4. 1) მიღება (
˂მი
˃იღებს); შეტყობა, გაგება; he had a letter [a telegram, a parcel] წერილი [დეპეშა, ამანათი] მიიღო; they had no news of him მის შესახებ არანაირი ცნობა არ გააჩნდათ; let me have your order as soon as possible რაც შეიძლება სწრაფად გამომიგზავნეთ თქვენი შეკვეთა; they had it from his own mouth მათ ამის შესახებ თავად მისგან გაიგეს / შეიტყვეს; he had it on good authority ეს მან სარწმუნო წყაროდან გაიგო; he wants to have your name მას თქვენი სახელის გაგება სურს; he has had a rough lesson მკაცრი გაკვეთილი მიიღო; to have one's wish სურვილის ასრულება; you have my sympathy
მე თქვენ თანაგიგრძნობთ; you have my apologies მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით;
2) შეძენა (˂შე˃იძენს); it is to be had at the chemist's ამის შეძენა აფთიაქში შეიძლება; you may have it for five pounds ამას ხუთ გირვანქა სტერლინგად შეიძენთ; which book will you have? რომელ წიგნს შეიძენთ?
3) მიღწევა (˂მი˃აღწევს); he was determined to have an answer მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი პასუხი მიეღო; there is nothing to be had here აქ ვერაფერს მიაღწევ / ვერას გააწყობ;
5. ʘ მდებარეობს; არის, იმყოფება; he had the river on his left მისგან მარცხნივ მდინარე იყო; you have a fireplace on your right თქვენგან მარჯვნივ ბუხარია; the committee has a report before it კომიტეტის წინაშე მოხსენებაა წარდგენილი;
6. მოხდომა (˂მო˃ხდება); we had an earthquake last month გასულ თვეს მიწისძვრა მოხდა;
7. ცოდნა (იცის); he has small Latin and less Greek ლათინური ცუდად იცის, ბერძნული კი უარესად;
8. საუბ. გაგება (˂გა˃იგებს) [შდრ. აგრ. ◇]; now I have your idea ახლა ჩავწვდი თქვენს აზრს; you have me? გამიგეთ?
9. საუბ. 1) დაძლევა (˂და˃სძლევს), მორევა, ჯობნა; დამარცხება [შდრ. აგრ. ◇]; mind he doesn't have you! იცოდე, არ გაჯობოს! he had you completely in the first round პირველივე რაუნდში გძლიათ;
2) მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; I'm afraid you have been had ვშიშობ, გაგაცურეს;
10. არსებ. მნიშვნ. 1) pl : the haves and the have-nots მდიდრები / შეძლებულები და ღარიბები / უქონელნი;
2) საუბ. მოტყუება, თაღლითობა;
II ა
1. დროის გატარება (˂გა˃ატარებს); I've had a real good time შესანიშნავი დრო გავატარე; have a good time / some fun /! სასიამოვნო დროს ტარებას / დროის მხიარულად გატარებას გისურვებ! she has had a bad night ღამით ცუდად ეძინა, იმ ღამეს თავს ცუდად გრძნობდა;
2. ჭამა (ჭამს), სმა; I have dinner at three სამ საათზე ვსადილობ; what will you have ? რას მიირთმევთ? რას დალევთ? what can you let me have? რას შემომთავაზებთ? (რესტორანში, კაფეში და ა.შ.);
3. რისამე (პირადად) განცდა (განიცდის) / გადატანა / გამოვლა; she had an odd experience უცნაური რამ გადახდა თავს / შეემთხვა; they had quite an adventure ნამდვილი თავგადასავალი გადახდათ; she has a lot of trouble უამრავი უსიამოვნება აქვს;
4. ტკივილის შეგრძნობა (შეიგრძნობს) / განცდა; ავადმყოფობის გადატანა; she has a headache [toothache, a sore throat] თავი [კბილი, ყელი] სტკივა; he has measles [typhus] წითელა [ტიფი] სჭირს; she has a bad cold (in the head) საშინელი სურდო აქვს;
5. გრძნობების და ა.შ. გამომჟღავნება (˂გამო˃ამჟღავნებს) / გამოხატვა / განცდა; to have pity [compassion] for smb. ვინმეს მიმართ სიბრალულის [თანაგრძნობის] გამოხატვა / გამოვლენა; he has patience with children მომთმენია ბავშვების მიმართ; if you had any real affection თქვენ რომ ნამდვილი გრძნობა გქონდეთ; have no doubt ეჭვიც არ შეგეპაროთ; have no fear! ნუ გეშინია(თ)! has she really the cheek to ask for more money? ნუთუ ჰყოფნის თავხედობა, კიდევ ფული ითხოვოს? he had the kindness to assent პატივი დაგვდო / გულკეთილობა გამოიჩინა და დათანხმდა;
6. ძალაუფლების, უფლების და ა.შ. ქონა (აქვს); he has (got) authority [privilege] ავტორიტეტით [პრივილეგიით] სარგებლობს; to have responsibility for smth. ა) ʘ რაიმეზე პასუხისმგებელია; ბ) ʘ რაიმეში დამნაშავეა / ბრალი მიუძღვის;
7. ამა თუ იმ შედეგამდე მიყვანა (მიიყვანს); this policy had the desired effect ამ პოლიტიკამ სასურველი შედეგი გამოიღო;
8. შობა (შობს), დაბადება, გაჩენა; she's going to have a baby ბავშვი ეყოლება; the dog had four puppies ძაღლმა ოთხი ლეკვი დაყარა;
9. ცოლად შერთვა (˂შე˃ირთავს) ან გათხოვება;
10. ვისიმე სტუმრად მიღება (˂მი˃იღებს); to have smb. in to dinner ვისიმე სადილად დაპატიჟება / მიწვევა; I had the doctor in ექიმი შინ მოვიწვიე; he is having his sisters over the Sunday შაბათ -კვირას დები ესტუმრებიან;
II ბ
1. to have smb. (to) do / doing / smth. ვინმესთვის იძულებით რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); I will have him come ვაიძულებ, რომ თავისი ფეხით მოვიდეს; we ought to have the doctor examine her იგი ექიმს უნდა გავასინჯოთ; she had us all guessing what her next move would be ყველანი ვცდილობდით გამოგვეცნო მისი შემდეგი ნაბიჯი;
2. to have smth. done 1) ვინმესთვის საკუთარი სურვილისამებრ რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); he had his hair cut თმა შეაჭრევინა; we have had our photos taken სურათები გადავაღებინეთ; he had a tooth taken out კბილი ამოაღებინა;
2) გამოხატავს ვისიმე სურვილის ან ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს მისდამი: he had his leg broken ფეხი მოიტეხა; I have had my money stolen ფული მომპარეს;
3. to have to do with smb., smth. ვინმესთან, რაიმესთან კავშირის ქონა (აქვს); this has nothing to do with you თქვენთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს, თქვენ ეს არ გეხებათ; I advise you to have nothing to do with that man გირჩევთ, იმ კაცთან არაფერი საერთო არ იქონიოთ;
4. to have smth. about / on / one რისამე თან ქონა (თან აქვს); he hadn't any money about / on / him ფული თან არ ჰქონდა; have you the time on you? საათი თან გაქვთ?
5. one had better do smth. უმჯობესი იქნებოდა, ვინმეს რაიმე გაეკეთებინა; აჯობებდა, რომ ვინმეს ...; you had better ask him about it ამის შესახებ აჯობებდა მისთვის გეკითხათ; you'd better go at once აჯობებდა ახლავე წასულიყავით;
6. I [we] had rather do smth. than ... ვამჯობინებდი [ვამჯობინებდით] რაიმე გამეკეთებინა [გაგვეკეთებინა], ვიდრე ...; I had rather do it myself ვამჯობინებდი / მერჩივნა, ეს თავად გამეკეთებინა; I'd rather not go ნეტავ / მერჩივნა, არ წავსულიყავი;
7. 1) one won't / can't / have smth. / smth. done / რისამე არდაშვება (არ ˂და˃უშვებს) / არმოთმენა; I won't have such conduct ასეთ ქცევას ვერ მოვითმენ; I cannot have it in my house ჩემს სახლში ამას ვერ დავუშვებ;
2) one won't / can't / have smb. do / doing / smth. ვინმესთვის რისამე გაკეთების აკრძალვა (აუკრძალავს); I won't have you say / saying / such things უფლებას ვერ მოგცემთ ასეთი რამეები ილაპარაკოთ;
8. to have it that ... რისამე განცხადება (˂გან˃აცხადებს) / მტკიცება / უწყება; the newspapers have it that ... გაზეთები იუწყებიან, რომ ...; he will have it that ... იგი თვლის / ამტკიცებს, რომ ...; rumour has it that ... ამბობენ / ხმები დადის, რომ ...; as Shakespeare has it როგორც შექსპირი ამბობს;
9. to have it out (with smb.) (ვინმესთან) ამა თუ იმ საკითხის და ა.შ. გარკვევა (˂გა˃არკვევს); let's have it out! მოდი, ყველაფერი გავარკვიოთ!
III ა
1. მომდევნო ინფინიტივთან ერთად გამოხატავს ვალდებულებას: you will have to wait a moment ერთი წუთით მოცდა მოგიხდებათ; the money has to be paid ფული გადახდილი უნდა იქნეს; you don't have to apologize არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა, საბოდიშო არაფერი გაქვთ;
2. ნაზმნარ არსებით სახელთან ერთად გამოხატავს ერთჯერად ან ხანმოკლე მოქმედებას, რომელიც შეესატყვისება არსებითი სახელით გამოხატულ მნიშვნელობას: to have a swim [a walk, a wash, a dance, a smoke] ცურვა [გასეირნება, დაბანა, ცეკვა, სიგარეტის მოწევა];
3. have got იხ. get II, III ა 1;
III ბ
როგორც მეშველი ზმნა გამოიყენება პერფექტული ფორმების საწარმოებლად 1) : he has read this book მან ეს წიგნი უკვე წაიკითხა, მას ეს წიგნი უკვე წაკითხული აქვს; how long have they known each other? რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობენ?
2) ემოც.-გამაძლ. (გამოიყოფა ინტონაციურად) : well, you have grown! როგორ გაზრდილხარ! had I seen him?! ვნახე?! - როგორ არა! ვნახე, რა თქმა უნდა!
3) ემოც.-გამაძლ. კონსტრუქციებში: she had a good time, had Mary ! მერიმ მართლაც რომ კარგი დრო გაატარა!
▭ to have on 1) ʘ რაიმე აცვია / ახურავს; he has a coat on მას პალტო აცვია;
2) საუბ. ʘ რითიმე დაკავებულია, რაიმე დაგეგმილი აქვს; have you anything on this evening? ამ საღამოს რა გეგმები გაქვთ / რას აპირებთ? this evening I have (got) a lecture on ამ საღამოს ლექცია მაქვს;
◇ to have in mind ა) მხედველობაში ქონა; ბ) განზრახვა; გ) ʘ ახსოვს; you must always have it in mind ეს მუდამ უნდა გახსოვდეს; to have smb. up ვისიმე პასუხისგებაში მიცემა; to have the law on smb. ვინმესთვის სასამართლოში ჩივილი; to have a go / a shy, a shot, a bash, a stab / at რისამე ცდა, საკუთარი ძალების მოსინჯვა / გამოცდა; to have it ა) გამარჯვება [შდრ. აგრ. I 9 1)]; this year the Cambridge crew has it წელს კემბრიჯის გუნდმა გაიმარჯვა; ბ) სწორი გადაწყვეტილების პოვნა, სწორად ამოხსნა; მიხვედრა [შდრ. აგრ. I 8]; I have it! მოვიფიქრე! მივხვდი! to have had it ა) პოპულარობის, მიმზიდველობის დაკარგვა; დაღლა; მობეზრება; მოყირჭება; he decided that he had had it and quit the stage ჩათვალა, რომ დრო იყო სცენიდან წასულიყო; ბ) დამარცხება; გაკოტრება; მოკვდომა, გარდაცვალება; ʘ ბედის უკუღმართობა იგემა; გ) შესაძლებლობის ხელიდან გაშვება; ʘ თავი ვერ გამოიჩინა; let him have it! ა) აჩვენე სეირი! მისცხე მაგას! ბ) გულახდილად უთხარი, რასაც ფიქრობ მასზე! to let smb. have it in the face ვინმესთვის სახეში სილის გარტყმა / გაწვნა; to have at smb. ვინმეზე იერიშის მიტანა / თავდასხმა; to have it in for smb. ვინმეზე გაბრაზება; ვისიმე სიძულვილი; ვისიმე ჯავრის ქონა; I had as soon / მოძვ. as lief / start at once ახლავე წასვლას ვამჯობინებდი, მირჩევნია ახლავე წავიდე; have it your own way როგორც გინდა ისე მოიქეცი, შენი საქმისა შენ იცი; he has (got) nothing on me ჩემს წინააღმდეგ სამხილი არ გააჩნია; შარს ვერაფერში მომდებს; he had one on me მომატყუა, გამაცურა; and there you have... აი, ნახეთ …; there you have the man აი, ნახეთ რას წარმოადგენს / ვინც ბრძანდება; have done! გეყოფა! კმარა! შეწყვიტე! to have smb. cold ვისიმე საკუთარ განკარგულებაში ყოლა; ʘ ვისიმე ბედის გამგებელია; to have it in one რისამე გაკეთების ნიჭის / უნარის ქონა; to have it off ქურდ. სლ. გაქურდვა, გაძარცვა; to have it away ქურდ. სლ. ციხიდან გაქცევა.