1. 1) მიწა, დედამიწის ზედაპირი; a narrow slip of ground მიწის / ხმელეთის ვიწრო ზოლი; on English ground ინგლისის მიწაზე; on firm ground ხმელეთზე, მყარ ნიადაგზე [შდრ. აგრ. ◇]; to lie [to sit] on the ground მიწაზე წოლა [ჯდომა]; to spring from the ground მიწიდან წამოხტომა; to fall to the ground მიწაზე დაცემა [შდრ. აგრ. ◇]; to be thrown to the ground ʘ მიწაზეა დაგდებული;
2) მიწა, ნიადაგი, გრუნტი; fertile [barren, marshy / boggy /, sandy] ground ნოყიერი [მწირი / უნაყოფო, ჭაობიანი, ქვიშიანი] ნიადაგი; to till the ground მიწის დამუშავება / ხვნა; to break ground ა) მიწის პირველად მოხვნა; ყამირის გატეხა; ბ) მიწის გათხრა / ამოთხრა; გ) საძირკვლის გაჭრა / გათხრა; დ) გადატ. პირველი ნაბიჯების გადადგმა; ახალი საქმიანობის დაწყება [იხ. აგრ. 3)]; to break fresh / new / ground ა) ყამირის გატეხა; ბ) გადატ. ახალი საქმიანობის დაწყება; აღმოჩენის გაკეთება;
3) ზღვის ფსკერი; to touch ground ფსკერის შეხება, ფსკერამდე ჩასვლა [იხ. აგრ. 6]; to take (the) ground ზღვ. მეჩეჩზე დაჯდომა, თავთხელზე გარიყვა [შდრ. აგრ. ◇]; to break ground ღუზის ამოღება [იხ. აგრ. 2)];
4) სამთ. გვირაბის ძირი;
2. 1) მიწის ნაკვეთი;
2) pl ბაღი / პარკი / მიწის ნაკვეთი სახლის ირგვლივ; the mansion has extensive grounds სახლი დიდი პარკითაა გარშემორტყმული;
3) მოედანი; სპორტული მოედანი (აგრ. sports ground); building ground სამშენებლო მოედანი; football ground ფეხბურთის მოედანი; cycling ground ველოდრომი;
4) პოლიგონი; აეროდრომი; პლაცი (აგრ. parade ground);
3. ადგილი, მიდამო, მხარე; level [flat, rising, rough / broken, bumpy /] ground სწორი [არამთაგორიანი, თანდათან ამაღლებადი, უსწორმასწორო / დასერილი] ადგილი;
4. 1) ფონი; გრუნტი; green upon a ground of gold მწვანე ოქროსფერ ფონზე; a design of flowers on a white ground ყვავილებიანი ორნამენტი თეთრ ფონზე;
2) მჟავაგამძლე ლაქი (რომელსაც ოფორტების დამზადებისას იყენებენ);
3) ფერწ. : the middle ground საშუალო პლანი [შდრ. აგრ. ◇];
5. საფუძველი, მიზეზი, მოტივი; to have (good) ground(s) for believing [saying, doing] smth., to have (good) ground(s) to believe [to say, to do] smth. ʘ (ყველანაირი) საფუძველი აქვს სჯეროდეს [რაიმე თქვას, გააკეთოს]; to have no ground for anxiety [complaint] ʘ შეშფოთების [ჩივილის] არანაირი საფუძველი არა აქვს; to have no ground for suspicion [refusal] ʘ ეჭვის [უარის თქმის] არანაირი საფუძველი / მიზეზი არა აქვს; there are several grounds of suspicion against him მასზე ეჭვის მიტანის რამდენიმე მიზეზი არსებობს; on the ground of ა) რისამე საფუძველზე / მიზეზით; ბ) რისამე საბაბით / მომიზეზებით; on both these grounds ამ ორი მიზეზის გამო; on personal grounds პირადული მოტივებით / მიზეზებით, პირადულ მოსაზრებათა გამო; on what ground(s)? რის საფუძველზე? რა მიზეზით? grounds for divorce იურ. განქორწინების / გაყრის საფუძველი; grounds for appeal იურ. საკასაციო საჩივრის საფუძველი;
6. საგანი, თემა (საუბრისა, კვლევისა, კამათისა); forbidden ground საუბრის და ა.შ. აკრძალული თემა; to tread on forbidden ground აკრძალული თემის შეხება; debatable ground საკამათო / სადავო თემა; კამათის / დავის საგანი; delicate ground საჩოთირო / დელიკატური თემა; საჩოთირო / დელიკატური საკითხი, საჩოთირო / დელიკატური მდგომარეობა; to cover (the) ground საკითხის განხილვა / შესწავლა; ʘ საკითხს მოიცავს / ეხება [იხ. აგრ. ◇]; to cover the (whole) ground ʘ არაფერს არ ˂გამო˃ტოვებს; to go over the ground (again) რისამე (ხელმეორედ) გადასინჯვა / შემოწმება; to touch ground საქმის / საკითხის არსის ჩაწვდომა; სიმართლის, ძირითადი ფაქტების და ა.შ. გარკვევა / შეტყობა [იხ. აგრ. 1 3)];
7. pl 1) ნალექი, დანალექი; coffee grounds ყავის ნალექი;
2) იშვ. საჭმლის ნარჩენები;
8. მოძვ. 1) საძირკველი, ფუნდამენტი;
2) ძირითადი / ფუძემდებელი პრინციპი;
3) pl საწყისები, საფუძვლები;
4) ძირითადი ნაწილი;
9. მონად. : to run to ground სოროში მომწყვდევა (მელიისა და ა.შ.); to go to ground ა) სოროში დამალვა / მიმალვა (ითქმის მელიის შესახებ); ბ) სოროში ჩაძრომა (ითქმის სანადირო ძაღლის შესახებ);
10. ელექტრ. ჩამიწება;
11. ფეიქრ. ქსელი;
12. თეატრ. მოძვ. პარტერი;
⌇ ground troops / forces / სამხ. სახმელეთო ჯარები; სახმელეთო ნაწილები და შენაერთები; ground operations სამხ. სახმელეთო ოპერაციები; სახმელეთო საბრძოლო მოქმედებები; ground defence სამხ. მიწისზედა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა (ავიაბაზებისა და სხვ.); ground reconnaissance სამხ. სახმელეთო დაზვერვა / რეკოგნოსცირება (საჰაერო, სატელიტური და სხვ. დაზვერვისგან განსხვავებით); ground flare ავ. აეროდრომის სასიგნალო შუქი; ground personnel ა) სამხ. არასაფრენოსნო შემადგენლობა (სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფისა); ბ) = ground crew; ground crew / staff / ავ. თვითმფრინავის სააეროდრომო მომსახურების რაზმი; აეროდრომის ტექნიკური პერსონალი; ground pilot სამხ. საუბ. თვითმფრინავის სააეროდრომო მომსახურების რაზმის წევრი; ground loop ავ. საუბ. თვითმფრინავის მკვეთრი მობრუნება აფრენის, დაჯდომის ან აეროდრომზე გადაადგილების დროს; ground control სპეც. თვითმფრინავის და ა.შ. მიწიდან მართვა; ground fog ა) ნისლი, რომელიც მიწას ეფინება; ბ) მეტეორ. მიწისპირა ნისლი; ground fire დაბლნარის ხანძარი; ground moistening ს.-მ. ნიადაგის / გრუნტის დატენიანება; ground litter მეტყ. ტყის მკვდარი საფარი; ground sheet კარავში და ა.შ. მიწაზე დასაფენი წყალგაუმტარი ქსოვილის ნაჭერი; ground cloth ამერ. = ground sheet; ground contamination სამხ. ადგილმდებარეობის დასნებოვნება მედეგი მომწამლავი ნივთიერებებით; ground clearance ავტ. საგზაო ღრეჩო, კლირენსი; ground mine სამხ. ფსკერის ნაღმი (საზღვაო ნაღმის სახეობა); ground pressure სამთო წნევა; ground state ფიზ. ძირითადი მდგომარეობა; ground noise კინ. ფონოგრამის ხმაური; ground circuit ელექტრ. ჩამიწების წრედი;
◇ above ground იხ. above-ground I და II; below ground ა) მკვდარი, გარდაცვლილი; ბ) მიწის ზედაპირის ქვეშ / მიწაში მყოფი; დაკრძალული; to be on the ground დუელში გასვლა, დუელში მონაწილეობა; down to the ground სრულიად, სავსებით, ყოველმხრივ; to suit down to the ground ʘ ვინმესთვის ყოველმხრივ ხელსაყრელია, ვინმეს ყოველმხრივ ხელს აძლევს; from the ground up ამერ. ა) თავიდან, ახლიდან, ცარიელ ადგილზე; ბ) საფუძვლიანად, ყოველმხრივ, მთლიანად; on one's own ground საკუთარ სტიქიაში; ჩვეულ, ნაცნობ და ა.შ. გარემოში; to be on sure / firm / ground, to be sure of one's ground ʘ ფეხქვეშ მყარ ნიადაგს / საყრდენს გრძნობს; გულდაჯერებულადაა, საკუთარი თავის რწმენა აქვს [შდრ. აგრ. 1 1)]; to get off the ground ა) აფრენა, მიწას მოწყდომა (ითქმის თვითმფრინავის და ა.შ. შესახებ); ბ) გადატ. ʘ დაიწყო, ადგილიდან დაიძრა; to get smth. off the ground რისამე დაწყება, ადგილიდან დაძვრა; to gain ground on smb. ა) ვინმეზე უპირატესობის მოპოვება; ვისიმე ჯობნა (აგრ. გადატ.); ბ) დაწევა, წამოწევა (წინ მყოფისა და ა.შ.); გ) ვისიმე გასწრება, უკან ჩამოტოვება; to gain / to gather, to get / ground ა) სამხ. წინ წაწევა, ტერიტორიის დაკავება; ბ) წარმატების მიღწევა, წინსვლა (ამა თუ იმ საქმიანობაში და ა.შ.); გ) მომჯობინება (ითქმის ავადმყოფის შესახებ); დ) გავრცელება; წარმატებით განვითარება, ზრდა, გაძლიერება; to cover (the) ground ა) ამა თუ იმ მანძილის გავლა / დაფარვა; მოგზაურობა; ბ) საუბ. სწრაფად მოძრაობა, დიდი სიჩქარის განვითარება; to give ground ა) სამხ. უკან დახევა, დაკავებული პოზიციების დათმობა; ბ) გადატ. უკან დახევა, დათმობებზე წასვლა; to lose ground ა) = to give ground; ბ) პრესტიჟის, გავლენის, საზოგადოებრივი მდგომარეობის და ა.შ. დაკარგვა; გ) გაუარესება, რეგრესის განცდა; დ) ʘ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა (ითქმის ავადმყოფის შესახებ); to take ground სამხ. ა) ადგილმდებარეობის დაკავება; ბ) საცეცხლე პოზიციების დაკავება [შდრ. აგრ. 1 3)]; to hold / to keep, to maintain, to stand / one's ground ა) სამხ. ʘ უკან არ იხევს, დაკავებულ პოზიციებს არ თმობს; ბ) ʘ კამათისას, დავისას და ა.შ. უკან არ იხევს / დათმობებზე არ მიდის / აზრს არ იცვლის; to shift one's ground კამათისას და ა.შ. აზრის / პოზიციის შეცვლა; common ground ა) საერთო საქმე, საერთო ინტერესები; ბ) საერთო ენა, ურთიერთგაგება; to find common ground საერთო ენის გამონახვა; ურთიერთგაგების მიღწევა; middle ground ზომიერი პოზიცია, კომპრომისი [შდრ. აგრ. 4 3)]; to fall to the ground ჩაშლა, ჩაფუშვა; ʘ უშედეგო აღმოჩნდა (ითქმის გეგმების, ჩანაფიქრის და ა.შ. შესახებ) [შდრ. აგრ. 1 1)]; burnt down to the ground მთლიანად / ერთიანად დამწვარი; to cut the ground from under smb.'s feet ვინმესთვის ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლა; ვისიმე გეგმების ჩაშლა; ვისიმე გაოგნება (მოულოდნელი რეპლიკით, საქციელით და ა.შ.); to run into the ground ამერ. ʘ ზედმეტი მოუვიდა, გადააჭარბა, გადაამლაშა; to run smth. into the ground ამერ. რისამე დაღუპვა, კრახამდე / სრულ წარუმატებლობამდე მიყვანა; to run smb. into the ground ამერ. ვინმესთვის გამანადგურებელი დამარცხების მიყენება / შავი დღის დაყრა; to fall on stony ground ა) ბიბლ. ქვიან ადგილას / ქვიან ნიადაგზე დავარდნა; ბ) ʘ უშედეგო აღმოჩნდა, ზემოქმედება ვერ მოახდინა და ა.შ.