ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

hand III verb
[hænd]
ბეჭდვა

1. მიწოდება (˂მი˃აწოდებს), გადაცემა, ხელში მიცემა; hand me that book, please თუ შეიძლება, მომაწოდეთ ის წიგნი; to hand smb. a discharge საუბ. ვისიმე სამსახურიდან დათხოვნა / მოხსნა;

2. (into, out of, to) ვინმესთვის ხელის მოკიდება (˂მო˃ჰკიდებს) და დახმარება (სადმე შესვლისას და ა.შ.); to hand a lady into a car მანდილოსნის მანქანაში ჩასმა;

3. ზღვ. იალქნების აკეცვა (აკეცავს);

to hand down 1) ჩამოწოდება (˂ჩამო˃აწოდებს); to hand down plates from the shelf თაროდან თეფშების ჩამოწოდება;

2) ჩასვლაში დახმარება (˂და˃ეხმარება);

3) თაობიდან თაობისათვის გადაცემა (გადასცემს); to hand down a custom from generation to generation ამა თუ იმ ჩვეულების თაობიდან თაობისათვის გადაცემა; to hand down a legend ლეგენდის თაობიდან თაობისათვის ზეპირად გადაცემა; our freedom has been handed down to us by our fathers თავისუფლება ჩვენმა მამებმა მოგვიპოვეს;

4) ამერ. ოფიციალური განცხადების გაკეთება (˂გა˃აკეთებს); გამოქვეყნება (სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ა.შ.); the board of directors will hand down the figures on Monday დირექტორთა საბჭო ციფრებს ორშაბათს გამოაქვეყნებს;

to hand in ჩაბარება (˂ჩა˃აბარებს), გადაცემა; to hand in an application განცხადების შეტანა / ჩაბარება;

to hand off სპორტ. 1) ხელის კვრა (ხელს ჰკრავს), ხელის კვრით მოგერიება (შებოჭვაზე წამოსული მოწინააღმდეგისა; რაგბიში და მისთ.); 2) ამერ. თანაგუნდელისთვის ბურთის ხელით გადაცემა (გადასცემს), მიწოდება (ამერიკულ ფეხბურთში);

to hand on 1) გადაცემა (გადასცემს); გადაგზავნა;

2) = to hand down 3);

to hand out 1) უფასოდ დარიგება (˂და˃არიგებს), ჩამორიგება; blankets were handed out to the soldiers ჯარისკაცებს საბნები დაურიგეს;

2) საუბ. ხარჯვა (ხარჯავს); he is quite rich but he does not like to hand out საკმაოდ მდიდარია, მაგრამ ფულის ხარჯვა არ უყვარს;

to hand over გადაცემა (გადასცემს); to hand over one's application to court სასამართლოში განცხადების შეტანა;

to hand round დარიგება (˂და˃არიგებს), ჩამორიგება;

to hand up აწოდება (ააწოდებს);

to hand it to smb. ვისიმე წარმატების აღიარება / ცნობა; ვისიმე ჯეროვნად დაფასება; to hand in one's checks ა) ფარ-ხმლის დაყრა, დანებება; თავის დამარცხებულად ცნობა; ბ) გარდაცვალება.

hand II hand-alphabet

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0211