1. 1) დიდი; უზარმაზარი, კოლოსალური; great mountain დიდი / უზარმაზარი მთა; great city [building] უზარმაზარი ქალაქი [შენობა]; great sum of money დიდი თანხა; great A დიდი / მთავრული A; great cattle ზრდადასრულებული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი; great gut ანატ. მსხვილი ნაწლავი; great toe ფეხის ცერი; great patience დიდი / კოლოსალური მოთმინება; with great [the greatest] pleasure დიდი [უდიდესი] სიამოვნებით; a great [the greater] part of the work was done by him სამუშაოს დიდი [უდიდესი] ნაწილი მან შეასრულა; to a great extent მნიშვნელოვანწილად; in a great measure დიდად, მნიშვნელოვანწილად; to take great care of smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე დიდად ზრუნვა; to pay great attention to smb. ვისიმე მიმართ დიდი ყურადღების გამოჩენა;
2) გრძელი, დიდი; a great way გრძელი / დიდი გზა; a great distance დიდი მანძილი;
3) მრავალრიცხოვანი, დიდი; a great company დიდი / მრავალრიცხოვანი საზოგადოება;
4) ხანგრძლივი, დიდი; a great while ხანგრძლივი / დიდი დრო; a great while ago დიდი ხნის წინ; great age ღრმა მოხუცებულობა; to reach a great age ღრმა მოხუცებულობის მიღწევა; of great antiquity ძალზე ძველი;
5) დიდი, ძლიერი; great love ძლიერი სიყვარული; great friendship დიდი მეგობრობა; great admiration დიდი აღფრთოვანება; great ignorance დიდი უმეცრება;
6) ძლიერი, ინტენსიური, დიდი; great fire დიდი ხანძარი; great light ძლიერი / კაშკაშა შუქი; great pain ძლიერი ტკივილი; great wind [noise] ძლიერი ქარი [ხმაური]; great heat დიდი სიცხე; great admirer დიდი თაყვანისმცემელი; great talker [eater] ლაპარაკის [ჭამის] დიდი მოყვარული; a great reader of novels რომანების დიდი მოყვარული;
7) : a great deal, a great many, a great number დიდი რაოდენობა; სიმრავლე; with a great deal of trouble მრავალი უსიამოვნებით; დიდი გაჭირვებით; he is a great deal better იგი თავს ბევრად უკეთესად გრძნობს; there is a great deal of truth in what you say თქვენს სიტყვებში ბევრი სიმართლეა; a great many people were there იქ უამრავი ხალხი იყო;
2. 1) დიდი, დიადი; great painter [writer, composer] დიდი მხატვარი [მწერალი, კომპოზიტორი]; great power დიდი / ძლიერი სახელმწიფო; great man დიდი / დიადი ადამიანი; the Great Charter ისტ. თავისუფლებათა დიდი ქარტია; the Great War პირველი მსოფლიო ომი; Alexander the Great ალექსანდრე დიდი, ალექსანდრე მაკედონელი;
2) დიდი, ნამდვილი; a great friend of mine ჩემი დიდი მეგობარი;
3. ამაღლებული, კეთილშობილური; great thoughts ამაღლებული ფიქრები; great deed [ends] კეთილშობილური საგმირო საქმე [მიზნები];
4. 1) დიდგვაროვანი, მაღალი წრისა; არისტოკრატიული; great lady დიდგვაროვანი / მაღალი წრის მანდილოსანი; the great families დიდგვაროვანი / არისტოკრატიული ოჯახები; the great world მაღალი წრე, მაღალი საზოგადოება;
2) დიდებული, მდიდრული; შთამბეჭდავი; great ceremony დიდებული ცერემონია; to live in great style მდიდრულად / ფუფუნებაში ცხოვრება;
5. საუბ. შესანიშნავი, დიდებული; to have a great time დროის შესანიშნავად გატარება; that's great! დიდებულია! that's a great story! რა საინტერესოა! he is great! იგი ყოჩაღი კაცია! შესანიშნავი ადამიანია! he was great when he spoke ლაპარაკისას მართლაც ბრწყინვალე იყო; wouldn't it be great if ... შესანიშნავი იქნებოდა, რომ ...;
6. ემოც.-გამაძლ. : great big man დიდი / უზარმაზარი კაცი; great fat boy ძალიან მსუქანი ბიჭი; see what a great big fish I've caught ნახე, რამხელა თევზი დავიჭირე;
7. predic (at, არქ. in) რაიმეში გამოცდილი, დახელოვნებული, ძლიერი; to be great at golf გოლფის შესანიშნავად თამაში; a nation great in arms სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყანა;
8. predic (on) 1) რისამე მცოდნე, რაიმეში გარკვეული; to be great on history ისტორიის კარგად ცოდნა [იხ. აგრ. 2)];
2) რითიმე გატაცებული; to be great on history ʘ ისტორიითაა გატაცებული [იხ. აგრ. 1)];
9. (great-) რთული სიტყვის კომპონენტი: great-grandfather ბებიის ან ბაბუის მამა;
10. არქ. ფეხმძიმე (აგრ. great with child);
11. არსებ. მნიშვნ. 1) (the great) ძლიერნი ამა ქვეყნისანი;
2) (the great) გამოჩენილი ადამიანები (ხელოვნების, მეცნიერების და ა.შ. დარგში);
3) pl სტუდ. ბოლო გამოცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად (ოქსფორდში);
◇ great chair სავარძელი; great cats ლომები, ვეფხვები, ლეოპარდები; great dozen ცამეტი; great hundred ას ოცი; great gross თორმეტი გროსი; great Heavens! great God! / Lord! / ა) ღმერთო ჩემო! ბ) ღმერთია მოწმე! ღმერთმანი! great Scott! / guns! / ღმერთო ჩემო! დაწყევლოს ღმერთმა! no great shakes დიდი ვერაფერი / არაფერი ისეთი; to have a great mind to do smth. ʘ აპირებს, უნდა, გადაწყვეტილი აქვს (რისამე გაკეთება, თქმა და ა.შ.); by / in / the great ა) მთლიანად, ერთიანად; ბითუმად; ბ) საერთოდ, მთლიანობაში; Great Dane იხ. Dane².