აგრ. 5 2) და ]; a heart of flint / stone / ქვის გული, გულქვაობა; broken heart მოკლული გული; a heavy heart მწუხარება, სევდა, დაღვრემილობა; a light heart უდარდელობა, უზრუნველობა; მხიარულება; with a heavy [light] heart გულდამძიმებულად [უდარდელად / უზრუნველად / გულარხეინად]; big heart ა) დიდსულოვანი, კეთილშობილი ადამიანი; ბ) დიდსულოვნება, კეთილშობილება; at heart, in one's heart (of hearts) გულის სიღრმეში, გულის გულში; from the bottom of one's heart გულწრფელად, მთელი გულითა და სულით; I wish you success from the bottom of my heart გულწრფელად / მთელი გულითა და სულით გისურვებთ წარმატებას; with all one's heart მთელი გულითა და სულით, გულწრფელად; near one's heart ვინმესთვის მეტად ძვირფასი / მნიშვნელოვანი / გულთან ახლო; it is a cause that is very near his heart ეს საქმე მეტად მნიშვნელოვანია მისთვის; after one's own heart იმგვარად, ვისიმე სურვილებთან, მისწრაფებებთან, მიზნებთან და ა.შ. ახლოს რომ არის; he's the man after my own heart სწორედ ისეთი მამაკაცია, როგორიც მე მომწონს; I am going to give you a mission after your own heart ისეთი რამ უნდა დაგავალოთ / ისეთი მისია უნდა დაგაკისროთ, თქვენს მისწრაფებებს / იდეალებს რომ შეეფერება; cheer up: you are going to have a day after your own heart გამხნევდით / გულს ნუ გაიტეხთ, მალე დადგება დღე, რომელიც სიხარულს / ბედნიერებას მოგიტანთ; in the inmost recesses of the heart გულის კუნჭულში; to open / to pour out / one's heart to smb. ვინმესთვის გულის გადაშლა; to move / to stir, to touch / smb.'s heart ვინმესთვის გულის აჩუყება; her heart bleeds გულზე ცეცხლი ეკიდება, გული უდუღს; to lie (heavy) at smb.'s heart ვინმეს გულზე ლოდივით აწევს რაიმე; to have one's heart in one's work საქმეზე გადაგებულია, სული და გული აქვს ჩაქსოვილი საქმეში;

3. 1) გრძნობა, სიყვარული; to lose / to give / one's heart to smb. ვისიმე შეყვარება [შდრ. აგრ. 4]; to obtain / to gain / smb.'s heart ვისიმე გულის მონადირება / დაპყრობა;

2) მიმართვისას: dear / sweet / heart ძვირფასო, ჩემო კარგო;

hearst heart²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0127