(
grew; grown)
I
1. 1) ˂გა˃ზრდა (˂გა˃იზრდება), გადიდება; გაძლიერება; to grow to a large size დიდ ზომამდე გაზრდა, დიდი ზომის მიღწევა; to grow in size ʘ ზომაში ˂გა˃იზრდება, ზომა ˂მო˃ემატება; to grow in price ʘ ფასი ˂მო˃ემატება; to grow in experience ʘ გამოცდილებას იძენს, უფრო გამოცდილი ხდება; to grow in importance [in beauty] ʘ უფრო მნიშვნელოვანი [ლამაზი] ხდება; to stop growing ზრდის შეწყვეტა; she has decided to let her hair grow მან თმის მოზრდა გადაწყვიტა; the crowd grew ბრბო იზრდებოდა; his fortune has grown მისი ქონება გაიზარდა; his influence [astonishment] grew მისი გავლენა [გაოცება] იზრდებოდა; the pain [the noise] is growing ტკივილი [ხმაური] მატულობს; the rumour was growing ჭორი სულ უფრო ვრცელდებოდა; my troubles [difficulties] are growing ა) მე სულ უფრო მეტი უსიამოვნებები [სირთულეები] მაქვს; ბ) ჩემი უსიამოვნებები [სირთულეები] სულ უფრო სერიოზული ხდება;
2) გაზრდა (˂გა˃იზრდება); children grow so quickly! ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან! you've grown since I saw you last გაზრდილხარ მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გნახე;
2. 1) ʘ იზრდება, ხარობს; the olive grows in Italy ზეთისხილი იტალიაში იზრდება / ხარობს; roses growing in the garden ვარდები, რომლებიც ბაღში იზრდება; to grow quickly ʘ სწრაფად იზრდება; to grow prolifically / rankly / ძლიერ გაზრდა / გაფოთვლა / გაფურჩქნა (ითქმის მცენარეთა, ბოსტნეულის და ა.შ. შესახებ);
2) გაზრდა (˂გა˃ზრდის), გახარება; მოყვანა, მოშენება, კულტივირება; to grow corn [wheat, melons] სიმინდის [ხორბლის, ნესვის] მოყვანა / მოშენება; to grow roses ʘ ვარდებს აშენებს / ახარებს; this soil will not grow fruit-trees ამ ნიადაგზე ხეხილი ვერ ხარობს;
II ა
1. მოზრდა (˂მო˃იზრდის), მოშვება (თმისა, წვერისა და ა.შ.); to grow a moustache ულვაშის მოზრდა / მოშვება; the stag grows fresh antlers every year ირემს ყოველ წელს ახალი რქები ეზრდება;
2. ზღვ. ʘ გემიდან ამა თუ იმ მხარეს არის მიმართული / ორიენტირებული (ითქმის ღუზის ბაგირის ან ჯაჭვის შესახებ);
II ბ
1. to grow into smth. 1) რაიმეში ჩაზრდა (˂ჩა˃იზრდება); to grow into the soil ნიადაგში ჩაზრდა; ფესვის გადგმა;
2) რაიმედ ქცევა (იქცევა) / გარდაქმნა; to grow into a man დაკაცება; to grow into a beautiful woman ʘ მშვენიერ ქალად იქცა, მშვენიერი ქალი დადგა; to grow into a big business დიდ საწარმოდ ქცევა;
3) ხმარებაში და ა.შ. შე˂მო˃სვლა (შე˂მო˃ვა); to grow into fashion მოდაში შე˂მო˃სვლა, მოდად ქცევა; to grow into a proverb ანდაზად ქცევა; with him boasting has grown into a habit ტრაბახი ჩვევად ექცა;
4) შეჩვევა (˂შე˃ეჩვევა), გაჩვევა, შეგუება (ახალ სიტუაციასთან და ა.შ.);
5) : the coat is too long, but she'll soon grow into it გოგონას პალტო გრძელი აქვს, მაგრამ ცოტას რომ წამოიზრდება, კარგად ექნება;
2. to grow out of smth. 1) რაიმესაგან წარმოქმნა (წარმოიქმნება) / წარმოშობა / აღმოცენება; this state grew out of a few small towns ეს სახელმწიფო რამდენიმე პატარა ქალაქის ზრდის შედეგად წარმოიქმნა; his troubles grew out of his bad temper მისი უსიამოვნებების მიზეზი მისივე ცუდი ხასიათია;
2) ʘ რისამე საზღვრებში, ფარგლებში და ა.შ. ვეღარ ეტევა; to grow out of one's clothes ʘ ტანსაცმელში ვეღარ ეტევა, ტანსაცმელი დაუპატარავდა 3) ხმარებიდან და ა.შ. გა˂მო˃სვლა (გა˂მო˃ვა); to grow out of use [out of fashion] ხმარებიდან [მოდიდან] გასვლა;
4) ასაკის მატებასთან ერთად ან დროთა განმავლობაში რაიმეს გადაჩვევა (გადაეჩვევა); to grow out of a bad habit ცუდი ჩვეულების მოშლა, ცუდი ჩვეულებისათვის თავის დანებება; he is mischievous but he will grow out of it ცელქია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მას გაუვლის / როცა გაიზრდება, ცელქობას მოიშლის;
3. to grow (over) with smth. რაიმეთი დაფარვა (˂და˃იფარება); the garden was all grown (over) with weeds მთელი ბაღი სარეველა მცენარეებით იყო დაფარული, ბაღს სარეველა მოსდებოდა;
4. to grow on smb. 1) ვინმეზე მზარდი ზემოქმედების მოხდენა (
˂მო
˃ახდენს); a habit that grows on him ჩვეულება, რომლისგან თავის დაღწევაც მას სულ უფრო და უფრო უჭირს;
2) ʘ სულ უფრო მეტად მოსწონს; this picture [this place, this wine] grows on me ეს სურათი [ეს ადგილი, ეს ღვინო] სულ უფრო მეტად მომწონს; the book seems uninteresting at first but it grows on you წიგნი თავიდან უინტერესო ჩანს, მაგრამ მერე და მერე გაგიტაცებს;
III ა
1. როგორც საერთი ზმნა შედგენილ სახელად შემასმენელში აღნიშნავს ახალ მდგომარეობაში გადასვლას: to grow angry გაბრაზება (˂გა˃ბრაზდება); to grow alarmed ʘ აღელდა, შეშფოთდა; to grow big ა) გაზრდა, გადიდება; ბ) გასუქება; to grow dear გაძვირება; to grow old ʘ დაბერდა, მოხუცდა; to grow young გაახალგაზრდავება; to grow dark დაბნელება; it is growing dark ბნელდება; ბინდდება; to grow light ʘ ნათდება; თენდება; to grow weary დაღლა, დაქანცვა; to grow worse გაუარესება; to grow better მომჯობინება; to grow well მორჩენა, გამოჯანმრთელება; to grow less შემცირება, დაპატარავება;
2. მომდევნო ინფინიტივთან ერთად აღნიშნავს ინფინიტივით გამოხატული მოქმედების დაწყებას: to grow to like [to hate] ʘ მოეწონა, შეუყვარდა [შესჯავრდა]; to grow to be more obedient ʘ უფრო დამჯერი გახდა; the factory has grown to be a big business ფაბრიკა დიდ საწარმოდ იქცა;
▭ to grow away (from) ჩამოშორება (˂ჩამო˃შორდება), ჩამოცილება; ʘ მეგობრული და ა.შ. გრძნობები გაუნელდა (ვისიმე ან რისამე მიმართ);
to grow down, to grow downwards შემცირება (˂შე˃მცირდება), დაპატარავება; დამოკლება;
to grow on არქ. მოახლოება (˂მო˃ახლოვდება); for winter was now grown on რადგანაც ზამთარი უკვე მოახლოებული იყო; the night groweth on ღამე ახლოვდება;
to grow out გაღივება (˂გა˃ღივდება), აღმოცენება;
to grow together შეზრდა (˂შე˃იზრდება), შერწყმა;
to grow up 1) გაზრდა (˂გა˃იზრდება), მოწიფულობის ასაკის მიღწევა; he has grown up გაიზარდა, მოწიფულობის ასაკს მიაღწია;
2) წარმოქმნა (წარმოიქმნება), აღმოცენება; the custom has grown up ჩვეულება წარმოიქმნა / დამკვიდრდა; a feeling of hate gradually grew up between them თანდათანობით მათ შორის სიძულვილის გრძნობა წარმოიშვა.