1. 1) უხეში, ვულგარული; უხამსი, უწმაწური; gross manner ქცევის უხეში / ვულგარული მანერა; to speak in a gross manner უხეშად ლაპარაკი; gross jest უხამსი / უწმაწური ხუმრობა; gross pleasures უხამსი / ბილწი გასართობით, სანახაობებით და ა.შ. გამოწვეული სიამოვნება / ტკბობა; to use gross terms / language / უხეში / უხამსი გამოთქმების ხმარება;
2) უხეში, სინატიფეს მოკლებული; gross features სახის უხეში ნაკვთები;
2. უხეში, აშკარა, აღმაშფოთებელი; gross error / mistake, blunder / უხეში შეცდომა; gross injustice აშკარა / აღმაშფოთებელი უსამართლობა; gross insult უხეში შეურაცხყოფა; it is a gross exaggeration to say that ... ძალზე გაზვიადებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ...; gross dereliction of duty იურ. დანაშაულებრივი დაუდევრობა;
3. უბრალო, უხეში (ითქმის საჭმლის შესახებ); gross feeder უხეში და ყუათიანი საჭმლის მოყვარული;
4. 1) უხეში, აღქმის უნარს / მგრძნობიარობას მოკლებული; დაჩლუნგებული, შესუსტებული; gross ear / არამუსიკალური სმენა; eye too gross to discern smth. რისამე გასარჩევად არასაკმარისად მახვილი თვალი; to have gross nerves
ʘ მაგარი ნერვები აქვს, მგრძნობიარე არაა;
2) გონებაჩლუნგი, საზრიანობას მოკლებული, სულელი; სულელური; gross wit ჩლუნგი გონება;
5. დიდი, მოზრდილი; მსხვილი, სქელი; მსუქანი; a gross animal, an animal with a gross body ტანმსხვილი ცხოველი; gross man მსუქანი ადამიანი;
6. მკვრივი, მჭიდრო; gross material მკვრივი ქსოვილი; gross darkness უკუნი / თვალშეუვალი სიბნელე; the darkness was so gross that it might be felt ისეთი უკუნი სიბნელე იყო ჩამოწოლილი, გეგონებოდა ხელით შეეხებიო;
7. უხვი, ჭარბი, მეტისმეტად ხშირი ან სწრაფად მზარდი (ითქმის მცენარეულობის შესახებ); the gross vegetation of the tropical jungle ტროპიკული ჯუნგლების უხვი / ჭარბი მცენარეულობა;
8. სპეც. მთლიანი, საერთო; ბრუტო; gross output მთლიანი პროდუქცია; gross income მთლიანი / ერთობლივი შემოსავალი; gross national product ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტი; gross amount ა) საერთო თანხა; ბ) საერთო რაოდენობა; gross weight ა) ბრუტო-წონა; ბ) ავ. საფრენი წონა; gross tonnage ზღვ. საერთო ტევადობა, საერთო სარეგისტრო ტონაჟი;
9. უხეშად ნაფქვავი; მსხვილი ნაწილაკებისაგან რომ შედგება;
10. სპეც. მიკროსკოპის გარეშე რომ ჩანს, მაკროსკოპული.